النجم
The Star • 62 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ვფიცავ ვარსკვლავს, როცა ის ეშვება
2არც გზას ასცდენია თქვენი თანამგზავრი(მუჰამმადი ალლაჰმა დალოცოს იგი) და არც შემცდარა
3და არც საკუთარი სურვილით მეტყველებს იგი.
4ეს [ყურანი] არაფერია, გარდა ალლაჰისგან შთაგონებული ზეშთაგონებისა.
5ასწავლა მას (მუჰამმადს) ძალზე ძლიერმა (ჯიბრილმა)
6ძალის მქონე (მშვენიერი შეხედულობის), რომელიც გამართულად დადგა
7და ის იყო უმაღლეს ჰორიზონტზე(ცაში)
8შემდეგ მიუახლოვდა (ჯიბრილი) და (დაბლა)ჩამოეშვა
9და ის [ჯიბრილი] (მოციქულისგან) იყო ორი მშვილდის მანძილზე, ან კიდევ უფრო ახლოს.
10და შთააგონა(ჯიბრილმა) მის(ალლაჰის) მონას ის, რაც შთააგონა (ყურანი)
11არ ცრუობდა გული იმაში, რაც იხილა.
12ნუთუ მას ედავებით იმაზე, რასაც ხედავს?(რაც მან ზეცაში მოგზაურობისას ნახა)
13და იხილა მან ის (ჯიბრილი) მეორედაც.
14სიდრას (ლოტოსის) უკიდურეს ზღვარზე [მეშვიდე ზეცის ზემოთ მდგომ უზარმაზარ ხესთან, რომელიც ყველაზე მაღალი ზღვარია მიწიდან აღმავალთათვის და უზენაესი ალლაჰისგან ჩამომავალთათვის]
15მასთან არის (სამოთხის) მარადიული თავშესაფრის ბაღი(სამოთხე).
16(და) აჰა, ლოტოსი (ალაჰის ბრძანებით) დაფარა რაღაცამ (დიდებულმა, რასაც ალლაჰის გარდა ვერავინ აღწერს].
17მის [მუჰამმადის] მზერას არ გადაუხვევია (არც მარცხნივ და არც მარჯვნივ) და არ გასცდენია საზღვრებს (იმისა, რაც ალლაჰმა უბრძანა დაენახა)
18უეჭველად, მან იხილა თავისი ღმერთის უდიდესი სასწაულთაგანი.
19გინახავთ ალ-ლათი და ალ-უზზა?(ორი კერპის სახელი)
20და კიდევ მესამე – მანათი?
21განა თქვენთვის ვაჟი (შთამომავლობა), ხოლო მას [ალლაჰს] მდედრობითი სქესის (მიიჩნევთ), (ანგელოზებს ალლაჰის ქალიშვილებს რომ უწოდებთ)?
22მაშინ ეს უსამართლო განაწილება ყოფილა
23ისინი [ეს კერპები] მხოლოდ სახელებია, რომლებიც თქვენ და თქვენმა მამებმა დაარქვით. ალლაჰს არ მოუვლენია მათზე არანაირი მტკიცებულება. და ისინი მხოლოდ ვარაუდებსა და საკუთარი სულების სურვილებს მიჰყვებიან, მაშინ როცა მათ თავიანთი უფლისგან მოუვიდათ სწორი გზის ჩვენება.
24ნუთუ ადამიანს (მიეცემა) ყველაფერი, რასაც ისურვებს?(ცრუ ღმერთების შუამდგომლობა ალლაჰსა ადამიანს შორის)?!
25(არა, არ მიეცემა მას)ჭეშმარიტად, ალლაჰს ეკუთვნის მარადიული ცხოვრება და პირველიც
26და რამდენი ანგელოზია ზეცაში, რომელთა შუამდგომლობაც არაფრად გამოდგება, თუ ალლაჰი არ დაუშვებს (შუამდგომლობას) მათთვის, ვისთვისაც ის ინებებს და ვისითაც კმაყოფილია!
27ჭეშმარიტად, რომელთაც არ სწამთ საიქიო, ანგელოზებს მდედრობით სახელებს არქმევენ.
28და მათ ამის შესახებ არაფერი იციან; ისინი მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებიან, ვარაუდი კი, მართლაც, ჭეშმარიტების ნაწილსაც კი ვერ შეცვლის!
29მაშ, ზურგი აქციე მას, ვინც ზურგი აქცია ჩვენს გახსენებას და არაფერი სურს, გარდა ამქვეყნიური ცხოვრებისა.
30ეს [მდგომარეობა] მათი ცოდნის (და მისწრაფებების) ზღვარია. ჭეშმარიტად, თქვენმა უფალმა საუკეთესოდ იცის, ვინ გადაუხვია თავის გზას და საუკეთესოდ იცის, ვინ მიჰყვა სწორ გზას.
31და ალლაჰს ეკუთვნის (ყველაფერი) ცათა შინა და (ყველაფერი) ქვეყანაზე, რათა მან მიუზღოს მათ, ვინც ბოროტი ჩაიდინა (შესაბამისი სასჯელით) და (რათა) დააჯილდოოს ისინი, ვინც სიკეთე აკეთეს საუკეთესოთი.
32რომელნიც ერიდებიან დიდ ცოდვებსა და საძაგლობებს, გარდა მცირე შეცდომებისა. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი უსაზღვროდ მიმტევებელია. მან უკეთ იცის თქვენ შესახებ, როცა მიწისგან გაგაჩინათ და როცა ჩანასახები იყავით თქვენი დედების მუცელში. ამიტომ, ნუ განადიდებთ საკუთარ თავს. მან უკეთ იცის, ვინ არის ღვთისმოშიში.
33ხომ არ გინახავს ის, ვინც ზურგი აქცია?
34და გასცა მცირედი და ძუნწობდა?
35განა მას [ვინც ძუნწობდა] აქვს უხილავის ცოდნა, რასაც ის ხედავს?(ანუ მას არ აქვს უხილავის ცოდნა, არამედ ის თვითონ იგონებს და ალლაჰს აწერს)
36ნუთუ არ ეუწყა მას, რაც იყო მუსას წერილებში?
37და იბრაჰიმისა, რომელმაც შეასრულა (რაც მას ებრძანა)
38რომ არც ერთი მტვირთველი სხვის ტვირთს არ იტვირთავს(სხვის ჩადენილ ცოდვაზე ადამიანი პასუხს არ აგებს)
39და რომ ადამიანს არაფერი ეკუთვნის, გარდა იმისა, რისთვისაც იღწვოდა
40და რომ მისი ნაღვაწი ნანახი იქნება
41შემდეგ მიეზღვება მას სრული საზღაური
42და რომ შენს ღმერთთანაა საბოლოო დაბრუნება.
43და რომ სწორედ ის გაცინებს და გატირებს
44და რომ სწორედ ის ამკვდარებს და აცოცხლებს
45და რომ მან შექმნა წყვილი - მამრი და მდედრი.
46თესლის წვეთისაგან, როცა გადმოიღვრება (საშვილოსნოში)
47და რომ მასზეა მეორედ გაცოცხლება(განკითხვის დღისთვის)
48და რომ სწორედ ის არის, ვინც ამდიდრებს და აკმაყოფილებს
49და რომ ისაა უფალი სირიუსისა [ვარსკვლავი, რომელსაც ზოგიერთი არაბი სცემდა თაყვანს],
50და რომ სწორედ მან [ალლაჰმა] გაანადგურა პირველი ადიტები [ხალხი, ვისთანაც შუამავალი ჰუდი იყო გაგზავნილი].
51და სამუდის [ხალხიც გაანადგურა, ვისთანაც შუამავალი სალიჰი იყო გაგზავნილი], და (ის) არცერთი არ დატოვა
52და მანამდე ნუჰის ხალხი. უეჭველად, ისინი იყვნენ ყველაზე უსამართლონი და ყველაზე მეტად ზღვარგასულნი.
53და ამოტრიალებული ქალაქები დაამხო (ლუტის დასახლება)
54და დაფარა იგი იმით, რითაც დაფარა (დიდი ლოდებით)
55მაშ, შენი უფლის რომელ სიკეთეში შეგაქვს ეჭვი?
56ეს [მუჰამმადი] არის (ზუსტად ისეთივე) გამაფრთხილებელი (როგორც სხვა გამაფრთხილებლები) პირველთაგან [წინანდელი წინასწარმეტყველთაგან].
57მოახლოვდა გარდუვალი(განკითხვის დღე)
58ალლაჰის გარდა არავინაა მისი ამცილებელი
59ნუთუ ამ სიტყვის გიკვირთ (ყურანის)?
60და იცინით და არ ტირით
61და აგრძელებთ ამპარტავნობას
62მაშ დაემხეთ ალლაჰის წინაშე და ემსახურეთ (და თაყვანი ეცით) (მხოლოდ მას)!