الأعلى
The Most High • 19 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1შენი ღმერთის სახელის უნაკლოება ღაღად ჰყავ – უზენაესისა.[1]
2რომელმაც შექმნა და გაათანაზომიერა,
3რომელმაც ყველაფერი წინასწარ განსაზღვრა და(შესაფერისი) მიმართულება მისცა,
4რომელმაც აღმოაცენა საძოვრები,
5შემდეგ შავ ნარჩენებად აქცია იგი.
6წაგაკითხებთ (ყურანს) და არ დაივიწყებ,
7გარდა იმისა, რაც ინება ალლაჰმა. ჭეშმარიტად მან უწყის გაცხადებულიც და დაფარულიც.
8და გაგიადვილებ(კეთილ საქმეებს) რათა იყოს იოლი.
9მაშ შეაგონე თუკი არგებს შეგონება,
10შეიგონებს ის, ვინც (ღვთის) მოშიშია
11და განუდგება (შეგონებას) ყველაზე უბედური.
12რომელიც შევა უდიდეს ცეცხლში.
13შემდეგ არც მოკვდება მასში და არც იცოცხლებს.[1]
14მართლაც გადარჩა ის, ვინც განიწმინდა.[1]
15ახსენა მისი ღმერთის სახელი და ილოცა.
16მაგრამ, თქვენ მაინც ამქვეყნიური ცხოვრება გირჩევნიათ.
17თუმცა იმიერ სოფელი უკეთესი და მარადიულია.
18ჭეშმარიტად, ეს იყო უწინდელ წერილებშიც.[1]
19იბრაჰიმისა და მუსას წერილებში.[1]