الفجر
The Dawn • 30 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ვფიცავ გარიჟრაჟს
2და ათ ღამეს,[1]
3წყვილსა და კენტს,[1]
4ასევე (ვფიცავ) ღამეს, როცა ის მიდის.
5ნუთუ არ არის საკმარისი ეს ფიცი გონიერთათვის?
6განა არ გინახავს რა უყო შენმა ღმერთმა ‘ადს,[1]
7(ქალაქ ან ტომ) ირამს სვეტებიანს,
8რომლის მსგავსიც მეტი არ გაჩენილა ქალაქთა(ან ტომს) შორის
9და სემუდს, რომლებიც ხეობაში კლდეებს კვეთდნენ.[1]
10ასევე ფარაონს ობელისკებიანს,[1]
11რომელნიც ზღვარს გადავიდნენ ქვეყნად
12და უამარავ უკეთურებას სჩადიოდნენ მასში.
13ამიტომაც შენმა ღმერთმა სასჯელის მათრახი[1] აწვიმა მათზე.
14ჭეშმარიტად, შენი ღმერთი მეთვალყურეა.
15ხოლო ადამიანი ამბობს, რომ ჩემმა ღმერთმა პატივი დამდოო[1] – როდესაც მას სცდის მისი ღემრთი, უხვად უბოძებს და წყალობით ავსებს.
16ხოლო, როდესაც სცდის და სარჩოს უმცირებს, ის ამბობს, რომ ჩემმა ღმერთმა დამამცირაო.[1]
17სრულიადაც არა![1] პირიქით, თქვენ პატივს არ სდებთ ობოლს
18და ერთმანეთს არ მოუწოდებთ უპოვრის დაპურებას
19და გამეტებით მიირთმევთ მემკვიდრეობას[1]
20და თავდავიწყებით გიყვართ ქონება.
21არამც და არამც! როდესაც სრულიად დაიმსხვრევა დედამიწა და გასწორდება.
22როცა მოვა შენი ღმერთი[1] და ანგელოზებიც დადგებიან მწკრივ მწკრივად.
23და იმ დღეს მოიტანენ ჯოჯოხეთს, სწორედ იმ დღეს შეიგონებს ადამიან, მაგრამ რაში არგებს მას შეგონება?[1]
24იტყვის: ნეტავ დროზე მეზრუნა (საიქიო) ცხოვრებისთ.
25ხოლო იმ დღეს მისი სასჯელის მსგავსად ვერავინ დასჯის[1]
26და ვერც ვერავინ დაადებს ბორკილებს მისი ბორკილის მსგავსად.
27ეი შენ, სულო დამშვიდებულო![1]
28დაუბრუნდი შენს ღმერთს შენ მისით კმაყოფილი და ის შენით კმაყოფილი.[1]
29მაშ, შედი ჩემს (გამორჩეულ) მსახურთა რიგებში
30და (მათთან ერთად) შედი ჩემს სამოთხეში.