الحجر
The Rocky Tract • 99 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ალიფ. ლამ. რა. ეს არის წიგნის და ცხადი ყურანის აიათები
2მოინატრებენ ისინი, რომელნიც ურწმუნონი გახდნენ, რომ მორჩილნი [მუსლიმები] ყოფილიყვნენ.[მათი ეს ამაო ნატვრა იქნება განკითხვის დღეს, როცა დარწმუნდებიან იმაში, რომ მათმა ურწმუნოობამ ისინი დაღუპა]
3მიატოვე ისინი, ჭამონ და დატკბნენ და ამაო იმედმა გაიტაცოს ისინი, ხოლო მალე შეიტყობენ.[როცა ალლაჰის წინაშე წარსდგებიან]
4და არ გაგვინადგურებია ჩვენ არც ერთი დასახლება, თუ არა ჰქონდა მას დადგენილი ვადა[ ანუ ყველას თავისი დრო ჰქონდა განსაზღვრული, თუ როდის იქნებოდა განადგურებული ].
5ვერც ერთი თემი ვერ გაუსწრებს საკუთარ განსაზღვრულ დროს და ვერც შეაყოვნებს მას.
6და თქვეს: ჰეი, შენ, ვისზეც იქნა გარდმოევლენილი შეხსენება, ჭეშმარიტად, შეშლილი ხარ!
7რატომ არ მოგვიყვან ანგელოზებს, თუ მართალთაგან ხარ?
8ჩვენ ზრ გარდმოგვივლენია ანგელოზნი, თუ არა ჭეშმარიტებით, და მაშინ მათ[ მექქელებს, რომლებმაც ანგელოზების გარდმოვლენა მოითხოვეს] არ მიეცემათ გადავადება[არამედ განადგურდება თუ მანამდე არ ირწმუნებენ].
9ჭეშმარიტად, ჩვენ [ალლაჰი] გარდმოვავლინეთ შეგონება [ყურანი] და, ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ მისი დამცველნი[მის შეცვლას, მასში რაიმეს დამატებას ან დაკლებას ვერ შეძლებენ, რადგან ის ალლაჰმა დაიცვა. ეს გამოწვევა ძალაშია მანამდე სანამ ყურანი ამ ქვეყნად იარსებებს].
10ჭეშმარიტად, ჩვენ შენამდეც წარვგზავნეთ წინანდელთა თემებში[ანუ შენამდეც ბევრი შუამავალი იქნა ცრუდ შერაცხული ].
11და არ მოსულა მათთან [წინანდელ საზოგადოებებთან] არც ერთი მოციქული, რომ ისინი [ურწმუნოები] მასზე არ დასცინოდნენ.
12ასე ვაგდებთ მას [ურწმუნოებას] ბოროტმოქმედთა [მრავალღმერთიანთა] გულებში![მათი სიურჩის გამო]
13არ იწამებენ ისინი მას [ყურანს], მაშინ როცა უკვე განვლო მაგალითი წინანდელთა (საზოგადოებების რომელნიც ურწმუნოობის გამო გავანადგურეთ).
14და თუნდაც ჩვენ გაგვეღო მათთვის [ურწმუნოებისთვის] ცის კარი და რამდენიც არ უნდა ასულიყვნენ იქ,
15აუცილებლად იტყოდნენ: «ჩვენი თვალები მხოლოდ შეპყრობილია [მოჯადოებულია], და უფრო მეტიც — ჩვენ ვართ მოაჯადოებული ხალხი (მუჰამმადის მიერ)!»
16და უკვე მოვაწყვეთ ცაში კოშკები [თანავარსკვლავედები] და შევამკეთ ისინი (ვარსკვლავებით) მაყურებელთათვის.[რათა ვარსკვლავებით გაიკვლიონ გზა, და ღამით ცას სილამაზესაც აძლევენ]
17და ჩვენ დავიცავით იგი [ცა] ყოველი ჩაქოლილი სატანისგან [რომელიც ალლაჰის წყალობას არის დაშორებული],
18გარდა მხოლოდ იმისა, ვინც მოისმენს (ანგელოზთა საუბარს) ფარულად. მაგრამ (შემდეგ) მის კვალდაკვალ დაედევნება ცხადი, მოელვარე ალი[ და კლავს ან წვავს სატანას].
19და მიწა გავფინეთ [გავხადეთ იგი საცხოვრებლად გამოსადეგად], და დავამყარეთ მასზე მტკიცე მთები (რომლებიც ამაგრებენ მას), და აღმოვაცენეთ მასზე ყოველგვარი რამ [მცენარეები] განსაზღვრული ზომით (და წონით).
20და მოვაწყეთ თქვენთვის მასზე [მიწაზე] საარსებო საშუალებები, და ასევე მათთვის [თქვენი შვილებისთვის, მონებისთვის და პირუტყვისთვის], რომლებსაც თქვენ არ აძლევთ საზრდოს (არამედ ალლაჰი უზრუნველყოფს მათ საზრდოთი).
21და არ არის არც ერთი რამ, გარდა იმისა, რომ ჩვენთან არ იყოს მისი საგანძური, და ჩვენ ვაწვდით მას [იმ სიკეთეს] მხოლოდ განსაზღვრული ზომით [რამდენსაც ჩვენ მოვისურვებთ]
22და წარმოვგზავნეთ ქარები განმანაყოფიერებლად, და გარდმოვავლინეთ ზეციდან წყალი და გასვით ის, თქვენ კი არ ხართ მისი შემნახველნი.
23და ჭეშმარიტად, ნამდვილად ჩვენ ვაცოცხლებთ და ვამკვდინებთ, და ჩვენ ვართ მემკვიდრენი (დედამიწის და იმის, რაც მასზეა)
24და ჩვენ ხომ ვიცით თქვენგან ისინი, ვინც წინასწარ წავიდა [უკვე გარდაცვლილნი], და ჩვენ ვიცით ისინი, ვინც ჩამორჩა [ვინც ცოცხალია და ვინც იცოცხლებს]
25და ჭეშმარიტად, შენი უფალია ის, ვინც შეკრებს მათ [განკითხვის დღეს]. ჭეშმარიტად, ის ბრძენია, ყოვლისმცოდნეა.
26და ჭეშმარიტად, ჩვენ შევქმენით ადამიანი მშრალი [ხმოვანი] თიხისგან სველი და შეცვლილი (ფერისა და სუნის მხრივ) თიხიდან
27და ჯინი შევქმენით უფრო ადრე [ადამის შექმნამდე] უკვამლო [ძალიან ცხელი] ცეცხლისგან
28და (შეახსენე მათ) (ო, მოციქულო) (ის ამბავი), როცა შენმა უფალმა უთხრა ანგელოზებს: "ჭეშმარიტად, მე შევქმნი ადამიანს მშრალი [ხმოვანი და შეცვლილი სუნის მქონე] თიხისგან".
29ხოლო როდესაც მე მას სრულყოფილ გამოსახულებას მივცემ და ჩავბერავ მასში ჩემი სულიდან, მაშინ დაემხეთ მის წინაშე პირქვე [პატივისცემის ნიშნად]
30და უმალ პირქვე [საჯდაზე] დაემხნენ ანგელოზები, ყველანი ერთიანად.
31გარდა იბლისისა, უარი თქვა, რომ ყოფილიყო მუხლმოყრილებთან ერთად.[ეურჩა ალლაჰს]
32უთხრა(ალლაჰმა): ჰეი იბლის! რა დაგემართა, რომ არ ხარ მუხლმოყრილებთან ერთადო?
33მიუგო: საჯდეს არ აღვასრულებ ადამიანისთვის, რომელიც მშრალი, შავი შეცვლილი ტალახისგან გააჩინე.
34(ალლაჰმა) უთხრა: გადი იქიდან [სამოთხიდან]! უეჭველად, შენ ხარ ქვით ჩასაქოლი [დაწყევლილი და გაგდებული]
35და უეჭველად, შენზეა წყევლა განკითხვის დღემდე[ალლაჰის წყალობას დაშორებული]
36უთხრა (იბლისმა): "უფალო ჩემო! მიბოძე გადავადება იმ დღემდე, როცა ისინი [შენი მორჩილნი] აღდგებიან [განკითხვის დღეს]
37(ალლაჰმა) უთხრა: ჭეშმარიტად, შენ ხარ მათ შორის, ვისაც გადავადება მიენიჭა
38იმ დღემდე, რომლის დრო (დადგომა) ცნობილია [ალლაჰისთვის]!
39უთხრა (იბლისმა): «უფალო ჩემო! იმის გამო, რომ შენ მე გზას ამაცდინე, აუცილებლად შევულამაზებ მათ [ადამის შვილებს] მიწიერ ცოდვებს და უეჭველად, ყველა მათგანს შევაცდენ ჭეშმარიტი გზიდან».
40გარდა შენი მონებისა მათგან, რჩეულთა [ვინც მხოლოდ შენ გაღიარებს ღმერთად]!»
41(ალლაჰმა) ბრძანა: «ესაა ჩემამდე მომყვანი სწორი გზა
42ჭეშმარიტად, შენ არანაირი ძალაუფლება არ გაგაჩნია ჩემს მონებზე, გარდა იმათი, ვინც შენ გამოგყვა გზააბნეულთაგან».
43და ჭეშმარიტად, ჯოჯოხეთი ყველა მათგანის აღთქმული ადგილია.
44მას [ჯოჯოხეთს] შვიდი კარიბჭე აქვს, და თითოეული კარიბჭესათვის მათგან [იბლისის მიმდევართაგან] დადგენილია გარკვეული ნაწილი (მათი საქმის შესაბამისად).
45ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშნი იქნებიან სამოთხის ბაღებში და წყაროებთან.[ისინი ამ ქვეყნად ალლაჰის მორჩილნი იყვნენ]
46(მათ ეთქმებათ): «შედით მასში [სამოთხეში] მშვიდობით და (სრულ) უსაფრთხოებაში!»
47და ჩვენ ამოვხადეთ ყველაფერი, რაც მათ [სამოთხის მაცხოვრებელთა] გულებში იყო ბოროტებიდან [სიძულვილი]. (და ისინი ცხოვრობენ სამოთხეში) ძმებად,(მოჩუქურთმებულ) სარეცელებზე, ერთმანეთის პირისპირ (საუბრობენ).
48იქ არც დაღლილობა შეეხებათ მათ და არც [არასდროს] იქნებიან იქიდან განდევნილნი.
49აცნობე [ო, მოციქულო] ჩემს მსახურებს, რომ მე, ჭეშმარიტად, მიმტევებელი, შემწყალებელი ვარ
50და რომ ჩემი სასჯელი — მტანჯველი სასჯელია
51და აუწყე მათ იბრაჰიმის სტუმრების [ანგელოზების] შესახებ
52აჰა, მოვიდნენ ისინი [ანგელოზები] მასთან [იბრაჰიმთან] და თქვეს: « სალამი/მშვიდობა!» (და როცა იხილა, რომ ისინი არ ჭამდნენ შეთავაზებულ სუფრას, იბრაჰიმმა გულის სიღრმეში შიში იგრძნო მათ მიმართ და) თქვა: «ჭეშმარიტად, ჩვენ თქვენი გვეშინია!»
53თქვეს: «ნუ გეშინია! (ვინაიდან ჩვენ ვართ ანგელოზები, რომლებიც ალლაჰმა გაგვაგზავნა). ჭეშმარიტად, ჩვენ გახარებთ (ახალ ამბავს) მცოდნე ჭაბუკზე [იმით, რომ შენი ცოლი სარა შეგიძენს ძეს — ისჰაყს, რომელიც მცოდნე იქნება ალლაჰისა და მისი შარიათის შესახებ]».
54თქვა (იბრაჰიმმა): ნუთუ მახარებთ მაშინ, როცა სიბერე შემეხო? მაშ, რაღას მახარებთ?
55თქვეს (ანგელოზებმა): «ჩვენ გახარებთ ჭეშმარიტებით, მაშ, ნუ იქნები სასოწარკვეთილთაგან (იმაში, რომ შენ შეგეძინება შვილი)!»
56(იბრაჰიმმა) თქვა: «და ვინ (კიდევ) კარგავს იმედს თავისი უფლის წყალობისგან, გარდა (მხოლოდ) გზააბნეულთა?»
57(იბრაჰიმმა) უთხრა: «რაშია თქვენი საქმე [მოგზაურობის მიზანი] ო, მოგზავნილნო?»
58თქვეს [ანგელოზებმა]: «ჭეშმარიტად, ჩვენ წარგზავნილნი ვართ ბოროტმოქმედ [ცოდვილ] ხალხთან [ლუტის ხალხთან, რომლებმაც უარყვეს ალლაჰის კანონი],
59გარდა ლუტის ოჯახისა - უეჭველად, ჩვენ მათ ყველას გადავარჩენთ
60გარდა მისი ცოლისა, (ვის შესახებაც) ჩვენ განვაწესეთ, რომ იგი უეჭველად აღმოჩნდება (რიცხვში) დარჩენილთა [დაღუპულთა] (იმიტომ, რომ იგი კმაყოფილი იყო იმ საძაგელი საქმეებით, რასაც მისი ხალხი სჩადიოდა, და მათ ამაში ეხმარებოდა)».
61ხოლო როცა ლუტის ოჯახთან მივიდნენ გზავნილები [ანგელოზები],
62(მან) უთხრა: «უეჭველად, თქვენ უცნობი ხალხი ხართ»
63თქვეს: «პირიქით, ჩვენ მოვედით შენთან იმით [სასჯელით], რის მიმართაც ისინი [შენი ხალხი] ეჭვობდნენ».
64და მოგიტანეთ შენ ჭეშმარიტება და, ჭეშმარიტად, ჩვენ მართალნი ვართ.
65გაუდექი გზას შენს ოჯახთან ერთად ღამის ნაწილის (გასვლის) შემდეგ და (შენ) (თვითონ) იარე მათ უკან. და თქვენგან არავინ მოიხედოს უკან. და წადით (იმ ადგილას), სადაც თქვენთვის არის ნაბრძანები (ალლაჰის მიერ) (იმისათვის, რომ მიაღწიოთ უსაფრთხო ადგილს)».
66და შევატყობინეთ ჩვენ მას [მოციქულ ლუტს] ეს საქმე, რომ დილით ისინი სრულიად გაწყვეტილნი იქნებიან.
67და მოვიდნენ ქალაქის მკვიდრნი (წინასწარმეტყველ ლუტთან), სიხარულით (როდესაც გაიგეს, რომ მის სახლში გაჩერდნენ მოგზაურები).
68მან თქვა: «ესენი ჩემი სტუმრები არიან, და ნუ შემარცხვენთ»
69და გეშინოდეთ ალლაჰისა და ნუ დამამცირებთ[თქვენი უვარგისი საქმით]
70თქვეს: ნუთუ ჩვენ არ აგიკრძალეთ შენ (სტუმრად მიგეღო) ადამიანები?
71(ლუტმა) უთხრა: «აჰა, ესენი – ჩემი ქალიშვილები (დაქორწინდით მათზე), თუ უკვე თქვენ სჩადიხართ (ამას)»
72(მე, ალლაჰი) ვფიცავ შენს სიცოცხლეს (ო, მუჰამმად)! ჭეშმარიტად, ისინი [ლუტის ხალხი] უეჭველად, ბრმად დაეხეტებიან თავიანთი თრობაში[გზააბნეულობაში].
73და საშინელმა ხმამ შეიპყრო ისინი [ლუტის ხალხი] მზის ამოსვლისას.
74და ჩვენ მისი ზედა ქვედად ვაქციეთ და დავამხეთ მათზე ქვები გაქვავებული თიხისაგან.
75ჭეშმარიტად, ამაში თვალსაჩინო სასწაულებია გამჭრიახთათვის.
76და, ჭეშმარიტად, იგი [სოფელი სადუმი, სადაც ცხოვრობდა წინასწარმეტყველი ლუტი] (მდებარეობს) სწორ გზაზე (რომლითაც დადიან მგზავრები ჰიჯაზიდან შამში)!
77ჭეშმარიტად, ამაში თვალსაჩინო სასწაულია მორწმუნეთათვის.
78და, ჭეშმარიტად, ალ-აიქათის მაცხოვრებელნი [წინასწარმეტყველ შუა'იბის ხალხი] იყვნენ უსამართლონი
79და ჩვენ სამაგიერო მივუზღეთ მათ [დავსაჯეთ] და ორივე ისინი [ლუტის სოფელი და შუა'იბის სოფელი] უეჭველად (მდებარეობენ) აშკარა გზაზე (რომლითაც დადიან მოგზაურები და შეუძლიათ იხილონ, რაც მათგან დარჩა).
80და უკვე ალ-ჰიჯრის მაცხოვრებლებმა [სამუდელებმა] უარყვეს მათთან გამოგზავნილნი [წინასწარმეტყველი სალიჰი]
81და მოვუვლინეთ ჩვენ მათ [სამუდელებს] ჩვენი ნიშნები, ხოლო ისინი [ამ ნიშნებისგან] ზურგს აქცევდნენ.
82და ისინი [სამუდელები] მთებში გამოკვეთდნენ სახლებს (და ცხოვრობდნენ მათში) უსაფრთხოდ.
83და მიეწიათ მათ [ურწმუნო სამუდელებს] (მომაკვდინებელი) ხმაური (სასჯელისა) განთიადზე.
84და ვერ იხსნა ისინი (ალლაჰის სასჯელისგან) მათმა მონახვეჭმა [მათი ქონება და ციხესიმაგრეები მთებში]
85და ჩვენ არ შევქმენით ცანი და მიწა და ის, რაც მათ შორისაა, გარდა ჭეშმარიტებით [ზუსტ და სრულყოფილ სახედ, თავისი სიბრძნით, განსაზღვრული მიზნისთვის], და ჭეშმარიტად, საათი უეჭველად მოვა [სასამართლოს დღე], (და მაშინ ისინი, ვინც არ ირწმუნეს ალლაჰის სიტყვა და არ აღიარეს მისი მოციქული, მიიღებენ სრულ სასჯელს). (ამიტომ) აპატიე (ო, მოციქულო) მათ (მრავალღმერთიანთ) ლამაზი პატიებით. [ნუ ისურვებ ურწმუნოთათვის სასჯელის დაჩქარებას ].
86ჭეშმარიტად, შენი ღმერთი იგია ყოვლისგამჩენი, ყოვლისმცოდნე.
87და აჰა, უკვე ჩვენ გიბოძეთ შენ (ო, მოციქულო) შვიდი (ხშირად) განმეორებადი (აიათი) [სურა «ალ-ფათიჰა»] და დიდებული ყურანი.
88და ნუ მიაპყრობ შენს თვალებს იმაზე, რაც ჩვენ მივანიჭეთ ზოგიერთ მათგანს [მრავალღმერთიანებს] და ნუ დამწუხრდები მათზე [იმით, რომ ისინი ურწმუნონი არიან] და დახარე შენი ფრთა [იყავი თავმდაბალი] მორწმუნეთა წინაშე.
89და უთხარი: «ჭეშმარიტად, მე ცხადი გამაფრთხილებელი[შემგონებელი]ვარ [ცხადი სასჯელისგან»
90[გაფრთხილებთ ისეთ სასჯელისგან] როგორიც გარდმოვავლინეთ გამყოფებზე [იუდეველებსა და ქრისტიანებს და სხვებზე რომლებმაც ალლაჰის წიგნები ზოგი ირწმუნეს და ზოგი უარყვეს],
91რომელთაც ყურანი ნაწილებად გახადეს [ირწმუნეს ზოგიერთი ნაწილი, რომელიც შეესაბამებოდა მათ წიგნებს, ხოლო დანარჩენი ნაწილი უარყვეს. ხან ამბობდნენ[ურწმუნო მექქელები] ყურანზე: ჯადოაო,ან მკითხაობააო,ან პოეზიააო ].
92შენს ღმერთს ვფიცავ, უთუოდ მოვკითხავთ მათ ყველას.
93იმის შესახებ, რასაც ისინი სჩადიოდნენ[ამქვეყნად ურწმონოობასა და ცოდვებს]
94მაშ, გამოაქვეყნე ის, რაც გებრძანა და განერიდე მრავალღმერთიანთ [ნუ მიაქცევ ყურადღებას მათ სიტყვებს]!
95ჭეშმარიტად, ჩვენ დაგიხსენით შენ (ო, მოციქულო) დამცინველთაგან (ყურაიშელებისგან).
96რომლებიც ქმნიან (თავისთვის) (ალლაჰთან ერთად) სხვა ღმერთს, და მალე ისინი შეიტყობენ (თავიანთი საქმის შედეგს).
97და ჭეშმარიტად ვიცით, რომ გული გეკუმშება იმის გამო, რასაც ისინი ამბობენ.[მათი მხრიდან ურწმუნოობა, და სიტყვიერი შეურაცხყოფა]
98მაშ, განადიდე შენი ღმერთი და იყავი პირქვე [საჯდაზე] დამხობილთა შორის.[რათა ჰპოვო სულიერი სიმშვიდე]
99და თაყვანი ეცი შენს უფალს (მთელი სიცოცხლის განმავლობაში), სანამ არ მოგივა უეჭველი [სიკვდილი]!