الأنبياء
The Prophets • 112 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1მოუახლოვდა ადამიანებს ანგარიშსწორების [საათი] [ყველა ჩადენილი საქმისთვის] [სასჯელის დღე], ისინი [ურწმუნონი] კი უგულისხმობაში არიან და ურჩობენ [თითქოს არც კი ფიქრობდნენ იმაზე, რაც მათ შეიძლება შეემთხვეთ სასჯელის დღეს], და [თავს არიდებდნენ ანგარიშის დღის გახსენებას]
2როდესაც მათ (ურწმუნოებს) მოსდით ახალი შეგონება მათი უფლისგან [როცა მოჰყავთ ყურანის აიათი], ისინი უსმენენ მას მხოლოდ გულგრილად, დასაცინად
3მათი გულები უგრძნობია [ყურანის მიმართ უყურადღებო], საიდუმლოდ ჩურჩულებენ ისინი [ურწმუნონი], ვინც არიან უსამართლონი: განა ეს ისეთივე ადამიანი არ არის [რომელიც ამტკიცებს, რომ ის არის ალლაჰის მონა და ალლაჰის მოციქული], როგორიც თქვენ [ადამიანია და არა ანგელოზი]? განა თქვენ აჰყვებით ჯადოქრობას, მაშინ, როცა ხედავთ [იცით, რომ ეს ჯადოქრობაა]?!
4თქვა [შუამავალმა მუჰამმადმა]: ჩემმა ღმერთმა იცის სიტყვა ცაში და მიწაზე [და ის იცის, რაზეც ფარულად საუბრობთ] და იგი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა.
5თქვეს [ურწმუნოებმა][ყურანის უარმყოფლებმა]: ეს აღრეული [არეული] სიზმრებია. დიახ, მან [მუჰამმადმა] შეთხზა, დიახ, იგი პოეტია. დაე მოგვიტანოს სასწაული [რომლითაც ჩვენ გვექნებოდა შესაძლებელი დაგვენახა] [სასწაული, როგორიც იყო შუამავალი სალიჰის აქლემი ან მუსას ჯოხი], ისევე როგორც უწინ წარმოგზავნილები მოდიოდნენ [ადრე შუამავლები]
6არ ირწმუნა მათზე უწინ [მექქას მრავალღმერთიანებამდე] ერთ დასახლებამაც კი [იმ დასახლების მცხოვრებმაც], რომელიც დავღუპეთ, და განა ისინი ირწმუნებენ [მექქელი მრავალღმერთიანები] [თუ ჩვენ ვაჩვენებთ მათ ისეთ სასწაულებს, რასაც ისინი ითხოვენ]?
7[პასუხად მათ კითხვაზე: ნუთუ ეს კაცი არ არის თქვენნაირი]? უზენაესი ალლაჰი ამბობს: და არავინ წარგვიგზავნია შენზე უწინ [ო, მუჰამმად], გარდა მამაკაცებისა [ადამიანი და არა ანგელოზი], რომელთაც ზეშთავაგონეთ. თუ თქვენ არ იცით [ო, მექქას ურწმუნოებო], ჰკითხეთ ცოდნის მქონეთ [ადამიანებს, რომელთაც ცოდნა აქვთ ადრე გარდმოვლენილი წიგნების შესახებ]
8ჩვენ არ მიგვიცია მათთვის [წინად მყოფი შუამავალთათვის] ისეთი სხეული, რომ ისინი არ ჭამდნენ საჭმელს, და ისინი არ ყოფილან უკვდავნი.
9მერე შევასრულეთ მათზე მიცემული აღთქმა, გადავარჩინეთ ისინი და ვინც ვინებეთ, თავგასულნი კი დავღუპეთ შემდეგ ჩვენ შევასრულეთ მათთვის [შუამავლებისა და მათი მიმდევრებისთვის] მიცემული დაპირება [რომ მათ გადავარჩენდით და დავღუპავდით ჩვენი სასწაულების უარმყოფელთ), და გადავარჩინეთ ისინი, ვინც გვინდოდა [ვინც ჭეშმარიტება აღიარა], ხოლო უგუნურნი [მრავალღმერთიანები] დავღუპეთ.
10ვფიცავ, გარდმოგივლინეთ თქვენ წიგნი [ყურანი], მასშია თქვენი ხსენება [დიდება]. განა ვერ კეთილგანსჯით [რომლითაც ჩვენ თქვენ პატივი გეცით იმით, რითაც სხვები არ დაგვიფასებია გამოგიგზავნეთ მოციქული და მოგეცით ყურანი]?
11რამდენი სოფელი გავანადგურეთ, რომელთა მცხოვრებნიც ბოროტმოქმედნი იყვნენ [არ ირწმუნეს ის, რაც ალლაჰმა გამოუგზავნა] და მათ შემდეგ სხვა ხალხი აღმოვაცენეთ მათ ადგილზე!
12და როდესაც მათ [ურწმუნოებმა] იგრძნეს ჩვენი რისხვა [მკაცრი სასჯელი], აჰა, ისინი გარბიან იქიდან [სოფლიდან]!
13[და ეთქვა მათ დაცინვით]: ნუ გაიქცევით, დაუბრუნდით მას, სადაც უხვად გქონდათ ნაბოძები, და თქვენს სახლებს, რამეთუ თქვენ განიკითხებით
14[მატ აღიარეს თავიანთი ცუდი ქმედებები და] თქვეს: ვაი ჩვენ! ჩვენ უსამართლონი ვიყავითო [მათ აღიარეს თავიანთი ბოროტმოქმედება და] თქვეს: ვაი ჩვენ, მართლაც რომ ჩვენ საკუთარ თავს ვავნეთ [უწმინდურობითა და ურწმუნოებით]
15და მათ არ შეწყვეტეს მათი ეს გოდება [თავიანთი ბოროტმოქმედების აღიარება], ვიდრე ვაქცევდით მათ გაპარტახებულ მინდორად
16და ჩვენ არ შეგვიქმნია ცა და მიწა და [ყველაფერი] რაც მათ შორისაა გართობისთვის
17[დაე იცოდნენ მრავალღმერთიანებმა, რომ ალლაჰი შორსაა იმისგან, რომ მან აიყვანოს თავისთვის ცოლი ან შვილი] რომ გვდომებოდა გართობისთვის [ცოლი ან შვილი), უდავოდ ავირჩევდით მას ჩვენგანვე [ანგელოზთაგან ან სამოთხის ჰურიებისგან] [და არა თქვენგან] რომ საერთოდ გვდომებოდა ეს საქმე
18დიახ! ჩვენ ვძლევთ სიცრუეს ჭეშმარიტებით, იგი მას ანადგურებს და ქრება. და თქვენ [ო, მრავალღმერთიანებო] კი სიმწარე [სასჯელი] [მარადიულ ცხოვრებაში] იმისათვის, რასაც თხზავთ [თქვენ მიაწერთ თქვენს უფალს თვისებებს, რომლებიც სრულიად არ შეესაბამება მის სიდიადეს და არსს].
19მას [ალლაჰს] ეკუთვნის, [ყველაფერი] რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა, ხოლო ისინი, ვინც მის წინაშე არიან [ანგელოზები], არ თაკილობენ მის თაყვანისცემას და არც ამით იღლებიან [ისინი არასდროს წყვეტენ ალლაჰის ქებას]. [ამიტომ, როგორ შეიძლება რომ შეადაროთ მას ვინმე?]
20ისინი [ანგელოზები] ადიდებენ ალლაჰს დღითა და ღამით, არასოდეს იღლებიან [მისი ქებით].
21ნუთუ მათ [მრავალღმერთიანებმა] აირჩიეს დედამიწიდან ღვთაებები [ოქროსგან, ქვისგან და სხვა მასალებისგან გამზადებული], რომლებიც აცოცხლებენ [აღადგენენ მკვდრებს]?
22რომ ყოფილიყვნენ მათში [ცებსა და დედამიწაზე] ღვთაებები ალლაჰის გარდა, განადგურდებოდა [ცები და მიწა] ორივე მათგანი. 'არშის გამჩენი ალლაჰი [ის არის მისი შემოქმედი და მფლობელი], შორსაა იმისგან, რასაც [მრავალღმერთიანები და ურწმუნოები] მიაწერენ [ყველა სიცრუისა და ნაკლისგან].
23იგი არ არის პასუხისმგებელი იმის გამო, რასაც იქმს. მათ კი [ყველა გონიერ ქმნილებას] მოჰკითხავენ იმას, რასაც აკეთებდნენ [თავიანთი ქმედებების გამო]
24განა მათ [მრავალღმერთიანებმა] დაიდგინეს ღვთაებები მის გარდა? უთხარი [მათ ო, შუამავალო]: მოიტანეთ თქვენი მტკიცებულება [იმისთვის, რომ ვცნოთ ვინმე ღმერთად ალლაჰის გარდა] [ამის მტკიცებულება არსად არ არსებობს]! ეს არის [ყურანი] შეხსენება მათთვის, ვინც ჩემთან არის და შეხსენება მათთვის, ვინც ჩემზე უწინ იყო [თორა და ინჯილი] [რომლებშიც ასევე არ არის მითითება, რომ არსებობს რაიმე სხვა ღვთაება გარდა ალლაჰისა]. თუმცა მათ უმრავლესობამ არ იცის ჭეშმარიტება და პირს იბრუნებენ
25და არ გამოგვიგზავნია შენამდე [ო, მუჰამმად] არცერთი მოციქული, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის, რომ არ არსებობს არანაირი ღვთაება [რომელიც იმსახურებს თაყვანისცემს], გარდა ჩემი [ალლაჰისა]. მაშ, მხოლოდ მე[ალლაჰს] მეცით თაყვანისცემა!
26და თქვეს [მრავალღმერთიანებმა]: მოწყალემ შვილი აიყვანაო! [მრავალღმერთიანები თვლიდნენ, რომ ანგელოზები ალლაჰის ქალიშვილები იყვნენ] დიდება მას! არა, ისინი [ანგელოზები] პატივცემული მსახურნი არიან
27არ დაასწრებენ [ანგელოზები] მას [ალლაჰს] სიტყვას [საუბრობენ მხოლოდ იმას, რაც უბრძანა მათ ალლაჰმა] და ისინი [ანგელოზები] მოქმედებენ მხოლოდ მისი [ალლაჰის] ბრძანების შესაფერისად
28მან [ალლაჰმა] იცის [ყველაფერი], რაც მათ წინაშეა [ანგელოზების მომავალი საქმეები] და რაც მათ შემდგომაა [მათი წარსული საქმეები], ისინი კი არ შუამდგომლობენ, თუ არა მხოლოდ იმისათვის, ვისითაც იგი [ალლაჰი] კმაყოფილია. და ისინი [ანგელოზები] შიშისაგან მისი წინაშე კანკალებენ [ეშინიათ] [და ერიდებიან მის ურჩობას].
29და ვინც მათგან [ანგელოზებიდან] იტყვის: ჭეშმარიტად, მეც ღმერთი ვარ მის [ალლაჰის] გარდა! დავსჯით მას ჯოჯოხეთით. ამგვარად დავსჯით უსამართლოებს [რომლებმაც თავიანთ თავს ზიანი მიაყენეს მრავალღმერთიანობით და ალლაჰზე ურჩობით]
30განა ვერ დაინახეს იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ ცანი და დედამიწა იყვნენ შეერთებულნი. ჩვენ კი გავყავით ისინი და შევქმენით წყლისაგან ყოველი სულიერი. ნუ თუ [ურწმუნონი] მაინც არ ირწმუნებენ?
31და დავადგინეთ ქვეყანაზე მტკიცედ მდგომნი [მთები], რათა არ შეარყიოს ისინი[ხალხი], და დავადგინეთ მასზე [დედამიწაზე] გასასვლელი გზები. რათა მათ [ხალხს] ეგებ სწორ გზაზე დამდგარიყვნენ [როგორც მათი ყოველდღიური საჭიროებებისაკენ, ისე ჭეშმარიტებისაკენ]
32და ჩვენ დავადგინეთ ზეცა დამცავ სახურავად [დედამიწისთვის], მაგრამ მათ [ურწმუნონი], მასში არსებულ სასწაულებს [როგორებიცაა მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ღამისა და დღის ცვლა] პირი აქციეს [განა ისინი არ ფიქრობენ ამ ყველაფრის დანახვისას?]
33ისაა [ალლაჰია], ვინც შექმნა ღამე და დღე, მზე და მთვარე. თითოეული მათგანი თავის ორბიტაზე დაცურავს
34ჩვენ არ დაგვიდგენია არც ერთ ადამიანსთვის შენამდე [ო, მუჰამმად] ამქვეყნიური უკვდავება. ნუთუ, შენ მოკვდები, ისინი კი იქნებიან უკვდავნი?!
35ყოველი [ქმნილება] სული [ყოველი ადამიანი, ჯინი, ანგელოზი, ცხოველი და სხვა] იგემებს სიკვდილს, და ჩვენ გცდით სიავითა და სიკეთით. და ჩვენთან იქნებით დაბრუნებულნი
36და როცა გხედავენ შენ [ო, შუამავალო] ისინი, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი, მასხრად გიგდებენ: განა ეს არის ის [ადამიანი], ვინც თქვენს ღმერთებს ახსენებს[ცუდად]? სწორედ ისინი არიან მოწყალის ხსენების უარმყოფელნი.
37ადამიანი შეიქმნა სულსწრაფი [მას ახასიათებს სიჩქარე და მოუთმენლობა]. მე გაჩვენებთ თქვენ ჩემს სასწაულებს [თქვენზე მოწევნადი სასჯელის სახით]. ასე რომ ნუ დააჩქარებთ [ნუ ითხოვთ სასჯელის დაჩქარებას, რადგან ის აუცილებლად მოვა ამ ცხოვრებაშიც და ასევე მარადიულში]
38[ურწმუნონი] [დასცინიან დაპირებაზე სასჯელის შესახებ] და ამბობენ: როდის აღსრულდება ეს დაპირება, თუკი მართალს ამბობთ?
39ნეტავი, რომ იცოდნენ ურწმუნოებმა, რომ აუცილებლად დადგება ის ჟამი, როცა ისინი ვერ აიცილებენ ცეცხლის [ჯოჯოხეთის] შეხებას თავებიდან და ზურგებიდან და ვერავინ შეძლებს მათ დახმარებას [იმიტომ, რომ ისინი ჯიუტად დარჩნენ ურწმუნოებაში და აჩქარებდნენ სასჯელს]!
40დიახ, ნამდვილად მოვა იგი [სასჯელისა და აღსასრულის დღე] მათზე სრულიად მოულოდნელად ისე, რომ ისინი გაოგნდებიან. ვერ შეძლებენ მის აცილებას [ცეცხლის] და არც გადაუვადდებათ [რათა მოინანიონ ურწმუნოება და ურჩობა და დაიხსნან თავი ჯოჯოხეთის სასჯელისგან]
41უეჭველად, შენზე ადრეც აიგდეს მასხრად შუამავლები, შემდეგ ვინც მათ დასცინოდნენ, იმითვე იქმნენ შეპყრობილი, რისგამოც დასცინოდნენ
42უთხარი [ო, შუამავალო] [იმათ, ვინც დასჯას ითხოვს და დასცინის მოწოდებას]: ვინ გიცავთ თქვენ ღამითა თუ დღისით მოწყალისაგან [ალლაჰის სასჯელისაგან]? - პირიქით ისინი თავისი ღმერთის ხსენებას ზურგს აქცევენ
43ნუთუ ჰყავთ მათ [მრავალღმერთიანებს] ღმერთები, რომლებიც დაიცავენ მათ ჩვენგან [ჩვენი სასჯელისგან]? ვერ შესწევთ ძალა [ამ კერპებს] თავიანთი თავის დასაცვადაც კი, და არც მათ ექნებათ ხსნა ჩვენგან [ჩვენი სასჯელისგან].
44დიახ, ჩვენ ვასარგებლეთ ისინიც და მათი მამებიც, ვიდრე მათი სიცოცხლე გრძელდებოდა. და განა ვერ ხედავენ, რომ ჩვენ მოვდივართ მიწაზე და როგორ ვკვეცთ მის კიდეებს? და განა ისინი არიან გამარჯვებულნი? დიახ! ჩვენ მივანიჭეთ ამათ [მექქელ მრავალღმერთიანებს] და მათ მამებს (ამქვეყნიური) წყალობა, ისე რომ გაუგრძელდათ ცხოვრება [და მოიტყუეს თავი საკუთარი სიმდიდრით, სიცოცხლითა და შთამომავლობით] [და განაგრძობდნენ ურწმუნოებას, არც კი ფიქრობდნენ მათზე მოსალოდნელ სასჯელზე]. ნუთუ არ ხედავენ ისინი, რომ ჩვენ მოვდივართ ქვეყანაზე, ვაკლებთ მას კიდეებიდან ? ნუთუ ისინი, [ურწმუნოები], შეძლებენ გამარჯვებას [მას შემდეგ, რაც გარშემორტყმულნი გახდნენ]?
45უთხარი [ო, შუამავალო] ]იმათ, ვისთანაც ალლაჰმა გაგგზავნა]: მე მხოლოდ გამაფრთხილებელი გახლავართ თქვენთვის (სასჯელის შესახებ) გამოცხადებით (ალლაჰისგან) [არაფერს ვამბობ საკუთარი სურვილით]. მაგრამ არ ესმით მომწოდებლის მოწოდება [მოწოდების ხმა] ყრუ ხალხს [იმათ], [ვინც არ ფიქრობს ჭეშმარიტების მოსმენის შემდეგ], როცა აფრთხილებენ
46და თუ შეეხება მათ [ურწმუნოებს] შენი უფლის სასჯელის სულ მცირე ნიავიც კი, ისინი უეჭველად იტყვიან: „ვაი ჩვენს თავს! ნამდვილად უსამართლონი ვიყავით [საკუთარ თავს თვითონვე ვავნეთ მრავალღმერთიანობის ჩადენით]
47და ჩვენ განვაწესებთ სამსჯავროს დღისთვის სამართლიანობის სასწორებს [ყველაზე ზუსტ სასწორებს], და არც ერთი სული არ დაიჩაგრება არაფერში [არ დააკლდება მის კეთილ საქმეს და არ დაემატება ცუდ საქმეებს], და თუ საქმე იქნება თუნდაც მდოგვის მარცვლის წონის, ჩვენ მოვიტანთ მას [ჩავთვლით მასაც]! და საკმარისნი ვართ ჩვენ, როგორც ამღვნუსხველნი!
48და ჩვენ უკვე მივეცით [შუამავალ] მუსას და [მის ძმას, შუამავალ] ჰარუნს განმამსხვავებელი [თორა, რომელიც ჭეშმარიტებას და სიცრუეს ჰყოფს], და ნათელი [მართალი გზა, რომელიც მათ რწმენისა და კანონმდებლობის საკითხებში ჭეშმარიტებისკენ მიუძღვით], და შეგონება [დარიგება] ღვთისმოშისთათვის [რომელთაც უფლის სასჯელის ეშინიათ].
49რომელთაც ეშინიათ [ემორჩილებიან მას, არ ჩადიან აკრძალულს და არ ტოვებენ მის ბრძანებებს] თავიანთი ღმერთის [ალლაჰის] ფარულად [მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნად ვერ ხედავენ ალლაჰს], და სწორედ ისინი არიან მოშიშნი იმ საათისგან [რომელიც დადგება განკითხვის დღეს]
50ეს კი დალოცვილი შეხსენებაა [ანუ ყურანი, რომელიც სავსეა სიკეთითა და სარგებლით], რომელიც ჩვენ გარდამოვავლინეთ [იგი გარდამოავლინა მხოლოდ უზენაესმა ალლაჰმა და არავინ სხვამ]. ნუთუ თქვენ უარყოფთ მას [უარს ამბობთ ყურანზე]?
51და ჭეშმარიტად ვუბოძეთ [შუამავალ] იბრაჰიმს უწინ სწორი გზა [ღმერთის შეცნობა, რწმენა მის მიმართ და იმ აუცილებლობის გაცნობიერება, რომ მხოლოდ მას უნდა დაემორჩილონ] და ვიყავით მისი მცოდნენი [რომ იგი ამისთვის შესაფერისია]
52აი, როცა უთხრა [იბრაჰიმმა] თავის მამას [აზარს] და თავის ხალხს [გამოხატავდა თავისი უარყოფას]: რა არის ეს ქანდაკებები, რომლებსაც თქვენ თვითონ ამზადებთ და შემდეგ გულმოდგინეთ ეთაყვანებით მათ?
53მათ უპასუხეს: ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი მამები მათ [ამ ქანდაკებებს] ეთაყვანებოდნენ, და ჩვენც მივყვებით მათ გზას.
54უთხრა [იბრაჰიმმა] [მათ]: ნამდვილად, თქვენც და თქვენი მამებიც ცხადი გზააბნეულობაში იმყოფებით [როდესაც ამ კერპებს ეთაყვანებით]
55მათ უთხრეს: შენ [ო, იბრაჰიმ] ჭეშმარიტებით მოხვედი ჩვენთან, თუ ერთ-ერთი ხარ მოთამაშეთაგან [მათგან, ვინც უბრალოდ ლაყბობს]?
56მან [იბრაჰიმმა] უთხრა: არა [ეს არ არის ხუმრობა]! თქვენი უფალი [რომლისადმი მორჩილებას მოგიწოდებთ] არის ცათა და ქვეყნის უფალი, რომელმაც ისინი შექმნა, და მე ვარ ერთ-ერთი იმათგან, ვინც ამაზე მტკიცედ მიუთითებს [ვინც ამაზე დამოწმებას აკეთებს]
57[იბრაჰიმმა თავისთვის თქვა]: ვფიცავ ალლაჰს, უეჭველად განვახორციელებ ჩაფიქრებულ გეგმას თქვენი კერპების წინააღმდეგ [დავამტვრევ მათ], მის შემდეგ, რაც თქვენ ზურგს აქცევთ და წახვალთ [როცა კერპებთან აღარავინ დარჩება]
58შემდეგ მან [იბრაჰიმმა] დაამტვრია ისინი [კერპები] ნამსხვრევებად, გარდა მათი მთავარი კერპისა რათა მათ [მისმა ხალხმა] მასთან [იბრაჰიმთან] დაბრუნება მოინდომონ [და მან აუხსნას მათ თავიანთი გზააბნეულობა და მოუწოდოს ჭეშმარიტი რწმენისაკენ].
59[როდესაც ხალხი დაბრუნდა და დაინახა, რომ მათი კერპები დამტვრეული იყო] მათ თქვეს [ერთმანეთს ჰკითხეს]: ვინ გაუკეთა ეს ჩვენს ღმერთებს? ჭეშმარიტად [ ვინც ეს ჩაიდინა მან ბოროტად იმოქმედა] ის უსამართლოთაგანია
60მათ [ხალხმა] თქვეს: გავიგონეთ, როგორ ახსენებდა მათ [კერპებს] ერთი ახალგაზრდა, რომელსაც იბრაჰიმი ჰქვია
61მათმა წინამძღოლებმა თქვეს: მოიყვანეთ იგი [იბრაჰიმი] ხალხის თვალწინ, რათა ისინი იყვნენ მოწმეები [იმის, რაც იბრაჰიმმა თქვა მათი კერპების შესახებ]
62მათ უთხრეს: შენ გააკეთე ეს ჩვენი ღმერთების მიმართ, ო იბრაჰიმ?
63იბრაჰიმმა თქვა: არა, ეს საქმე გააკეთა მათგან მთავარმა. ჰკითხეთ მათ, თუ ისინი მეტყველებენ.
64და მათ [ხალხმა] თავიანთ თავს მიუბრუნდნენ [დაფიქრდნენ] და თქვეს: ნამდვილად, თქვენ თვითონ ხართ ბოროტმოქმედნი [რადგან თაყვანს სცემდით იმას, ვისაც ლაპარაკი არ შეუძლია]
65მერე მათ თავიანთი თავებით გადაბრუნებულნი გახდნენ [ანუ, სიმართლის აღიარების შემდეგ კვლავ მახინჯ ტყუილში დაბრუნდნენ] და თქვეს: [როგორ ვკითხოთ მათ]? ნუთუ შენ [ო, იბრაჰიმ] არ იცოდი, რომ ესენი [კერპები] არ მეტყველებენ?
66მან [იბრაჰიმმა] თქვა [კერპებისადმი ზიზღის გამოხატვით]: ნუთუ თქვენ თაყვანს სცემთ ალლაჰის გარდა იმას, რასაც ვერანაირი სარგებელი მოაქვს თქვენთვის [როდესაც მას თაყვანს სცემთ] და ვერც ვერანაირ ზიანს მოგაყენებთ [თუნდაც არ სცემდეთ თაყვანს]?
67ფუი თქვენ და იმ [კერპებს], რასაც ეთაყვანებით მაგიერ ალლაჰისა! ნუთუ არ დაფიქრდებით [იმაზე, თუ რამდენად ცუდია ის, რასაც აკეთებთ]?
68მათ [ხალხმა] თქვეს (ერთმანეთში): „დაწვით იგი [იბრაჰიმი] და დაეხმარეთ თქვენს ღმერთებს [მისი განადგურებით], თუ უკვე მოქმედებთ [მართლა გსურთ თქვენი ღვთაებების დაცვა და მათთვის თაყვანისცემის გაგრძელება]! [და მათ ჩააგდეს იბრაჰიმი უზარმაზარ კოცონში, მაგრამ ალლაჰი დაეხმარა თავის მოციქულს]
69ჩვენ ვთქვით: ჰე, ცეცხლო! იყავი გრილი და მშვიდობიანი [უსაფრთხო] იბრაჰიმისთვის! [და იბრაჰიმი იმყოფებოდა ცეცხლში ყოველგვარი ზიანისა და დისკომფორტის გარეშე, შემდეგ კი ალლაჰმა გამოიყვანა იგი იქიდან]
70და მათ სურდათ იბრაჰიმის წინააღმდეგ ხრიკი [დაეწვათ ცეცხლში], მაგრამ ჩვენ მათ განვაცდევინეთ მძიმე მარცხი.
71და ჩვენ გადავარჩინეთ ის [იბრაჰიმი] [მეფე ნამრუდისა და მისი ხალხისგან] და ლუტი [რომელიც იყო შუამავალი იბრაჰიმის ძმის შვილი და მასთან ერთად ირწმუნა] მიწაზე, რომელიც დავლოცეთ [გავხადეთ კურთხეული] მთელი სამყაროებისთვის [ისინი გადაიხვეწნენ ერაყიდან შამის მიწაზე, საიდანაც მრავალი ალლაჰის შუამავლები იყო წარმოშობით და სადაც ბარაქა და ნაყოფის სიუხვეა]
72და ვუბოძეთ მას [შუამავალ იბრაჰიმს] ისჰაყი, და იაყუბი, როგორც დამატება [დამატებითი წყალობა], და ყოველი მათგანი ვჰქმენით მორჩილი და კეთილმოქმედი [სამართლიანი და ღვთისმოშიში].
73და დავადგინეთ ისინი [შუამავლები: იბრაჰიმი, ისჰაყი და იაყუბი] წინამღძოლებად [ხალხის], რომელნიც სწორი გზით მიდიოდნენ [მოუწოდებდნენ ხალხს, რომ თაყვანი ეცათ მხოლოდ ალლაჰისთვის და ამორჩილებოდნენ მის ბრძანებებს] ჩვენი ბრძანებით, და ზეშთავაგონეთ, რომ სიკეთე ეკეთებინათ, ელოცათ, ზექათი გაეცათ და ისინი იყვნენ მხოლოდ ჩემი თაყვანისმცემელნი.
74და [შუამავალ] ლუტს ვუბოძეთ სიბრძნე და ცოდნა [ალლაჰზე და მის კანონზე] და ვიხსენით იმ სოფლისაგან [სოდომისგან], [ხალხი] რომელიც სისაძაგლეს აკეთებდა [მამათმავლობას ეწეოდნენ]. ჭეშმარიტად, ისინი იყვნენ უზნეო და ურჩი ხალხი
75ჩვენ შევიყვანეთ იგი [შუამავალი ლუტი] ჩვენს მოწყალებაში [გადავარჩინეთ იმ სასჯელისგან, რაც მოევლინა მის ხალხს], რადგან იგი მართალთაგანი იყო [დამორჩილებული ალლაჰს].
76და [გაიხსენე, ო, შუამავალო] ნუჰი/ნოე, როგორ უხმო [ალლაჰს] ადრე [იბრაჰიმამდე]: [ნამდვილად, მე დავმარცხდი! მაშ, შემეწიე!] ვუპასუხეთ მას, და გადავარჩინეთ იგი და მისი ოჯახი [ცოლისა და ერთი შვილის გარდა] დიდი მწუხარებისაგან [ალლაჰის სასჯელისაგან]
77და ჩვენ შევეწიეთ მას [შუამავალ ნუჰს] იმ ხალხისგან, ვინც უარყო ჩვენი სასწაულები. მართლაც, ისინი ცუდი ხალხი იყო, და ჩვენ ყველა დავახრჩეთ [წყალდიდობით]
78და [გაიხსენე] [ო, შუამავალო] [შუამავლები] დავუდი და სულეიმანი, როცა მათ განაჩენი გამოიტანეს ყანის შესახებ, რომელიც წაახდინა ხალხის საქონელმა. და ჩვენ მოწმენი ვიყავით მათი განაჩენისა.
79ჩვენ ზეშთავაგონეთ ეს [სამართლიანი გადაწყვეტა] სულაიმანს [რათა დაცულიყო ორივე მხარის ინტერესები სამართლიანად]. და თითოეულს მათგან [დავუდსაც და სულაიმანსაც] ვუბოძეთ სიბრძნე და ცოდნა. და დავუდს დავუმორჩილეთ მთები, რათა ედიდებინათ [ალლაჰი] მასთან ერთად [როცა დავუდი ადიდებდა მას], ასევე ფრინველები და ჩვენ ვიყავით ისინი, ვინც ეს აღასრულა.
80და ვასწავლეთ [ შუამავალ დაუდს] მას აბჯრის გაკეთება თქვენთვის, რათა დაეცვით [ო, ადამიანნო] მისით საფრთხისაგან [იარაღის დარტყმსაგან] და, განა თქვენ მადლიერნი არა ხართ?!
81და სულაიმანს დავუმორჩილეთ ძლიერი ქარი [რომელიც ემსახურებოდა მას], რომელიც დაქროდა მისი [სულაიმანის] ბრძანებით იმ მიწისკენ, რომელშიც ჩვენ დავლოცეთ [შამისკენ]. და ჩვენ ყოველივეს შესახებ ვიცით.
82და ასევე [ჩვენ დავუმორჩილეთ სულაიმანს] ეშმაკებისგან ისეთები , ვინც ყვინთავდა მისთვის და ასრულებდნენ ამის გარდა სხვა საქმეებსაც. და ჩვენ ვართ მათი დამცველნი [რათა არ შეძლებოდათ სულეიმანის მორჩილებაზე უარის თქმა].
83და [გაიხსენე] [ო, შუამავალო] [შუამავალი] აიუბი: მოუხმო თავის ღმერთს: უეჭველად, მეწია უბედურება და შენა ხარ [ო, ალლაჰ] მოწყალეთაგან უმოწყალესი
84და შევისმინეთ მისი [აიუბის] ვედრება და ავაშორეთ ზარალი, და ვუბოძეთ თავისი ოჯახი და მათი მსგავსი, მათთან ერთად, წყალობად ჩვენი წიაღიდან და შეხსენებად მსახურთათვის.
85და [აგრეთვე მოიხსენე, ო შუამავალო] [შუამავალნი] ისმაილი, იდრისი და ზულ-ქიფლი ყველანი [ისინი] იყვნენ მოთმინების მქონეთაგან ვინც იჩენდა მოთმინებას ალლაჰის მორჩილებაში.
86და ჩვენ შევიყვანეთ ისინი ჩვენს წყალობაში,რადგან ნამდვილად ისინი იყვნენ მართალთაგანნი.
87და [მოიხსენე, ო შუამავალო] ზუნ-ნუუნი [შუამავალი იუნუსი]. [იგი მოუწოდებდა თავის ხალხს ალლაჰის რწმენისკენ, მაგრამ ისინი არ პასუხობდნენ მის მოწოდებას. და იუნუსმა დაკარგა მოთმინება, მიუხედავად იმისა, რომ ალლაჰმა უბრძანა მოთმინება] მაშ, ის გაშორდა [მათ] რისხვით სავსე და, იფიქრა რომ, ჩვენ მას არ დავსიჯიდით [იმის გამო რომ მან თავისი ხალხი მიატოვა თავისი ღმერთის ნების გარეშე მათზე გაბრაზებულმა]. [და როდესაც ზღვა გადაკვეთა, აღმოჩნდა წყალში და გადაყლაპა თევზმა [ვეშაპმა]. და მან [იუნუსმა] მოუხმო [თავის უფალს] სიბნელეში [ზღვის, ღამისა და თევზის მუცლის სიბნელეში], მოინანია და თქვა: არ არსებობს ღმერთი [რომელსაც ეკუთვნის თაყვანისცემა], გარდა შენისა! შენ ხარ წმიდა და უზენაესი! ნამდვილად, მე ვიყავი უსამართლოთა შორის [ვაღიარებ ჩემს შეცდომას]
88და ჩვენ ვუპასუხეთ მას [იუნუსს] [მის ვედრებაზე] და ვიხსენით იგი ამ მწუხარებისაგან. და აი ასე ვიხსნით მორწმუნეებს
89და [აგრეთვე მოიხსენე] [ო, შუამავალო] [შუამავალი] ზაქარია, როგორ მოუხმო მან თავის უფალს [როდესაც უკვე სიბერეს მიაღწია], ვედრებით: ღმერთო ჩემო, ნუ დამტოვებ მარტო [მომმადლე შვილი, რომელიც მემკვიდრეობით გააგრძელებს შენს გზას და განადიდებს შენს სიტყვას ადამიანებს შორის], რადგან შენ ხარ საუკეთესო მემკვიდრეობის მომცემი
90და ჩვენ ვუპასუხეთ მას [ზაქარიას] [მის ვედრებაზე] და ვუბოძეთ მას [სიბერეში] შვილი იაჰია/იოანე. და შევქმენით მისთვის მისი ცოლი შესაფერისად [შესაძლებლად იმისთვის, რომ ეშვა შვილი], მას შემდეგ, რაც იგი იყო უშვილო. ნამდვილად, ისინი ისწრაფებოდნენ კეთილი საქმეებისკენ, და გვევედრებოდნენ იმედით [ჩვენგან მისაღებ საზღაურზე] და შიშით [ჩვენი სასჯელის მიმართ], და იყვნენ ჩემდამი მოკრძალებულნი
91და [აგრეთვე მოიხსენე] [ო, შუამავალო] ის [მარიამი, შუამავალი ისას დედა], რომელმაც დაიცვა თავისი სიწმინდე [მისი სხეული არ შეხებია არც ერთ მამაკაცს]. და ჩვენ [გავუგზავნეთ მას ანგელოზი ჯიბრილი და] ჩავბერეთ მასში [მის სამოსში არსებული ჭრილის მეშვეობით] ჩვენი სულიდან [სული, რომელსაც ჩვენ ვფლობთ] [რომელიც მოიტანა ჯიბრილმა]. და ჩვენ ვაქცევთ მას [მარიამს] და მის შვილს [ისას] სასწაულად [დასამტკიცებლად ალლაჰის ძალმოსილებისა] სამყაროთა ხალხთათვის.
92ჭეშმარიტად, ეს არის თქვენი თემი, [სარწმუნოება] ერთი საერთო თემი [სარწმუნოება ყველა წინასწარმეტყველისა ერთია, ერთღმერთიანობა]. და მე ვარ თქვენი უფალი [ო, ადამიანნო], და მეთაყვანეთ მხოლოდ მე!
93ხოლო ისინი [ადამიანები] დაიყვნენ თავიანთ საქმეში [გაიყვნენ სარწმუნოებაში] [როდესაც გამოიგონეს სხვადასხვა ცრუ რწმენა და გადაუხვიეს ერთღმერთობას] და თითოეული მათგანი ჩვენ დაგვიბრუნდება [აღდგომის დღეს] [და არა ვინმე სხვას]
94და ვინც გააკეთებს კეთილ საქმეს და მორწმუნე იყო, მისი საქმე არ იქნება უარყოფილი, და ამას ვიწერთ მისთვის [ანგელოზები იწერენ მის კეთილ საქმეებს, მორწმუნის სათნო ქმედებებს], და იგი იხილავს ყველაფერს ჩაწერილს აღსასრულის დღეს]
95და აკრძალულია იმ სოფლისათვის, რომელიც გავანადგურეთ [მათი ურწმუნოების და ბოროტების გამო], რომ დაბრუნდნენ. [ ვერ შეძლებენ დაბრუნებას რათა მოინანიონ თავიანთი ურწმუნოება და ბოროტმოქმედება].
96როდესაც იაჯუჯი და მაჯუჯი გაიხსნებიან და ისინი ყოველი გორაკიდან თავს დაესხმიან და როდესაც გაიხსნება [ბარიერი, რომლის უკანაც იმყოფებიან ორი ხალხი] იაჯუჯი და მაჯუჯი [სანამ არ დადგება აღსასრულის დღე, რომელსაც წინ უძღვის იაჯუჯისა და მაჯუჯის გამოჩენა]. და ისინი ყველა ფერდობიდან თავს დაესხმიან [და სწრაფად გავრცელდებიან მთელ მიწაზე].
97და მოახლოვდა ჭეშმარიტი აღთქმა [აღსასრულის დღე], და აი, გაქვავდა მზერა მათთვის, ვინც ურწმუნო იყვნენ. [და ისინი იტყვიან] ვაი ჩვენ დავიღუპენით!, უყურადღებოდ ვიყავით ამის მიმართ [აღსასრულის დღის შესახებ] [არ ვემზადებოდით მისთვის]! დიახ, პირიქით ჩვენ ვიყავით უსამართლონი
98ნამდვილად, თქვენ [ო, ურწმუნოებო] და [ყველაფერი], რასაც თქვენ თაყვანს სცემთ ალლაჰის გარდა [ყველა კერპი, აგრეთვე ის ადამიანები და ჯინნები, რომლებიც კმაყოფილნი იყვნენ, რომ მათ ღმერთებად აღიარებდნენ], ეს ქვები [რომელნიც გახდებიან საწვავი] ჯოჯოხეთისთვის, და თქვენ მისკენ [ჯოჯოხეთისკენ] მიდიხართ [და შეხვალთ მასში]
99ეგენი რომ ღვთაებები ყოფილიყვნენ [ვისაც თაყვანს სცემენ მაგიერ ალლაჰისა], არ შევიდოდნენ მასში [ჯოჯოხეთში] მაგრამ ისინი [თაყვანისმცემლებიც და მათი ცრუ ღმერთებიც] ყოველი მათგანი მარადიულად დარჩება იქ [ჯოჯოხეთში].
100მათთვის [ჯოჯოხეთის ბინადართათვის] მასში [ჯოჯოხეთის ცეცხლში] იქნება კვნესა [ტანჯვისგან გამოწვეული], და ისინი მასში ვერაფერს გაიგონებენ
101ჭეშმარიტად, ისინი, ვისაც უწინ ჩვენგან სიკეთე რგებიათ, მოშორებულნი არიან მისგან [ჯოჯოხეთისგან]
102არ გაიგონებენ ისინი [სამოთხის ბინადარნი] მის [ჯოჯოხეთის] ხმაურსაც კი, და იქნებიან ისინი იმაში [სამოთხეში], რაც ისურვეს მათმა სულებმა სამარადჟამოდ მყოფ ნეტარებაში.
103არ დაამწუხრებთ უდიდესი შიში [განკითხვის დღის], არამედ მიეგებებიან მათ ანგელოზები [სასიხარულო ამბავით]: ეს არის თქვენი დღე, რომელიც აღთქმული გქონდათ [ალლაჰისგან].
104იმ დღეს დავგრაგნით ზეცას ისე, როგორც გრაგნილებს წიგნისათვის [როგორც იხვევა დაწერილი ფურცლები]. როგორც შევქმენით პირველი ქმნილება, ასევე აღვადგენთ მას [ადამიანს] ხელახლა, ჩვენი მხრიდან მიცემული აღთქმისამებრ. [ნამდვილად, ჩვენ ყოველთვის აღვასრულებთ იმას, რაც აღგვითქვია].
105დავწერეთ ჩვენ წიგნში [ყოველ წიგნში, რომელიც ადამიანებს მიეცა] შეხსენების [დედა წიგნი, რომელიც ალლაჰთანაა] შემდეგ, რომ მიწას დაიმკვიდრებენ ჩემი მართალი მონები [ისინი, ვინც ასრულებენ ალლაჰის ბრძანებებს და თავს იკავებენ აკრძალულისგან, ეს არის მოციქული მუჰამმადის უმმათი]
106ნამდვილად, ამაში [ყურანში] უდავოდ არის გზავნილი თაყვანისმცემელი ხალხისათვის [ვინც თაყვანს სცემენ ალლაჰს] [საკმარისი გზავნილი იმისთვის, რომ მათ სამოთხეში შესვლა მოიპოვონ]!
107და ჩვენ გამოგგზავნეთ შენ [ო, მუჰამმად] მხოლოდ წყალობად სამყაროთაათვის [ვინც დაგიჯერებს როგორც ალლაჰის მოციქულს, იგი იქნება ბედნიერი და წარმატებული ამ სამყაროშიც და მარადიულ ცხოვრებაშიც].
108უთხარი [ო, შუამავალო]: ნამდვილად, ჩემთან მოდის ღვთიური გამოცხადება, რომ თქვენი ღმერთი ერთადერთი ღმერთია (და ეს არის ალლაჰი]. ნუთუ არ იქნებით მორჩილნი მისი?
109ხოლო თუ ისინი ზურგს შეაქცევენ [ალლაჰის მორჩილებას], მაშინ უთხარი მათ: მე გადმოგეცით თქვენთვის შეტყობინება [ის, რაც ალლაჰმა მიბრძანა] თანასწორად [ახლა ყველანი ამ ცოდნაში თანასწორნი ვართ]. და მე არ ვიცი ახლოა თუ შორს ის, რაც თქვენ აღგეთქვათ [სასჯელი]
110ნამდვილად, მან [ალლაჰმა] იცის ხმამაღლა ნათქვამი [სიტყვები] და იცის ისიც, რასაც გულში მალავთ [რასაც ფარულად ინახავთ თქვენს თავში].
111მე კი არ ვიცი ეს შეიძლება გამოცდაა [სასჯელის დაგვიანება, რასაც ასე ჩქარობთ] თქვენთვის ან სარგებლობა განსაზღვრულ ვადამდე [რათა კიდევ უფრო ჩაიძიროთ ურწმუნოებაში და შემდეგ გეზღოთ უფრო ძლიერი სასჯელი]
112თქვა [შუამავალმა]: ღმერთო ჩემო! განსაჯე ჭეშმარიტებით [ჩვენსა და ურწმუნოებს შორის]. და მოწყალე ღმერთი მფარველია ჩვენი იმისგან, რასაც მას მიაწერთ