القمر
The Moon • 55 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1საათი მოახლოვდა და მთვარე გაიპო
2და თუ ისინი სასწაულს იხილავენ, ზურგს შეაქცევენ და იტყვიან: "ეს გახანგრძლივებული ჯადოქრობაა!“
3მათ უარყვეს და თავიანთ ვნებებს აჰყვნენ. და ყოველი საქმე დადგენილია.(კარგი იქნება თუ ცუდი ყველას მიეგება ის, რაც ეკუთვნის)
4და უეჭველად, მოუვიდათ მათ ცნობები(ამბები), რომლებშიც შემაკავებელია(ურწმუნოებისთვის დამაშინებელი ისტორიები)
5სრულყოფილი სიბრძნე, მაგრამ რას არგებს გაფრთხილებანი?
6მაშ, ზურგი აქციე მათ! იმ დღეს, როცა მომწოდებელი მოუწოდებს საზარელი რამისკენ
7დამდაბლებული მზერით გამოვლენ სამარხებიდან, თითქოსდა გაფანტული კალიები.
8ისინი მომწოდებლისკენ (ანგელოზი ისრაფილი) გაეშურებიან. ურწმუნოები იტყვიან: "ეს მძიმე დღეა!"
9მათზე ადრე ნუჰის ხალხმაც უარყო. და უარყვეს ჩვენი მსახური და თქვეს: "შეშლილიაო!" და დაემუქრნენ მას (რომ ქვებით ჩაქოლავდნენ, თუ ხალხის ჭეშმარიტი რწმენისკენ მოწოდებას არ შეწყვეტდა).
10და იგი [ნუჰი] შეევედრა თავის უფალს: "ჭეშმარიტად, დამარცხებული ვარ [ვერ ვეწინააღმდეგები ურწმუნოებს], ამიტომ დამეხმარე (მათზე მათი ურწმუნოების გამო სასჯელის მოვლენით)!"
11(და ვუპასუხეთ მის ვედრებას) და გავხსენით ზეცის კარიბჭეები წყლით, რომელიც ღვარად მოედინებოდა,
12და გამოვავლინეთ წყაროები მიწიდან და შეერწყნენ წყლები (ზეციური და მიწიერი) უკვე დადგენილი ბრძანებისამებრ.
13და ჩვენ დავაყენეთ იგი [წინასწარმეტყველი ნუჰი] ფიცრებსა და ლურსმნებზე დამზადებულ ხომალდზე (კიდობანზე).
14მიცურავდა ჩვენი მეთვალყურეობით, საზღაურად მისთვის, ვინც უარყოფილ იქნა(ამდაგვარად შევეწიეთ ნუჰს, და გავანადგურეთ მისი ურწმუნო ერი)
15და ჩვენ დავტოვეთ იგი, როგორც ნიშანი. მაგრამ არის კი ვინმე, ვინც დარიგებას ისმენს?
16აბა, როგორი იყო ჩემი სასჯელი და ჩემი გაფრთხილებები?
17და (მე [ალლაჰი] ვფიცავ, რომ) ყურანი ადვილი გავხადე დასამახსოვრებლად, მაგრამ არის კი ვინმე, ვინც ყურადღებას მიაქცევს (ამ წიგნის შეგონებებს) [და სარგებელს მიიღებს მისგან]?
18ადიტებმა უარყვეს (წინასწარმეტყველი ჰუდი). და როგორ იყო ჩემი საზღაური (ურწმუნოთათვის) და ჩემი შეგონება!
19ჭეშმარიტად, ჩვენ გამოვგზავნეთ მათზე [ადიტებზე] ცივი (გამანადგურებელი) ქარი დღეს, რომლის უბედურებაც (შვიდი დღე და რვა ღამე) გაგრძელდა (სანამ ყველა დაიღუპებოდა).
20რომელიც ადამიანებს ძირფესვიანად გლეჯდა, თითქოს ამოძირკვული პალმის ძირები ყოფილიყვნენ
21და როგორი იყო ჩემი სასჯელი და ჩემი შეგონებანი?!
22ჭეშმარიტად, ჩვენ გავაადვილეთ ყურანი შესაგონებლად. მაშ, არის კი ვინმე ვინც შეიგონებს?
23სამუდმა უარყო გაფრთხილებანი
24და თქვეს: "ნუთუ ჩვენს შორის ერთ კაცს მივყვეთ? მაშინ ხომ ჩვენ ცდომილებასა და ტანჯვაში ვიქნებით!"
25ნუთუ ჩვენს შორის მაინცდამაინც მასზე გარდმოევლინა შეგონება? არა, ის მატყუარა ქედმაღალია!
26ხვალ გაიგებენ, ვინ არის მატყუარა, ქედმაღალი!
27ჭეშმარიტად, ჩვენ მოვავლენთ მდედრ აქლემს (რომელიც მათ თვითონ ითხოვეს) (კლდიდან ამოსულს) (როგორც სასწაული და) როგორც განსაცდელი მათთვის [სამუდებისთვის]. ამიტომ მოითმინე მათ მიმართ (ო, სალიჰ)!
28და უთხარი მათ (ო, სალიჰ), რომ წყალი მათ შორის არის გაყოფილი [შენს ხალხსა და დედალ აქლემს შორის]: თითოეულმა თავისი დანიშნულ დროში უნდა დალიოს [ერთ დღეს მთელი წყალი დედალ აქლემს, მეორე დღეს კი — მთელი წყალი ხალხს].
29და დაუძახეს თავიანთ ძმას [და უბიძგეს მათ შორის ყველაზე უბედურს, მოეკლა მდედრი აქლემი], და მანაც შეუდგა საქმეს და (მაშინ) გადაუჭრა ბარკლის იღლიები (რომ წამოეგდო და შემდეგ დაეკლა).
30აბა, როგორი იყო ჩემი სასჯელი და ჩემი გაფრთხილებები?!
31ჭეშმარიტად, ჩვენ მათ [სამუდიანებს] მხოლოდ ერთი ხმა გამოვუგზავნეთ [ანგელოზ ჯიბრილის მიერ გამოცემული მძლავრი ხმა], და ისინი მეცხოველეობისთვის განკუთვნილი (მშრალი) ბალახის მსგავსნი გახდნენ.
32და ჩვენ გავაადვილეთ ყურანი შესაგონებლად. მაშ, არის კი ვინმე ვინც შეიგონებს?
33ცრუდ შერაცხა ლუტის ხალხმა შემგონებელნი
34ჩვენ მათ ქვების ქარიშხალი დავატეხეთ, გარდა ლუტის ოჯახისა. ისინი გარიჟრაჟზე ვიხსენით.
35წყალობად ჩვენგან. ასე მივაგებთ ჩვენ მადლიერს.
36და მან ნამდვილად გააფრთხილა ისინი ჩვენი სასჯელის შესახებ, მაგრამ მათ ეჭვი შეიტანეს გაფრთხილებებში.
37და ისინი შეუპოვრად სთხოვდნენ [ლუტს] მის სტუმრებს (რომლებიც ადამიანის სახით გამოჩენილი ანგელოზები იყვნენ, რომ მათთან გარყვნილება ჩაედინათ), და ჩვენ დავაბრმავეთ მათი თვალები. (და ეთქვათ მათ): "იგემეთ ჩემი სასჯელი და შეგონება!"
38და ჭეშმარიტად, დილაადრიან ეწვიათ მათ გარდაუვალი სასჯელი.
39მაშ, იგემეთ ჩემი სასჯელი და ჩემი შეგონებანი
40ჭეშმარიტად, ჩვენ გავაადვილეთ ყურანი შესაგონებლად. მაშ, არის კი ვინმე შეგონების მიმღები?
41და უეჭველად, ეწვია ფარაონის ოჯახს შემგონებელნი.
42მათ უარყვეს ჩვენი ყველა ნიშანი და ჩვენ შევიპყარით ისინი ძლევამოსილისა და ყოვლისშემძლის შეპყრობით.
43ნუთუ თქვენი ურწმუნოები (ო, ყურეიშელებო), უკეთესნი არიან იმათზე (რომლებიც თავიანთი ურწმუნოების გამო სიკვდილით დაისაჯნენ), თუ გაქვთ დაცვის წერილი (რომელიც აცხადებს, რომ ალლაჰი არ დაგსჯით) წერილებში (რომლებიც წინასწარმეტყველებს გადმოეცა)?
44ან იქნებ ამბობენ: "ჩვენ ერთიანი, გამარჯვებული ძალა ვართ(მექელი ურწმუნოები)".
45მალე ეს შეკრება (უმორწმუნო ყურეიშელების) დამარცხდება და ისინი ზურგს შეაქცევენ. {და ეს ასეც მოხდა ბადრის ბრძოლაში.}
46მაგრამ საათი [განკითხვის დღის] არის მათთვის აღთქმული დრო, და საათი უფრო საშინელი და მწარეა (ვიდრე სასჯელი, რომელიც მათ ბადრში მიიღეს)!
47უეჭველად, მეამბოხენი გზააბნევასა (ამქვეყნად) და ალში არიან (საიქიოში)!
48იმ დღეს, როცა მათ სახით ცეცხლში ჩაათრევენ [ეტყვიან]: "იგემეთ ჯოჯოხეთის შეხება!"
49ჭეშმარიტად, ჩვენ ყველაფერი შევქმენით წინასწარ განსაზღვრით
50ჩვენი ბრძანება მხოლოდ ერთია(ერთი სიტყვის თქვით), თვალის დახამხამების მსგავსად.
51და ჩვენ უკვე დავღუპეთ თქვენი მსგავსნი. ნუთუ არის ვინმე დაფიქრებული?
52და ყოველივე, რაც მათ ჩაიდინეს, წიგნებშია.
53და ყოველი, მცირე და დიდი, ჩაწერილია.
54უეჭველად, ღვთისმოშიშნი ბაღებსა და მდინარეებში იქნებიან.
55სიმართლის სავანეში, ყოვლისშემძლე მეუფის წინაშე