الطور
The Mount • 49 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ვფიცავ ტურის მთას (რომელზეც წინასწარმეტყველმა მუსამ ყოვლისშემძლე ალლაჰთან ილაპარაკა)
2და წიგნს (ყურანს), დაწერილს
3გაშლილ ეტრატში
4და სახლს, რომელსაც სტუმრობენ [ზეციური ტაძარი, რომელიც მეშვიდე ზეცაზე მდებარეობს, სადაც სამოცდაათი ათასი ანგელოზი ყოველდღიურად შედის, რათა იქ ალლაჰს თაყვანი სცენ, და ამის შემდეგ ისინი იქ აღარასდროს ბრუნდებიან],
5და ამაღლებულ ჭერს [ყველაზე ახლოს მყოფი ცა – სამყარო]
6და ზღვას აღვსებულს
7ჭეშმარიტად, შენი უფლის სასჯელი (ო, შუამავალო) (რომელიც ურწმუნოებს დაჰპირდა) უეჭველად დადგება.
8არაა (არანაირი ძალა) მისი ამრიდებელი
9იმ დღეს, როცა ცა ძლიერ შეიძვრება(ნიშნად იმისა რომ ეს ქვეყანა დასასრულს მიუახლოვდა)
10და მთები დაიწყებენ მოძრაობას (ღრუბლებივით).
11ვაი იმ დღეს იმათთვის, ვინც სიცრუედ შერაცხავდა,
12რომელნიც ცრუსიტყვაობაში ერთობიან( და არ ადარდებთ, და არც სწამთ ხელმეორედ გაცოცხლებისა)
13იმ დღეს, როცა მათ ჯოჯოხეთის ცეცხლში უხეშად შეყრიან
14(და ეთქმებათ მათ): "ეს არის ცეცხლი, რომელსაც უარყოფდით"
15ნუთუ ეს ჯადოქრობაა, თუ თქვენ ვერ ხედავთ?
16(და ეტყვიან მათ): "დაიწვით მასში! მოითმენთ თუ არა, სულერთია. თქვენ მხოლოდ იმის მიხედვით მიიღებთ საზღაურს, რასაც (დედამიწაზე ცხოვრებისას) აკეთებდით".
17უეჭველად, ღვთისმოშიშნი (აღმოჩნდებიან) სამოთხეებსა და ნეტარებაში.
18დატკბებიან იმით, რასაც უფალი უბოძებთ მათ. და უფალმა იხსნა ისინი ჯოჯოხეთის ტანჯვისაგან.
19(მათ ეტყვიან): ჭამეთ და სვით ნეტარებით თქვენი ნამოქმედარის გამო
20ისინი მიწოლილნი იქნებიან მწკრივად გაწყობილ ტახტებზე და ჩვენ შევაუღლებთ მათ თვალმშვენიერ ჰურიებს.
21და რომელთაც ირწმუნეს და მათი შვილები რწმენაში მათ მიჰყვნენ, – ჩვენ მათ [მორწმუნე მშობლებს] (სამოთხეში) შევუერთებთ მათ შვილებს და არ შევამცირებთ მათ საქმეებს [მშობლების საზღაურს] თუნდაც მცირედით. ყოველი ადამიანი არის თავისი ნამოქმედარის მძევალი.
22და ჩვენ დავამატეთ მათ (კიდევ უფრო მეტი) ნაყოფი და ხორცი, რა სახისაც არ უნდა მოესურვებინათ.
23იქ ისინი ერთმანეთს ფიალას გაუწვდიან (ზეციური ღვინით) – ამით [ამ ღვინით] არც ფუჭსიტყვაობა იქნება და არც ცოდვისკენ წაქეზება.
24და გარს შემოუვლიან მათ ჭაბუკნი, (რომლებიც თავიანთი სილამაზითა და სიწმინდით) ჰგვანან მარგალიტებს, შენახულს (საზღვაო ნიჟარაში).
25და ისინი ერთმანეთს მიუბრუნდებიან და შეკითხვებს დაუსვამენ(ერთმანეთს), (როგორ დაიმსახურეს ალლაჰისგან ასეთი საზღაური)
26ისინი უპასუხებენ: "ჭეშმარიტად, ჩვენ გვეშინოდა (ალლაჰის სასჯელის), როდესაც ჩვენს ოჯახებთან ერთად ვიყავით [ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში]".
27მაგრამ ალლაჰმა შეგვიწყალა და გვიხსნა მწველი ქარის ტანჯვისგან (ჯოჯოხეთის ცეცხლისგან).
28ჭეშმარიტად, ჩვენ წინათ ვთხოვდით მას (რომ დავეცვეთ ჯოჯოხეთის სასჯელისგან და მოენიჭებინა ჩვენთვის სამოთხის ნეტარება); რადგან ის ჭეშმარიტად, კეთილისმყოფელი და შემწყალებელია!
29და შეახსენე მათ (ყურანით) (რომელთა მიმართაც შენ ხარ გაგზავნილი, ო, შუამავალო)! და შენ (ო, შუამავალო), შენი უფლის წყალობით, არც მკითხავი ხარ და არც შეშლილი (როგორც მრავალღმერთიანები ცრუდ გდებენ ბრალს).
30ან ისინი ამბობენ (შენზე, ო, მოციქულო): "(დიახ, ის მხოლოდ) პოეტია – მოვიცადოთ მისი ბედის ცვლილებას [როდესაც მოკვდება და დავისვენებთ მისგან]".
31უთხარი მათ: "დაელოდეთ (ჩემს სიკვდილს), ჭეშმარიტად, მეც თქვენთან ერთად ვარ მომლოდინეთა შორის [დაველოდები, სანამ ალლაჰის სასჯელი დაგატყდებათ ჩემს მიმართ ურწმონოების გამო]!"
32ან (იქნებ) მათი გონება უბრძანებს მათ, რომ ასე მოიქცნენ, ან (შესაძლოა) ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ზღვარს გადავიდნენ (ალლაჰისადმი ურჩობაში)?
33ან (ისინი) ამბობენ: "მან [მუჰამმადმა] ის [ყურანი] (თავად) გამოიგონა!" მაგრამ მათ არ სწამთ (ალლაჰისა და მის მიერ გაგზავნილი შუამავლის)!
34დაე, მოიტანონ ამის მსგავსი თხრობა [ყურანი], თუ მართლები არიან (თავიანთ მტკიცებულებებში)!
35ან (ნუთუ) ისინი არაფრისგან [შემოქმედის გარეშე] შეიქმნენ, ან თავად არიან საკუთარი თავის შემოქმედნი?
36ან (იქნებ) მათ შექმნეს ცა და მიწა?! მაგრამ მათ არ სწამთ (ჭეშმარიტებისა;არც სამოთხის, და არც ჯოჯოხეთის)!
37ან (განა) მათთანაა შენი ღმერთის საგანძურები, ან ისინი არიან განმგებელნი?
38ან იქნებ მათ აქვთ კიბე (რომლითაც ზეცაში ადიან და) ისმენენ (ანგელოზთა სიტყვებს)? მათ შორის, ვინც ისმენს, მოვიდეს ცხადი მტკიცებულებით (რომელიც მათ სიმართლეზე მიუთითებს).
39თუ მას [ალლაჰს] ჰყავს ქალიშვილები, თქვენ კი (ო, მრავალღმერთიანებო) — ვაჟები?
40ან იქნებ საზღაურს სთხოვ მათ (ალლაჰისგან ჭეშმარიტების მოტანისთვის), და ისინი ვალით არიან დამძიმებულნი?
41ან მათ უხილავის (ცოდნა) აქვთ და ამას (ხალხისთვის) იწერენ (და ამცნობენ)?
42ან იქნებ ხრიკის მოწყობა სურთ? მაგრამ ურწმუნოებს მათი ხრიკი მათვე დაუბრუნდებათ.
43თუ მათ ალლაჰის გარდა სხვა ღმერთი ჰყავთ? განდიდებულია ალლაჰი ყოველივეზე, რასაც მას [ურწმუნოები] მიაწერენ!
44და თუ ისინი იხილავენ (უზარმაზარ) ნატეხს, რომელიც ციდან (მათ დასასჯელად) ჩამოვარდება, იტყვიან: "(ეს მხოლოდ) ერთმანეთზე შექუჩებული ღრუბლებია!"
45დატოვე ისინი (ო, შუამავალო) იმ დღემდე, როდესაც მათ თავს დაატყდებათ (ელვის დარტყმასავით) [სიკვდილის დღე].
46იმ დღეს, როცა ვერაფერს არგებთ მათ მათივე ხრიკი და არც შეწევნა ექნებათ.
47და უეჭველად, უსამართლოთათვის არის სასჯელი ამის გარდა, მაგრამ მათმა უმრავლესობამ არ უწყის.
48და მოითმინე (ო, მუჰამმად) შენი უფლის გადაწყვეტილებამდე! რადგან, ჭეშმარიტად, შენ ჩვენს თვალწინ ხარ [ჩვენ მუდამ გხედავთ და გიცავთ მათგან შენზე მოწყობილი მზაკვრული გეგმებისგან]. და განადიდე შენი უფალი, მისი ქებით (ყოველთვის) როდესაც შენ წამოდგები!
49და განადიდე იგი [ალლაჰი] ღამის ერთ-ერთ ნაწილში და როდესაც ვარსკვლავები გაქრებიან (განთიადზე).