الحج
The Pilgrimage • 78 ayahs • Medinan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ო, ადამიანებო! გეშინოდეთ თქვენი უფლის [ირწმუნეთ, შეასრულეთ მისი ბრძანებები და განერიდეთ იმას, რაც მან აგიკრძალათ]! უდავოდ, აღსასრულის ჟამის რყევა — უდიდესი რამაა [გონებისთვის მიუწვდომელი და ძნელად წარმოსადგენი]!
2იმ დღეს, როცა იხილავთ მას [აღსასრულის ჟამის დადგომას], ყოველი მეძუძური ქალი დაივიწყებს ბავშვს, რომელსაც ძუძუს აძლევდა, და ყოველი მუცლადმყოფი ქალი მოიშვებს თავის ტვირთს [მშობიარობას დაიწყებს]. და შენ იხილავ ადამიანებს მთვრალებივით, თუმცა ისინი მთვრალნი არ არიან — არამედ ალლაჰის სასჯელი ძლიერია (რის გამოც მათ გონება ეკარგებათ შიშისგან).
3ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ალლაჰთან დაკავშირებით დავობენ ცოდნის გარეშე [მიაწერენ მას არარსებულს] და მიჰყვებიან ყოველ აჯანყებულ ეშმაკს [წინამძღოლებს ცდომილებისა, რომლებიც აჯანყდნენ ალლაჰის წინააღმდეგ].
4წინასწარ განსაზღვრულია [ალლაჰის მიერ] მის [ეშმაკის] შესახებ, რომ ვინც აირჩევს მას ახლობლად [გაჰყვება მას], ის [ეშმაკი] აუბნევს მას გზას და მიიყვანს ჯოჯოხეთის ცეცხლის სასჯელამდე.
5ო, ადამიანებო! თუ გეპარებათ ეჭვი აღდგომის შესახებ [იმაში, რომ ალლაჰი აღადგენს მკვდრებს], მაშ, იცოდეთ, რომ ნამდვილად ჩვენ შეგქმენით თქვენ [თქვენი მამა ადამი] მიწისაგან, შემდეგ კი [მისი შთამომავლობა] წვეთისგან [ნაყოფის წვეთოვანი სითხისგან], შემდეგ შედედებული სისხლისგან, შემდეგ ხორცის ნაჭრისგან — სრულად ფორმირებულის ან დაუმთავრებელი ნაყოფისგან — რათა განგიმარტოთ [ჩვენი ძალმოსილება და ადამიანის შექმნის ეტაპები]. ჩვენ [და არა ვინმე სხვა] ვდებთ [ნაყოფს] საშვილისნოში, ვისაც გვსურს, განსაზღვრულ ვადამდე [დაბადებამდე]. შემდეგ გამოგვყავხართ დედის საშვილისნოდან ჩვილებად. შემდეგ მიდიხართ სრულწლოვანებამდე. თქვენგან არიან ისეთები, ვინც გარდაიცვლებიან [სრულწლოვნამდე], და თქვენგან არიან ისეთებიც, ვინც იცოცხლებენ უკიდურეს სიბერემდე, ისე რომ არ დარჩებათ ცოდნა [იმისგან, რაც ადრე იცოდნენ]. და ხედავ მიწას უსიცოცხლოდ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვავლენთ მასზე წყალს, იგი იძვრის [იმით, რომ მასზე აღმოცენდება მცენარეები], ფუვდება და ამოიზრდება მასზე ყოველგვარი მშვენიერი [და სასარგებლო] წყვილი [მცენარეებისა].
6ეს [აიათები, რომლებიც ალლაჰის ძლიერებას ეხება] მოწმობს იმაზე, რომ მხოლოდ ალლაჰია ჭეშმარიტი [ის არის არსებობით ჭეშმარიტი, არ იცვლება და არ ქრება], და რომ მხოლოდ ის აცოცხლებს მკვდრებს, და მხოლოდ მას შესწევს ძალა ყოველივეზე.
7და რომ აღსასრულის ჟამი აუცილებლად დადგება — რომელშიც არ არსებობს ეჭვი! — და რომ ალლაჰი აღადგენს მათ, ვინც საფლავებშია [გამოიყვანს მათ აღდგომისთვის, ანგარიშისა და საზღაურისთვის].
8ადამიანებს შორის არის ისეთნიც [ურწმუნო], ვინც დავობს ალლაჰზე [მის არსებაზე, მის მიერ არჩეულ მაცნესა და წიგნის გარდამოცემაზე] ყოველგვარი ცოდნის გარეშე, ყოველგვარი [გზისმაჩვენებელი] ხელმძღვანელობის გარეშე და ყოველგვარი გამანათლებელი წიგნის გარეშე [რომელშიც იქნებოდა ცხადი მტკიცებულებები].
9იგი ამაყად იბრუნებს გვერდს [სიამაყისა და ქედმაღლობის გამო], რათა აცდუნოს სხვა ადამიანები ალლაჰის გზიდან [შეაჩეროს ისინი ისლამის მიღებისა და მორჩილებისგან]. მისთვის ამ წუთისოფელში დამცირებაა, ხოლო აღდგომის დღეს ვაგემებთ მას მწველი ცეცხლის სასჯელს.
10ეს [სასჯელი] იმის გამო, რაც გაამზადეს შენმა ხელებმა [ურწმუნოება და ურჩობა], და ალლაჰი არ არის უსამართლო მსახურთა მიმართ.
11ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ეთაყვანება ალლაჰს, მაგრამ ცვალებადი არიან. თუკი სიკეთე ეწევათ, კმაყოფილნი არიან ამით, ხოლო თუ განსაცდელი ეწევათ, უკან იხევენ. წაგებულნი არიან ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც და, სწორედ ეს არის აშკარა წაგება
12უხმობენ ალლაჰის გარდა იმას, რაც არც ზიანს მოუტანთ და არც სარგებელს მისცემთ. სწორედ ეს არის შორი გზააბნევა
13მოუხმობენ იმას, ვისაც ზიანი მოაქვს, და არ მოაქვს სარგებელი. უეჭველად, ცუდია ასეთი მფარველი [ცრუ ღმერთი], და უეჭველად, ცუდია ასეთი მეგობარი!
14ჭეშმარიტად, ალლაჰი შეიყვანს მათ, ვინც ირწმუნეს და კეთილ საქმეს აღასრულებდნენ, [სამოთხის] ბაღებში, სადაც მის ქვემოთ [სამოთხის სასახლეებსა და ხეებთა ქვემოთ] მიედინება მდინარეები. ჭეშმარიტად, ალლაჰი აკეთებს იმას, რასაც ინებებს.
15ვინც ფიქრობს, რომ ალლაჰი არ ეხმარება [მუჰამმადს] სააქაოსა და საიქიოში, მაშინ მიაბას თოკი ზეცას, მერე გადაჭრას და შეხედოს გააბათილებს განა მისი ხრიკი იმას, რამაც გამოიწვია [ალლაჰის] რისხვა
16და ამგვარად ზეგარდმოვავლინეთ იგი [ყურანი] განმარტებულ აიათებად, და [მხოლოდ] ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე იმას, ვისაც ინებებს
17ჭეშმარიტად, ისინი, რომელთაც ირწმუნეს [მორწმუნენი], ვინც იუდეველი გახდა, საბიელები [ისინი, ვინც ბუნებით მონოთეისტები არიან და არ მისდევენ განსაზღვრულ რელიგიას], ქრისტიანები, ცეცხლთაყვანისმცემლები და ისინი, რომლებმაც ალლაჰს თანაზიარი დაუდგინეს [მრავალღმერთიანები] და ალლაჰი განაცალკევებს მათ შორის აღდგომის დღეს [რათა მორწმუნენი შევიდნენ სამოთხეში, ხოლო ურწმუნონი ჯოჯოხეთში სამუდამოდ]. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყველაფრის მოწმეა [იცის ყველაფერი და არ ავიწყდება არაფერი] [და ის ყველას მიუზღავს მის ქმედებათა შესაბამისად].
18ნუთუ ვერ ხედავ [ო, შუამავალო], რომ ალლაჰის წინაშე ქედს იხრიან ისინი, ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა: მზე, მთვარე, ვარსკვლავები, მთები, ხეები, ცხოველები, ადამიანები. ხოლო მრავალი მათგანი [ურწმუნონი] სასჯელის ღირსია. არავინ მიაგებს პატივს იმას, ვისაც ალლაჰი დაამცირებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს!
19აჰა ორი მოკამათე მხარე [მორწმუნენი და ურწმუნონი], რომლებიც კამათობენ თავიანთი ღმერთის თაობაზე იმათთვის [თითოეული მხარე ამტკიცებდა, რომ სწორედ ის იყო მართალი], რომელნიც ურწმუნონი გახდნენ, ცეცხლისაგან გამოუჭრიან ტანსაცმელს [რომელსაც ისინი ჩაიცვამენ], ხოლო თავზე მდუღარეს დაასხამენ.
20მისით დაიბუგება მათი შიგნეული და კანი
21და მათთვისაა [ურწმუნოთათვის] გამზადებული რკინის ხელკეტები [რომლებითაც სცემენ ანგელოზები]
22ყოველთვის, როცა კი მოუნდებათ იქიდან თავის დაღწევა [ჯოჯოხეთიდან], დაბრუნებულ იქნებიან მასში: - იგემეთ ტანჯვა მწველი ცეცხლისა
23ჭეშმარიტად, ალლაჰი შეიყვანს იმათ, რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, სამოთხეში, რომლის ქვემოთ მდინარეები მოედინებიან. დაიმშვენებენ იქ ოქროს სამკაულებსა და მარგალიტებს, სამოსად კი ექნებათ აბრეშუმი
24ასწავლეს მათ კეთილი სიტყვები და დააყენეს ყოვლადქებულის გზაზე[ისლამის გზაზე]!
25ჭეშმარიტად, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი და სხვებსაც აბრკოლებდნენ ალლაჰის გზიდან [მისდამი სრული მორჩილებისგან] და წმინდა აკრძალული მეჩეთისგან [როდესაც არ შეუშვეს შუამავალი და მორწმუნენი ჰუდაიბიის წელს] რომელიც ჩვენ დავადგინეთ [მორწმუნე] ხალხისათვის თანასწორად განურჩევლად იმისა, მასში ცხოვრობენ ისინი იქ თუ მომთაბარეობენ. და ვინც მოისურვებს იქ [აკრძალულ მეჩეთში] მართალი გზისგან განდგომას უსამართლოდ [ალლაჰზე ურჩობით], ჩვენ ვაგემოვნებთ მას მტკივნეულ სასჯელს.
26და [გაიხსენენ] [ო, შუამავალო] მივუთითეთ [ვაჩვენეთ] იბრაჰიმს სახლის [ქააბას] ადგილი [რათა აეშენებინა იგი] : არ დამიდგინო არავინ თანაზიარად [სხვა ცრუ ღვთაებები] და წმინდად შეინახე ჩემი სახლი [ურწმუნოებისგან, ბიდ‘ათისგან და მრავალღმერთიანთა სიბინძურისგან] გარსშემომვლელთათვის [ვინც ტავაფს აღასრულებს], [ლოცვაში] მდგომთათვის, თაყვანისმცემელთა და მუხლმოყრილთათვის
27და აუწყე [ხმამაღლა] ხალხს [ო,იბრაჰიმ] ჰაჯის შესახებ [იმის შესახებ, რომ ის სავალდებულოა]. მოვიდნენ შენთან ფეხითა და ჩქარმავალი აქლემებით, მოვლენ ყოველი შორეული მხრიდან.
28რათა დაესწრონ იმას, რაც სარგებელს მოუტანს მათ [როგორიცაა ცოდვების მიტევება, მორჩილებისთვისა და რიტუალების შესრულებისთვის ჯილდო, ვაჭრობით სარგებლის მიღება მუსლიმთა გამაერთებელი სიტყვის თქმა და სხვა], და ახსენონ ალლაჰის სახელი ცნობილ დღეებში [ზულ-ჰიჯჯას მეათე დღეს და მის შემდეგ თაშრიყის დღეებში — მე-11, მე-12 და მე-13 რიცხვებში], იმ პირუტყვზე, რომელიც ალლაჰმა უბოძა მათ საზრდოდ [მსხვერპლად შესაწირი პირუტყვი]. ჭამეთ თქვენ [თვითონ] და დააპურეთ გაჭირვებული ღარიბი
29მერე კი დაასრულონ მათი დანარჩენი[ჰაჯობის] რიტუალები [ და შეიჭრან თმა, მოიჭრან ფრჩხილები და დატოვონ იჰრამის მდგომარეობა], უერთგულონ აღთქმას [რომლებიც მისცეს მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებით ან ჰაჯობასთან ან უმრასთან დაკავშირებით დადებული აღთქმა] და შემოუარონ [აღასრულონ ტავაფი] უძველეს სახლს [ქააბას].
30ეს [იჰრამიდან გამოსვლა, აღთქმების შესრულება და ტავაფი ქააბას გარშემო] არის ის, რაც ალლაჰმა დააწესა, ამიტომ მოეპყარით ამას პატივისცემით [ვინც აღასრულებს ალლაჰის მიერ დადგენილ რიტუალებს მხოლოდ მის მიმართ გულწრფელად და საუკეთესო ფორმით] ამგვარად... ვინც განადიდებს ალლაჰის სიწმინდეებს, ეს მისთვისაა სასიკეთო თავისი ღმერთის წინაშე [ამ ქვეყნადაც და მარადიულ ცხოვრებაში]. და ნებადართულია თქვენთვის საქონელი, იმის გარდა [აკრძალულისა], რაც ჩამოგეთვლებათ. მოერიდეთ კერპთა სიბილწეს და მოერიდეთ ცრუ სიტყვას [როგორიცაა ალლაჰზე ტყუილი, მრავალღმერთიანობა და ცრუ მოწმობა]
31დარჩით ჰანიფებად (ერთღმერთიანებად) ალლაჰის მიმართ [ისინი ასრულებენ რელიგიურ წესებსა და კეთილ საქმეებს მხოლოდ ალლაჰის გულისათვის, არ უდგენენ მას თანაზიარს და არ სცემენ თაყვანს არავის, გარდა ალლაჰისა.] და არავინ დაუდგინოთ მას თანაზიარად. ის, ვინც, ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს [სჩადის მრავალღმერთიანობას], შეიქნება ციდან დანარცხებულის მსგავსი, რომელსაც ჩიტები წარიტაცებენ, ანდა უკაცრიელ ადგილას ქარწაღებულის მსგავსი!
32[ეს არის ის, რაც ბრძანა ალლაჰმა] ამგვარად. ვინც განადიდებს ალლაჰის ნიშნებს [რიტუალებს, რომელიც დაადგინა ალლაჰმა], ეს გულთა ღვთისმოშიშებისგანაა [ეს არის ნიშანი იმ გულწრფელი ადამიანებისა, რომლებსაც ეშინიათ ალლაჰის სასჯელის].
33თქვენთვის მათში [მსხვერპლად განკუთვნილ ცხოველებში] არის სარგებელი [შესაძლებელია მათი ბეწვის, რძის გამოყენება ან გადაადგილებისთვის გამოყენება] განსაზღვრულ ვადამდე [ანუ მსხვერპლშეწირვის ათ-თაშრიყის დღეებში], ხოლო შემდეგ მათი დაკვლის ადგილი არის ძველი სახლის [ქააბას] მახლობლად [ანუ მთელი წმინდა ტერიტორია]
34და ყოველ [წინა] თემისთვის ჩვენ დავადგინეთ მსხვერპლშეწირვის ადგილი და რიტუალი, რათა მათ ახსენონ ალლაჰის სახელი იმაზე, რა პირუტყვიც უბოძა სარჩოდ. თქვენი ღმერთი კი [ო, ადამიანნო] ერთადერთი ღმერთია. ამიტომ დაემორჩილეთ მას [სრულად გულითაც და სხეულითაც]. ხოლო შენ [ო, შუამავალო] ახარე მორჩილთ [რომლებსაც ამ ქვეყნადაც და მარადიულ ცხოვრებაშიც სიკეთე ელით].
35[და ასეთი მორჩილები არიან მხოლოდ] ისინი, რომელთაც, როცა ახსენებენ ალლაჰს, გულები შიშით ეკრთებათ [ისინი ასრულებენ ალლაჰის ბრძანებებს და თავს იკავებენ აკრძალულისგან], მოთმინებას იჩენენ (ალლაჰის ჯილდოს იმედით), ასრულებენ ლოცვებს [სავალდებულო] [დროულად, მორჩილებით], და იმიდან, რაც ჩვენ მივანიჭეთ მათ [დაშვებული ქონებიდან], ხარჯავენ [ალლაჰის გზაზე როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფლობით მოწყალებას]
36და მსხვერპლად შესაწირი ცხოველები [რომლებსაც წმინდა ტერიტორიაზე მიედენებიან] ჩვენ გავხადეთ თქვენთვის ალლაჰის ნიშნებათაგანი [რელიგიური წესთაგანი, რომლებიც მან დაადგინა]. თქვენთვის [ო, ალლაჰის კმაყოფილების მაძიებელნო] მათში სიკეთეა [თქვენ თვითონაც ჭამთ, მოწყალებასაც გასცემთ და საიქიოში ამისთვის ჯილდოს მიიღებთ]. ამიტომ ახსენეთ ალლაჰის სახელი მათზე, [როცა დაკლავთ]. [რაც შეეხება აქლემებს, ისინი ფეცზე ბორკილ დაფებული] მდგომარე მდგომარეობაში, ხოლო როცა დაეცემიან მხარით [ როცა დაკლავთ მათ], ჭამეთ მათგან [ვინც თვითონ დაკლა], დააპურეთ თავშეკავებული [რომელიც არ ითხოვს] და მორცხვად მთხოვნელი. ასე დაგიმორჩილეთ ისინი თქვენ [შესაწირი ცხოველნი], რათა მადლიერნი ყოფილიყავით [ალლაჰის მიმართ].
37ალლაჰამდე [მის წინაშე] არ აღწევს არც მათი [მსხვერპლშეწირული ცხოველების] ხორცი და არც მათი სისხლი, არამედ მასთან აღწევს თქვენი ღვთისმოშიშობა [ანუ თქვენი გულწრფელი ზრახვა ამ მსხვერპლშეწირვით მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილება მოიპოვოთ, მისი ბრძანება შეასრულოთ და აირიდოთ ის, რაც მან აკრძალა]. ასე დაგიმორჩილათ ისინი [ეს ცხოველები], რათა ალლაჰი განდიდოთ იმ ხელმძღვანელობისთვის, რომლითაც მან გაჩვენათ ჭეშმარიტი გზა. ხოლო შენ [ო, შუამავალო] ახარე გულწრფელ კეთილისმყოფელებს [ვინც გულწრფელია ალლაჰის წინაშე და სიკეთეს უკეთებს მის ქმნილებებს], [რომ ისინი დაიმსახურებენ კეთილ შედეგს და წარმატებას].
38ჭეშმარიტად, ალლაჰი იცავს მორწმუნეებს [ურწმუნოთა ბოროტებისგან და ხრიკებისგან, ავ ხერხებს მათ ჩანაფიქრებს და გეხმარებათ მათ წინააღმდეგ]! ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს არცერთი მოღალატე [ვინც არღვევს შეთანხმებებს და ვერ ინახავს მინდობილს] და უმადური [ვინც უარყოფს თავის უფალს, მის წიგნს, მოციქულს და მის სიკეთეებს]
39ნებადართულია ბრძოლა მათთვის, ვისთანაც იბრძვიან [ანუ ნებადართულია მორწმუნეთათვის, ვის წინააღმდეგაც იბრძვიან მრავალღმერთიანნი], [ასევე იბრძვიან] რადგან ისინი დაჩაგრულნი იყვნენ [მათი უფლებები შელახეს] ნამდვილად, ალლაჰს უეჭველად ძალუძს მათი დახმარება
40ისინი უსამართლოდ გამოაძევეს საცხოვრებლებიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ამბობდნენ: „ჩვენი ღმერთი ალლაჰიაო!“ ალლაჰს რომ არ მიეცა ნება ხალხისთვის, თავი დაეცვათ ერთმანეთისგან, დაინგრეოდა მონასტრები, საყდრები, სინაგოგები და მეჩეთები, რომლებშიც მრავლად იხსენიება ალლაჰის სახელი. ალლაჰი შეეწევა იმათ, ვინც მის სარწმუნოებას ეხმარება. ალლაჰი ძლევამოსილი, ყოვლისშემძლეა. ისინი, ვინც გაძევებულნი იქნენ [მრავალღმერთიანების მიერ] საკუთარი სახლებიდან ყოველგვარი უფლების გარეშე [გაუმართლებლად], მხოლოდ იმის გამო, რომ თქვეს: ჩვენი უფალი ალლაჰია. და რომ ალლაჰი არ იცავდეს ხალხს ერთთი - მეორეთაგან [ანუ რომ არ დაეყენებინა ბრძოლის კანონი უსამართლობისა და სიცრუის შესაჩერებლად], დაინგრეოდა მონასტრებიც, ეკლსიებიც [ქრისტიანების], სინაგოგებიც [იუდეველთა] და მეჩეთებიც [ ნამდვილ მორწმუნეთა], რომლებშიც მრავლად იხსენიებენ ალლაჰის სახელს. და უეჭველად, ალლაჰი შეეწევა მას, ვინც მას ეხმარება [მის სარწმუნოებასა და მორწმუნე მსახურებს], ჭეშმაიტად, ალლაჰი ყოვლად ძლიერია და ყოვლისშემძლეა
41იმათ, რომელთაც ვუბოძებთ ბატონობას ქვეყანაზე, ასრულებენ [სავალდებულო] ლოცვას [წესისამებრ], გასცემენ ზექათს [ვისაც ეკუთვნის], უბრძანებენ კეთილის ქმნას [იგულისხმება ყველაფერი, რაც ალლაჰმა უბრძანა მის მიმართ და მისი მსახურების მიმართ] და კრძალავენ ბოროტებას [რისი აკრძალვაც ალლაჰმა ბრძანა თავადაც და თავისი მოციქულის მეშვეობითაც]. საქმეთა დასასრული ალლაჰის ხელშია [ის თავად განსჯის ქმნილებებს და ყველას მიუზღავს სათანადოდ]
42ხოლო თუ ისინი [შენი ხალხი] ცრუდ შეგრაცხავენ [ო, მუჰამმად], მაშინ მათ წინაც შერაცხვეს ცრუდ [თავიანთი შუამავალები] ნუჰის/ნოეს ხალხმა, ადიანელებმა [ჰუდის ხალხმა] და სამუდიანელებმა [სალიჰის ხალხმა]
43იბრაჰიმის ხალხმა და ლუტის ხალხმა უარყვეს [თავიანთი შუამავლები]
44და მადიანის მცხოვრებლებმაც [შუაიბის ხალხმა] უარყვეს [შუამავლები], და მუსაც იქნა ცრუდ შერაცხული. მე კი ვაძლევდი ურწმუნოებს ვადას [არ ვსჯიდი მათ მყისიერად], შემდეგ კი დავატეხე მათ სასჯელი. და როგორი იყო ჩემი რისხვა!
45და რამდენი სოფელი [მისი მკვიდრნი] გავანადგურეთ [როცა სასჯელი მოვუვლინე მათ], როცა ისინი იყვნენ ბოროტმოქმედნი [ურწმუნონი]! და აი, ისინი [ეს ქალაქები და სოფლები] [ახლა] დანგრეულნი არიან ძირფესვიანად [და აღარავინ ცხოვრობს მათში]! და რამდენი წყარო და აღმართული სასახლეა მიტოვებული [იმ სოფლების მკვიდრთა დაღუპვის გამო]
46განა არ დაეხეტებოდნენ ისინი [ურწმუნო მექქელები და სხვანი] დედამიწაზე [განა არ ყოფილან იემენსა და შამში]? განა არ ჰქონდათ გულები, რომლითაც დაფიქრდებოდნენ [როცა ხედავდნენ დაღუპულ ხალხთა კვალს]? ან ყურები, რომლითაც მოუსმენდნენ [შეტყობინებებს წარსული ხალხების შესახებ, ვინც ურწმუნოება გამოიჩინა]? ნამდვილად, არ ბრმავდება თვალები, არამედ ბრმავდება გულები, რომლებიც მკერდებშია. [ნამდვილი სიბრმავე ესაა გულის სიბრმავე, როცა ადამიანი ვერ აცნობიერებს ჭეშმარიტებას.]
47და ისინი [ურწმუნო ყურაიშები] გიჩქარებენ სასჯელს [ო, შუამავალო] [გეკითხებიან: „როდის დადგება ეს სასჯელი ურწმუნოების გამო?], მაგრამ ალლაჰი არ არღვევს თავის აღთქმას [სასჯელი უეჭველად დადგება]. ჭეშმარიტად, შენს უფალთან ერთი დღე [ ტანჯვა-წამებისა მარადიულ ცხოვრებაში] არის როგორც ათასი წელი იმათგან, რასაც თქვენ ითვლით [ამ ქვეყანაზე]
48და რამდენ სოფელს [მის მცხოვრებთ] მივეცი ვადა [გადავუვადე სასჯელი], მაშინაც კი, როცა ისინი ბოროტმოქმედნი იყვნენ [ურწმუნოებაში ჯიუტობდნენ]! შემდეგ კი დავატეხე მათ სასჯელი [ამ ქვეყნად], და ჩემსკენაა [არა სხვისკენ] საბოლოო დაბრუნება [განკითხვის დღეს], [როცა თითოეული მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა].
49უთხარი [ო, შუამავალო]: ჰეი, ადამიანებო! ნამდვილად, მე ვარ თქვენთვის ცხადი შემგონებელი [რომელიც გაწვდით ალლაჰის გზავნილს]
50რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე აკეთეს, მათ [ალლაჰისგან] მიენიჭებათ მიტევება და ღირსეული საზღაური [სამოთხე]
51ისინი კი, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენი სასწაულების [ყურანის აიათების] დაკნინებას [ხალხის გაშორებას ალლაჰის სიტყვებისგან], იქნებიან ცეცხლის მკვიდრნი.
52არ წარგვიგზავნია შენამდე არც ერთი შუამავალი [ო, მუჰამმად] ან წინასწარმეტყველი, რომ ეშმაკს არ დაერთო თავისი მის წაკითხულში[რათა მსმენელში ეჭვი გაჩნდეს ყურანის მიმართ]. ალლაჰი გააუქმებს იმას, რასაც ეშმაკი დაურთავს. მერე ალლაჰი განამტკიცებს თავის სასწაულებს, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია!
53[და ეს არ ხდება თავად ეშმაკისგან არამედ ალლაჰი აძლევს ამის ნებას] იგი გადააქცევს იმას, რასაც ეშმაკი აგებს, საცდუნებლად მათთვის, რომელთა გულებშიც სნეულებაა და რომელთა გულებიც სასტიკია. უსამართლონი შორეულ განხეთქილებაში არიან [ჭეშამრიტებიდან და მტრობაში არიან მასთან].
54[ეს ხდება იმისათვის, რომ] იცოდნენ იმათ, რომელთაც ებოძათ ცოდნა, რომ იგი ჭეშმარიტებაა შენი ღმერთისაგან, ირწმუნონ მისი და დამორჩილდნენ მას მათი გულები. ჭეშმარიტად, ალლაჰი უწინამძღვრებს სწორი გზით იმათ, ვინც ირწმუნა [ეს რწმენა და ეს მორჩილება მომდინარეობს მხოლოდ ალლაჰის წყალობითა და დახმარებით].
55ხოლო ისინი, ვინც არიან ურწმუნონი, კვლავ ეჭვში იქნებიან მის მიმართ, ვიდრე დაუდგებათ ჟამი უეცრად, ანდა მიეწევათ სასჯელი იმ უნაყოფო დღისა [სასჯელის] [სასამართლო] დღის უნაყოფობა, რადგან მის შემდეგ აღარ არსებობს სხვა დღეები].
56ძალაუფლება იმ დღეს მხოლოდ ალლაჰის იქნება, განსჯის მათ შორის [მორწმუნეებს და ურწმუნოებს] და ისინი, ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთეს, დამკვიდრდებიან[მარადიულად] სამოთხის ბაღებში
57ხოლო რომელთაც არ ირწმუნეს და ცრუდ შერაცხეს ჩვენი სასწაულები [ყურანის აიათები], სწორედ მათ მიეგებათ დამამცირებელი სასჯელი [ჯოჯოხეთში].
58ისინი, რომელნიც გადასახლდნენ ალლაჰის გზაზე [დატოვეს თავიანთი სახლები, რათა მოეპოვებინათ ალლაჰის კმაყოფილება და დახმარებოდნენ მისი სიტყვის დამკვიდრებაში], მერე მოკლულ იქნენ ან გარდაიცვალნენ, დაასაჩუქრებს მათ ალლაჰი კეთილი სარჩოთი და, ჭეშმარიტად, ალლაჰია საუკეთესო სარჩოს მომცემი
59ის [ალლაჰი] უსათუოდ შეიყვანს მათ შესასვლელში, რომლითაც კმაყოფილნი იქნებიან და, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე თავშეკავებულია [არ ჩქარობს დასაჯოს ისინი, ვინც არ ემორჩილება მას]
60აი ასე [ალლაჰის სიტყვები იმაზე, რომ გადასახლებული ადამიანები შეყვანილნი იქნებიან სამოთხეში, გახსოვდეთ ეს]. ხოლო ვინც დასაჯა იმის მსგავსით, რითაც დაისაჯა, და მერე უსამართლოდ მოექცნენ, ალლაჰი უსათუოდ შეეწევა მას [ორჯერ ჩაგრულს]. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობი, მიმტევებელია
61[ის, რომ ალლაჰი დაეხმარება ჩაგრულს] ეს იმის გამო, რომ ალლაჰი [ყოვლის შემძლეა] შეჰყავს ღამე დღეში და შეჰყავს დღე ღამეში. და ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმხედველია
62[ზემოთ ხსენებული ალლაჰის ყოვლისშემძლეობა, მისი ყოვლისცოდნეობა და მისი დახმარება თავის მორწმუნე მომხრეებზე] ეს იმის გამო, რომ ჭეშმარიტება ალლაჰია. ხოლო ის, რასაც მოუხმობენ [მრავალღმერთიანები] მის გარდა სიცრუეა [ბათილია], და იმიტომ, რომ ალლაჰი უზენაესია, დიდებულია
63[ო, შუამავალო] განა ვერ ხედავ [ნუთუ არ იცი], რომ ალლაჰი გარდმოავლენს ზეციცან წყალს და მიწა მწვანდება? ჭეშმარიტად, ალლაჰი კეთილია [თავისი მონების მიმართ], ყოვლისმცოდნეა.
64მისია [ყველაფერი], რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. და ჭეშმარიტად, ალლაჰი მდიდარი, ყოვლადქებულია
65განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰმა დაგიმორჩილათ თქვენ ყოველი, რაც დედამიწაზეა, და ხომალდებიც რომლებიც დაცურავენ ზღვაში მისი ბრძანებით, და იჭერს ზეცას, რომ არ დაემხოს ის დედამიწას, მისი ნების გარეშე. ჭეშმარიტად, ალლაჰი ადამიანების მიმართ თანაგრძნობი და მოწყალეა
66ისაა ალლაჰი, ვინც გიბოძათ სიცოცხლე, შემდეგ მოგაკვდინებთ, შემდგომ ისევ გაგაცოცხლებთ. ჭეშმარიტად ადამიანი ურწმუნოა [უარყოფს ალლაჰის ცხად სასწაულებს, რომლებიც მიუთითებს მის ძლიერებაზე].
67ყოველ [წინათ მყოფ] თემს დავუდგინეთ ღვთისმსახურების წესები და ისინი ასრულებენ ამას. და არ გეკამათონ ამ საქმეზე. მოუხმე შენი ღმერთისაკენ. ჭეშმარიტად, შენ [ო, მუჰამმად] დგახარ სწორ გზაზე
68და თუ [ო,შუამავალო] შეგედავებიან [ურწმუნონი], უთხარი [მათ]: ალლაჰმა ყველაზე უკეთ იცის ის, რასაც აკეთებთ
69ალლაჰი განსჯის თქვენს შორის [მორწმუნეებსა და ურწმუნოებს შორის] აღდგომის დღეს იმას, რაზედაც ვერ თანხმდებოდით
70განა არ იცი [ო, შუამავალო], რომ ალლაჰმა იცის, ის რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. ჭეშმარიტად, [ყველაფერი] ჩაწერილია წიგნში [ლავჰი - მავფუზში]. ჭეშმარიტად ეს ალლაჰისთვის იოლია
71ისინი [მრავალღმერთიანები] ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა იმას, ვისთვისაც მას მტკიცებულება არ ზეგარდმოუვლენია და არც მათ აქვთ ამის შესახებ ცოდნა. უსამართლოებს კი არ ჰყავთ დამხმარე [რომ დაიფარონ ალლაჰის სასჯელისგან].
72და როცა მათ [მრავალღმერთიანებს] ეკითხებათ ჩვენი ნათელი აიათები [ყურანიდან], დაინახავ უარყოფას იმათ სახეზე, რომლებიც ურწმუნონი არიან.. ლამისაა, თავს დაესხნენ იმას, ვინც ჩვენს აიათებს უკითხავთ. უთხარი მათ [ო, შუამავალო]: ხომ არ მეცნობებინა თქვენთვის ამაზე უფრო საშინელი? ეს ცეცხლია! - აღუთქვა ის ალლაჰმა იმათ, ვინც არიან ურწმუნონი და რა ავია ეს თავშესაფარი
73ჰეი ადამიანებო! მაგალითისთვისაა იგავი, მაშ მოუსმინეთ. ჭეშმარიტად, რომელთაც თქვენ მოუხმობთ, ალლაჰის გარდა, ვერ შექმნიან [ერთ] ბუზსაც კი, რომც გაერთიანდენ [ცრუ ღვთაებები] ამისათვის. თუ ბუზი რაიმეს მოსტაცებს მათ, ვერ წაართმევენ უკან. სუსტია ის, ვინც ითხოვს, და ისიც, ვისაც სთხოვენ
74არ აფასებენ [მრავალღმერიანები] ალლაჰს ჯეროვნად. ალლაჰი კი ყოვლადძლიერი, ძლევამოსილია
75ალლაჰმა ამოარჩია ანგელოზთაგან შუამავლები [რომლებსაც უგზავნის თავის წინასწარმეტყველებს] და ხალხისაგან [რომლებიც გადასცემენ ალლაჰის ზეშთაგონებას სხვა ადამიანებს]. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია
76მან იცის [ყველაფერი] მათი წარსული და მომავალი და საქმენი ალლაჰთან იქნება დაბრუნებული
77ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, წელში მოიხარეთ, სეჯდე აღასრულეთ და თაყვანი ეცით [მხოლოდ] თქვენს ღმერთს [ალლაჰს] და სიკეთე აკეთეთ, რათა ეგების, ნეტარ იქმნეთ
78გაისარჯეთ ალლაჰისთვის სათანადო ბრძოლით [გაიღეთ მთელი თქვენი ძალა მის გზაზე, მხოლოდ მისთვის] მან ამოგარჩიათ და არ დაუდგენია თქვენთვის არანაირი სირთულე სარწმუნოებაში. ეს მამათქვენის, იბრაჰიმის რელიგიაა. მან [ალლაჰმა] გიწოდათ თქვენ მუსლიმები უწინ და ამა წიგნში, რათა იყოს შუამავალი მოწმედ თქვენდა, თქვენ კი მოწმენი იყოთ ხალხისა. დადექით ლოცვად, გაეცით ზექათი და მტკიცედ ჩაეჭიდეთ ალლაჰს [დაიცავით ის რწმენა, რომელიც მან მოგცათ]. იგია თქვენი მფარველი. რა მშვენიერი მფარველია! რა მშვენიერი დამხმარე