طه
Ta-Ha • 135 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ტაჰა
2არ გარდმოგვივლენია შენზე [ო, შუამავალო] ყურანი იმისთვის, რომ უბედური იყო [იმის გამო, რომ ვერ შეძლებდი მისი შესრულებას]
3არამედ მხოლოდ შეგონებად მათთვის, ვისაც ეშინია [ალლაჰის სასჯელის]
4[და ეს ყურანი წარმოადგენს] ზეგარდმოვლენილია იმისგან, ვინც შექმნა მიწა და ცანი მაღალნი.
5მოწყალე [ალლაჰი] ამაღლდა ტახტზე [როგორც ეს შეეფერება მხოლოდ მის სიდიადეს]
6მას ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა, რაც ამათ შორისაა, და რაც მიწის ქვეშაა
7და თუ შენ ხმამაღლა ამბობ სათქმელს, მან ხომ იცის საიდუმლოც და ყველაზე უფრო დაფარულიც
8არ არის ღვთაებ [თაყვანისცემის ღირსი], გარდა მისი ალლაჰისა! მას აქვს უმშვენიერესი სახელები!
9მოვიდა [ო, შუამავალო] შენამდე [შუამავალი] მუსას ამბავი?
10ერთხელ [ღამით] [მადიანიდან ეგვიპტეში დაბრუნებისას] (მუსამ), დაინახა ცეცხლი, მაშინ უთხრა თავის ოჯახს: აქ დარჩით! უეჭველად, მე ცეცხლი დავინახე. იქნებ მოგიტანოთ მისგან ნაკვერჩხალი [ცეცხლის ალით] ან ვიპოვო ცეცხლთან სწორი გზა [ვკითხო ხალხს, საით წავიდე სწორად]
11როცა მივიდა მასთან, ხმა გაისმა: ჰეი, მუსა
12ჭეშმარიტად, მე შენი ღმერთი [ალლაჰი] ვარ. გაიხადე შენი ორი ფეხსაცმელი, რამეთუ შენ იმყოფები ტუვას წმინდა ხეობაში.
13მე გამოგარჩიე შენ [ო, მუსა], და შეისმინე ის, რაც ზეშთაგეგონება
14ჭეშმარიტად მე ვარ ალლაჰი! არ არსებობს [ღირსეული სათაყვანებელი] ღვთაება, ჩემს გარდა. თაყვანი მეც და ლოცვად დადექი ჩემს სახსენებლად!
15ჭეშმარიტად, დადგება ის საათი (აღდგომის დრო), როცა ადამიანები გაცოცხლდებიან, და ვმალამ მის შესახებ ცნობას, რამეთუ უნდა მიეგოს ყველა სულს ის, რისკენაც მიისწრაფოდენ [ამქვეყნიურ ცხოვრებაში]
16და ნუ მოგწყვეტენ [ო, მუსა] მისგან [აღსასრულის დღის რწმენისა და ამ რწმენისამებრ ქმედებებისგან] ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს მისი და აყოლილია ვნებებს, რათა არ დაგღუპონ
17და რა გაქვს მარჯვენაში, ჰეი მუსა? [უზენაესი ალლაჰი მიუთითებს მუსას მის ჯოხზე]
18მიუგო [მუსამ]: ეს ჩემი კვერთხია, რომელსაც ვეყრდნობი, ხეთა ფოთლებს ვუბერტყავ მისით ჩემს ცხვრებს და სხვა სარგებელნიც არის მასში ჩემთვის
19უთხრა [ალლაჰმა]: გადააგდე იგი, ჰეი მუსა.
20გადააგდო და იგი [კვერთხი] იქცა გველად და გასრიალდა.
21უთხრა [ალლაჰმა] : აიღე იგი და ნუ გეშინია. ჩვენ დავუბრუნებთ მას პირვანდელ სახეს
22და შემოიწყე [ო, მუსა] ხელი იღლიის ქვეშ; იგი გამოვა თეთრი, ყოველგვარი სიავის გარეშე, ჩვენს[მეორე] სასწაულად
23რათა გიჩვენოთ შენ [ო, მუსა] უდიდესი ჩვენს სასწაულთაგან.
24წადი [ო, მუსა] ფარაონთან, იგი ზღვარს გადავიდა
25უთხრა [მუსა]: ღმერთო ჩემო. გამიფართოვე ჩემი გული [ამომაცილე ყველაფერი, რაც ხელს მიშლის წინასწარმეტყველური მოვალეობის შესრულებაში და სირთულეების ატანაში]
26და გაადვილე ჩემი საქმე
27და მოხსენი დაბრკოლება ჩემი ენიდან.
28რათა გაიგონ ჩემი ნათქვამი
29და დამიდგინე დამხმარედ ჩემი სახლეულიდან.
30ჰარუნი, ჩემი ძმა [რადგან ის უფრო მჭევრმეტყველია, ვიდრე მე]
31და გამიმაგრე [ჰარუნის მეშვეობით] მისით ზურგი
32და თანამონაწილედ მიქციე იგი ჩემს საქმეში [წინასწარმეტყველურ მისიაში და ჭეშმარიტების ქადაგებაში]
33რათა გადიდოთ შენ ბევრჯერ
34და გაგიხსენოთ ბევრჯერ
35რამეთუ შენ გვხედავ ჩვენ
36უთხრა [ალლაჰმა]: ჰეი მუსა! შენ გებოძა [ყველაფერი] ის, რაც ითხოვე.
37და ვფიცავ, [ო, მუსა] ჩვენ უწინაც წყალობა გიყავით
38როცა ზეშთავაგონეთ დედაშენს ის, რაც ზეშთავაგონეთ.
39რომ - ჩასვი კიდობანში და ჩააგდე მდინარეში; მდინარე მას ნაპირთან გარიყავს, რათა აიყვანოს იგი იმან, ვინც მტერია ჩემი და მტერია მისი. და მე გადმოვფინე შენზე ჩემი სიყვარული, რათა ჩამოყალიბებულიყავი ჩემს თვალწინ.
40წავიდა შენი და, და უთხრა: ხომ არ მიმესწავლებინა თქვენთვის იგი, ვინც მას ჩაიბარებს? და დაგაბრუნეთ დედაშენთან, რათა დამშვიდებულიყო იგი და არ ენაღვლა. და მოკალი შენ კაცი, ხოლო ჩვენ გიხსენით მწუხარებისგან და გამოგცადეთ განსაცდელებით. წლების მანძილზე დარჩი მედიენის ხალხში; მერე კი მოხვედი დადგენილ დროს, ჰეი მუსა
41და მე გამოგარჩიე შენ ჩემთვის! [გამოგარჩიე ჩემი სიტყვის გადასაცემად]
42წადით შენ [ო, მუსა] და შენი ძმა ჩემი სასწაულებით და ნუ იქნებით უძლურნი ჩემს გახსენებაში [რათა ეს იყოს თქვენთვის მხარში დგომა]
43ორივენი წადით ფარაონთან, რამეთუ იგი ზღვარს გადავიდა
44და უთხარით მას რბილი სიტყვა, რათა ეგების შეიგნოს ან შეშინდეს [ალლაჰის სასჯელისგან]
45უთხრეს [მუსამ და ჰარუნმა]: [ო], ღმერთო ჩვენო, ვშიშობთ, რომ [ფარაონი] შემოგვიტევს ან ზღვარს გადავა.
46[ალლაჰმა] მიუგო [მუსას და ჰარუნს]: ნუ გეშინიათ. მე თქვენთანა ვარ, მე მესმის და ვხედავ
47შედით მასთან და უთხარით: ჩვენ შენი ღმერთის წარმოგზავნილები ვართ. გამოუშვი ჩვენთან ერთად ისრაელის ძენი და ნუ სტანჯავ მათ. მოვედით სასწაულით [ო, ფარაონ] შენი ღმერთისაგან და მშვიდობა იმას, ვინც მიჰყვება ჭეშმარიტ გზას.
48ზეშთაგვეგონა რომ სასჯელი იმას, ვინც ცრუდ შერაცხა იგი და ზურგი აქციაო [ისალმის მოწოდებისგან].
49უთხრა [ფარაონმა]: ვინ არის თქვენი ღმერთი, ჰეი მუსა?
50[მუსამ] მიუგო: ჩემი ღმერთია ის, ვინც ყოველივე უბოძა თავის ქმნილებას, ხოლო შემდგომ დაადგინა ჭეშმარიტ გზაზე
51ჰკითხა [ფარაონმა]: და რა მოუვა უწინდელ თაობებს [რომლებმაც ასევე არ მიიღეს ჭეშმარიტება ალლაჰის შუამავლებისგან]?
52[მუსამ] უთხრა: ამის ცოდნა წიგნშია ჩემს ღმერთთან. ჩემი ღმერთი არც შეცდება და არც დაავიწყდება.
53ისაა [ალლაჰი], რომელმაც დაგიდგინათ დედამიწა სარეცლად, გაიყვანა თქვენთვის მასზე გზები, გარდმოავლინა ციდან წყალი და აღმოვაცენეთ მისით წყვილებად ყოველნაირი მცენარეები.
54ჭამეთ (ო, ადამიანებო) ის, რაც [ჩვენ გავზარდეთ თქვენთვის] და მწყემსეთ თქვენი საქონელი; ამაში სასწაულებია გონების მქონეთათვის
55მიწისგან შეგქმენით თქვენ [ო, ადამიანნო], მასში დაგაბრუნებთ [სიკვდილის შემდეგ] და მისგან გამოგიყვანთ კიდევ ერთხელ [აღდგომის დღეს].
56და ვუჩვენეთ მას [ფარაონს] ჩვენი ყველა სასწაული, მან კი ცრუდ შერაცხა და უარყო.
57უთხრა: ჰეი მუსა! განა იმისათვის მოხვედი, რათა გაგვაძევო ჩვენი მიწიდან შენი ჯადოქრობით?
58ჩვენ [ფარაონი და მისი გარემოცვა] აუცილებლად გაჩვენებთ შენ, ო მუსა, მსგავს ჯადოქრობას. დათქვი დრო ჩვენი შეხვედრისა, რომელსაც არ შევცვლით ჩვენ და არც შენ, შესაფერის ადგილას
59[მუსამ] უთხრა [ფარაონს]: თქვენთვის შეხვედრის დრო იყოს ზინათის [დღესასწაულის] დღე, რომ შეიკრიბოს ხალხი დილით
60გაბრუნდა ფარაონი და მთელ თავის მზაკვრობას [ჯადოქრებს] უხმო, მერე მოვიდა.
61უთხრა მათ მუსამ: ვაი თქვენ! ნუ შეთხზავთ ალლაჰზე სიცრუეებს! თორემ გაგანადგურებთ იგი სასჯელით. მართლაც წააგებს ის, ვინც სიცრუეს თხზავს
62და [ჯადოქრებმა] განიხილეს ერთმანეთში თავიანთი საქმე და საიდუმლოდ ითათბირეს და თავიანთი საუბარი საიდუმლოდ შეინახეს
63თქვეს [ფარაონის ჯადოქრებმა]: ჭეშმარიტად, ამ ორ ჯადოქარს სურს, გაგაძევოთ თქვენ თქვენი მიწიდან თავიანთი ჯადოქრობით და მოგიშალონ თქვენი გზა.
64შეკრიბეთ თქვენი მზაკვრობა [ნუ იდავებთ ერთმანეთში], მერე გამოდით მწკრივად. წარმატებული იქნება იგი, ვინც დღეს გაიმარჯვებს
65[ჯადოქრებმა] უთხრეს: ჰეი მუსა! ან ისროლე, ან ჩვენ ვიქნებით პირველნი, ვინც ისვრის
66მიუგო [მუსამ] [ჯადოქრებს]: დიახ ისროლეთ! როცა მათი თოკები და მათი კვერთხები, თავიანთი ჯადოქრობიდან გამომდინარე, მოეჩვენა მას, როგორც მუცელზე ჩქარა მოსიარულე.
67ამგვარად მუსა თავისთავად შეიპყრო შიშის გრძნობამ
68[ალლაჰმა] ვუთხარით: ნუ გეშინია, შენ გამარჯვებული ხარ!
69ისროლე, რაც მარჯვენაში გიჭირავს და გადაყლაპავს იმას, რაც მათ გააკეთეს. ჭეშმარიტად, მათი ნამოქმედარი მხოლოდ ჯადოქრის მზაკვრობაა და არ ექნება წარმატება ჯადოქარს, სადაც წავა
70მაშინ სუჯუდზე დაეცნენ ჯადოქრები[ალლაჰის წინაშე]თაყვანის ცემით და თქვეს:ვირწმუნეთ ღმერთი ჰარუნისა და მუსასი[და თუ ეს ჯადოქრობა იქნებოდა ვერ მოგვიგებდნენ].
71[ფარაონმა] თქვა:ნუთუ ირწმუნეთ მისი სანამ მე ნებას დაგრთავდით?!უეჭველად იგი[მუსა ]თქვენი უფროსია რომელმაც გასწავლათ ჯადოქრობა.ამიტომ უეჭველად მოგკვეთთ ხელ-ფეხს სხვადასხვა მხრით, და პალმის ხეზე გაგაკრავთ, და ნამდვილად გაიგებთ ვისი ტანჯვა-წამებაა უფრო მკაცრი და ხანგრძლივი.
72[ჯადოქრებმა] უთხრეს [ფარაონს]: არ გამჯობინებთ ცხად მტკიცებულებებს რომლებიც ჩვენ მოგვევლინა და არც იმას[ალლაჰს] რომელმაც ჩვენ გაგვაჩინა. გადაწყვიტე, რასაც გადაწყვეტ! შენ მხოლოდ ამქვეყნიურ ცხოვრებაში გადაწყვეტ
73ჩვენ კი ვირწმუნეთ ჩვენი ღმერთი, რათა მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები და ის ჯადოქრობა, შენ რომ [ო, ფარაონ] გვაიძულებდი. და ალლაჰი უკეთესია [ჩვენთვის ვიდრე შენ] და მარადიული
74ჭეშმარიტად, იმას, ვინც ცოდვილი [ურწმუნო] წარსდგება თავისი ღმერთის წინაშე, მიეგება ჯოჯოხეთი. მასში არც მოკვდება[რათა დაისვენოს] და არც იცოცხლებს[კარგი სიცოცხლით].
75ხოლო ის, ვინც წარსდგება მის [ალლაჰის] წინაშე მორწმუნედ, რომელსაც სიკეთე უკეთებია... სწორედ მათთვის არის გამზადებული უმაღლესი საფეხურები
76სამოთხის ბაღები, სადაც მიედინებიან [დასახლებული ადგილებისა და ხეების ქვემოთ] მდინარეები. იქნებიან იქ მარადიულად და ეს არის მათი საზღაური, ვინც განიწმინდა [ვინც განწმინდა თავისი სული, მრავალღმერთიანობისგან და ცოდვებისგან].
77და ვფიცავ, ზეშთავაგონეთ მუსას: რომ ღამით წაიყვანე ჩემი მსახურები [ისრაილის შთამომავალთაგანნი] [ეგვიპტიდან] და გაუკვალე მათ მშრალი გზა ზღვაში. არ შეუშინდები მდევარს [ფარაონსა და მის ჯარს] და არც შეძრწუნდები. [და შუმავალმა მუსამ ისრაილის შთამომავლებთან ერთად დატოვა ეგვიპტე]
78დაედევნა მათ [მუსას და ისრაელის შთამომავალთ] უკან ფარაონი თავისი ჯარით და გადაეფარათ მათ ზღვისგან ის, რაც გადაეფარათ [დაეფარა მათ უზარმაზარი წყლის მასა].
79ფარაონმა თავისი ხალხი გზას ააცდინა [მათთვის ურწმუნოება ისე წარმოაჩინა, თითქოს სიკეთე ყოფილიყო] და არ უწინამძღრა [სწორი გზით].
80ჰეი ისრაელის შვილებო, ჩვენ გიხსენით თქვენი მტრისაგან, შეხვედრა დაგითქვით ატ-ტურის [მთის] მარჯვენა მხარეს და ზეგარდმოგივლინეთ მანანა და მწყერი
81ჭამეთ [ნებადართული] ის სიკეთენი, რაც სარჩოდ გიწყალობეთ, და ნუ გადააჭარბებთ ნება დართულს [ და ნუ შეჭამთ აკრძალულს, ნუ გაფლანგავთ და ნუ იქნებით უმადურები], თორემ დაგატყდებათ ჩემი რისხვა და, ვისაც ჩემი რისხვა დაატყდება, დაიღუპება.
82ჭეშმარიტად, მე [ალლაჰი] ვაპატიებ მათ, ვინც მოინანია [ურწმუნოება და მისი ცოდვები], ირწმუნა, სიკეთე აკეთა [ირწმუნა ალლაჰი და აღასრულებდა მის სიტყვას] და მერე სწორ [წეშმარიტ] გზას დაადგა
83[და ალლაჰმა უთხრა]: ჰეი მუსა! რამ დაგაჩქარა შენი ხალხისგან
84[მუსამ] უთხრა: ისინი მოდიან ჩემს კვალდაკვალ, მე კი ვიჩქარე შენკენ, ღმერთო ჩემო, რომ იყო კმაყოფილი
85[უზენაესმა ალლაჰმა] უთხრა: მე გამოვცადე შენი ხალხი შენს შემდგომ და სამირმა აცდუნა ისინი და აუბნია გზა.
86და დაბრუნდა მუსა თავის ხალხთან განრისხებული, დამწუხრებული. უთხრა [მათ]: ო, ჩემო ხალხო, განა არ მოუცია თქვენთვის ჩემს ღმერთს მშვენიერი აღთქმა, განა ხანგრძლივი გეჩვენათ აღთქმა ან ისურვეთ, რომ დაგატყდეთ რისხვა თქვენი ღმერთისაგან და შეცვალეთ ჩემი პირობა [დარჩედ მტკიცედ რწმენაში და მიჰყვეთ ჩემს გზას]?
87მათ მიუგეს [ო, მუსა] : არ შეგვიცვლია შენი პირობა ჩვენი ნებით, თუმცა ჩვენ დატვირთულნი ვიყავით იმ ერის [ფარაონის ერის] სამკაულებითა და ქონებით, და ჩვენც სწრაფად მოვიტანეთ და მოვაგროვეთ. ამგვარადვე ჩაყარა სამირმაც [ცეცხლში ჯაბრაილ ანგელოზის ცხენის ჩლიქიდა დან მიწა ]
88და განა ვერ ხედავდნენ, რომ ერთ სიტყვასაც კი არ უპასუხებდა იგი და არ ხელეწიფებოდა არც მათი ზარალი და არც სარგებელი?და ამგვარად გამოძერწა [საამირიმ]მათთვის ბღავანა ბოჩოლა, და თქვეს: ეს არის თქვენი ღმერთი და მუსას ღმერთიო, და დაავიწყდა[მუსას თავისი ღმერთი აქ თქვენთან ].
89ნუ თუ ვერ ხედავდნენ [ხბოს თაყვანისცემლები], რომ ერთ სიტყვასაც კი არ უპასუხებდა იგი და არ ხელეწიფებოდა არც მათი ზარალი და არც სარგებელი?
90და უთხრა მათ [ისრაილის ძეებს] ჰარუნმა, ადრევე სანამ მუსა დაბრუნდებოდა: ჰეი, ერო ჩემო! ეს [ხბო] მხოლოდ გამოცდად მოგეცათ რათა გამოირჩნენ მორწმუნენი და ურწმუნონი. მართლაც, თქვენი უფალი არის მოწყალე [ალლაჰი]. მომყევით მე [მხოლოდ ალლაჰის თაყვანისცემაში] და დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას (მისი განკარგულებების შესრულებაში)
91[ხბოს თაყვანისმცემლებმა] თქვეს: არ შევწყვეტთ ჩვენ მის თაყვანისცემას, ვიდრე მუსა არ დაბრუნდება ჩვენთან.
92[როცა დაბრუნდა მუსა]უთხრა: ჰეი ჰარუნ, რამ შეგაკავა როცა ნახე, რომ გზას აცდნენ ისინი,
93რომ არ გამომყოლოდი[ანუ მიგეტოვებინა ხბოს მთაყვანისმცემელი ხალხი და გამომყოლოდი მე]? ნუთუ ჩემს ბრძანებას ეურჩე?!
94[ჰარუნმა] მიუგო [როცა მუსამ მარჯვენა ხელით თმაში ჩაავლო ხელი, ხოლო მარცხენათი წვერში]: დედაჩემის ძეო, ნუ დამიჭერ მე წვერით და თავით. ჭეშმარიტად, შემეშინდა, რომ იტყოდი განხეთქილება ჩამოგიგდია ისრაელის ძეთა შორის და ჩემი სიტყვა არ დაგიცავსო [მუსას რჩევები ისრაილის შთამომავლობაზე ზრუნვის შესახებ]
95[მუსამ] უთხრა: შენ რაღას იტყვი, სამირიან?![რატომ გააკეთე ის რაც გააკეთე?!]
96[სამირიანმა] მიუგო [გამართლებით]: მე დავინახე ის, რაც მათ ვერ დაინახეს [მან იხილა ანგელოზი ჯიბრილი ცხენზე ამხედრებული იმ დროს, როდესაც ხალხი გამოდიოდა ზღვიდან, ხოლო ფარაონი და მისი ლაშქარი იხრჩობოდნენ]. ავიღე ერთი მუჭა [მიწა] შუამავლის ნაკვალევიდან [ჯიბრილის ცხენის ნალის ქვემოდან] და ჩავყარე მასში, და ასევე შემაცდინა ჩემმა სულმაც.
97[მუსამ] უთხრა [სამირიანს]: მოშორდი! უეჭველად, შენ ამქვეყნად მხოლოდ ის გექნეს სათქმელი, რომ იძახო: არ მომეკაროთ! და შენ გექნება დათქმული დრო[განკითხვის დღე როდესაც ამ ხბოს გამო დაისჯები] ; და შეხედე შენს ღვთაებას, რომელსაც მიეჯაჭვე, უეჭველად დავწვავთ მას და გადავყრით მას ზღვაში ნაცრად
98თქვენი ღვთაება მხოლოდ ალლაჰია, არ არსებობს სხვა ღვთაება მის გარდა. მან გარემოიცვა ყველაფერი ცოდნით
99ამგვარად მოგითხრობთ [როგორც მოთხრობილია მუსაზე, ფარაონზე და მათ ხალხებზე] ამბებს [ო, შუამავალო], რაც უწინ მომხდარა; შენ კი გიბოძეთ ჩვენი წიაღიდან წიგნი [ყურანი]
100ვინც ზურგს შეაქცევს მას [ყურანს] [მის ჭეშმარიტებას არ აღიარებს და მის ბრძანებებს არ დაემორჩილება], ჭეშმარიტად, აღდგომის დღეს იტყვირთავს მძიმე ტვირთს
101მარადიულად მასში იქნებიან [სასჯელში], და მათთვის რაოდენ ცუდი ტვირთია აღდგომის დღეს
102იმ დღეს, როცა ჩაბერილ იქნება საყვირში, ცოდვილებს [ურწმუნოებს] შევკრებთ იმ დღეს თვალებ გალურჯებულთ.[იმ მდგომარეობაში იქნებიან იმ დღის საშინელების გამო].
103ერთმანეთში იჩურჩულებენ: ჩვენ იქ [სიკვდილის შემდეგ სამარეში] მხოლოდ ათი [ღამით] დავრჩითო
104ჩვენ უკეთ ვიცით, რასაც იტყვიან. და იტყვის მათგან ყველაზე უფრო ჭკვიანი: თქვენ იქ მხოლოდ ერთ დღეს დაჰყავითო [განკითხვის დღესთან შედარებით]
105და გეკითხებიან შენ [შენი ხალხი] [ო, შუამავალო] მთების შესახებ, უთხარი: მტვრად აქცევს მათ ჩემი უფალი.
106და მოსწორებულ ველებად აქცევს [იმ ადგილს, სადაც ადრე მთები იყო].
107ვეღარ იხილავთ ვერც მაღლობებს და ვერც ჩაღრმავებას.
108იმ დღეს [განკითხვის დღეს] გაჰყვებიან ისინი მხმობელს[ შესაკრებ მოედნისკენ], რომელშიც სიმრუდე არ არის. გაიკმინდება ხმები მოწყალის წინაშე და ვერაფერს გაიგონებ, ჩურჩულის გარდა
109იმ დღეს [განკითხვის დღეს] არ წაადგება შუამდგომლობა არავის, თუ არა იმას, ვისაც ნებას მისცემს მოწყალე და ვისი სიტყვითაც კმაყოფილი იქნება.
110მან[ალლაჰმა] იცის, რაც მათ წინაა [მომავალი] და რაც მათ უკან იყო წარსული] და [ქმნილებები] ვერ ჩასწვდებიან მას [ალლაჰს]ცოდნით.
111დაიხრება ყოველი სახე [ალლაჰის წინაში], მარადცოცხალის წინაშე და წარწყემდილნი იქნებიან ისინი, ვინც უსამართლობას იტვირთავს [ვინც მრავალღმერთიანობა ჩაიდინა, ვინაიდან ყველაზე დიდი უსამართლობა მრავალღმერთიანობაა]
112იმას კი, ვინც გააკეთებს სიკეთეებს და თან მორწმუნეა, ნუ შეეშინდება უსამართლობისა და ნურც დანაკლისისგან [მის კეთილ საქმეებს არაფერი დააკლდება]
113ამგვარად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი არაბულ ყურანად და დაწვრილებით განვმარტეთ მასში შეგონებანი, რათა ეგების, მათ ღმერთის შიში იქონიონ ანდა[ყურანმა] მოუტანოს მათ შეგონება[რათა აკეთონ კეთილი საქმეები].
114უზენაესია ალლაჰი ჭეშმარიტი მეფე! ნუ იჩქარებ ყურანით, ვიდრე არ დასრულდება შენთვის მისი ზეშთაგონება და თქვი: „ღმერთო ჩემო! შემმატე ცოდნა [რაც შენ უკვე მომანიჭე]
115და ჭეშმარიტად, ჩვენ აღთქმა მივეცით ადამს უწინ [როცა ის იყოს სამოთხეში] [რომ ის არ შეჭამდა მითითებულ ხის ნაყოფს]; მას კი დაავიწყდა იგი და ვერ ვპოვეთ ის მტკიცე [ცდუნების წინააღმდეგ გასამკლავებლად]
116და [ალლაჰმა] ვუთხარით ანგელოზებს: სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის. და სეჯდე აღასრულეს იბლისის გარდა, რომელმაც უარყო [სეჯდის შესრულება]
117ჩვენ ვუთხარით: ო ადამ, ჭეშმარიტად, ის [იბლისი] მტერია შენი და შენი ცოლის. და ნუ გაგაძევებთ თქვენ სამოთხიდან, თორემ იქნები უბედური
118[ო, აადამ] შენ არ მოგშივდება იქ და ტიტველი არ იქნები
119და ჭეშმარიტად, შენ იქ არც წყურვილი შეგაწუხებს [სამოთხეში] და არც მზის სიცხე
120აცდუნა იგი [ადამი] ეშმაკმა და უთხრა: ჰეი ადამ! გინდა გაჩვენო ხე მარადისობისა და სამეფო, რომელიც არ გაცამტვერდება [ისეთი ხეა, რომ თუ მის ნაყოფს შეჭამ, უკვდავი გახდები და აღარასდროს მოკვდები, და მარადიულად [ძალა და მფლობელობა] გექნება]?
121და მათ [ადამმა და ევამ] ჭამეს მისგან და გამოუჩნდათ მათ თავიანთი სასირცხო ადგილები. დაიწყეს სამოთხის ფოთლების მიფარება სხეულზე. ეურჩა ადამი თავის ღმერთს და შეცდა [ალლაჰმა აუკრძალა შეეჭამა იმ ხის ნაყოფი]
122მერე გამოარჩია იგი [ადამი] თავისმა ღმერთმა [შუამავლად], შეუნდო მას და ჭეშმარიტ გზაზე დაადგინა
123[ალლაჰმა] უთხრა [აადამს]: დაეშვით მისგან [სამოთხიდან] [დედამიწაზე] ერთიანად, ერთმანეთის მტრები იქნებით, და თუ მოგივათ თქვენ ჩემგან ჭეშმარიტი გზა, და ვინც გაყვება ჩემს ჭეშმარიტ გზას, გზა არ აერევა და არც გაუბედურდება.
124ხოლო ვინც ზურგს შეაქცევს ჩემს შეხსენებას [ჩემი სიტყვებისა და ბრძანებებისგან] , მას მტანჯველი ცხოვრება ექნება, და განკითხვის დღეს ბრმად აღვადგენთ
125იტყვის: ღმერთო ჩემო! რად აღმადგინე ბრმად, მე ხომ უწინ [ამქვეყნიურ ცხოვრებაში] მხედველი ვიყავი?
126[ალლაჰი] ეტყვის მას: ამგვარად! შენთან მოვიდა ჩემი სასწაულები, შენ კი დაივიწყე ისინი და დღეს, შენ იქნები დავიწყებული [ჯოჯოხეთში მიტოვებულად]
127ამგვარად დავსჯით იმას [ამ ქვეყნად], ვინც ზღვარს გადავიდა[ცოდვებში ჩაფლული იყო ] და არ ირწმუნა თავისი ღმერთის აიათები, ხოლო საიქიოს სასჯელი უფრო ძლიერი და მარადიულია
128ნუთუ არ მიანიჭა მათ [მექის კერპთმთაყვანისმცემლებს] ჭეშმარიტი გზის დანახვა, არადა რამდენი თაობა დაგვიღუპავს უწინ, რომელთა საცხოვრებლებზეც ახლა დადიან. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია გონების მქონეთათვის
129და რომ არა სიტყვა [სასჯელის გადავადების აღთქმა], რომელიც უწინ მოგეცათ შენი ღმერთისაგან [ალლაჰიასგან], გარდაუვალი იქნებოდა განსაზღვრული დრო
130და მოითმინე [ო, შუამავალო], რასაც ისინი ამბობენ, ქებით განადიდე შენი ღმერთი მზის ამოსვლის წინ და მის ჩასვლამდე და ასევე ღამის საათებში ადიდე და დილის მონაკვეთებში, რათა ეგების იყო კმაყოფილი
131თვალი ნუ გაგექცევა იმისკენ, რითაც ჩვენ ვასარგებლეთ ზოგი იმათგანი [მრავალღმერთიანთაგანი] მიწიერი ცხოვრების შემკულობანით, რათა ამით გამოგვეცადა ისინი. ხოლო სარჩო შენი ღმერთისა [მარადიულ ცხოვრებაში] უფრო უკეთესი და მარადიულია!
132და უბრძანე [ო, შუამავალო] შენს ოჯახს ლოცვის [შესრულება] და იყავი მომთმენი მასზე. ჩვენ არ გთხოვთ სარჩოს, სარჩოს თვითონ მოგცემთ. ხოლო კეთილი ბოლო ღვთისმოშიშებისაა!ის
133და თქვეს [ურწმუნოებმა]: ნეტავ მოეტანა ჩვენთვის ერთი სასწაული მაინც თავისი ღმერთისგან. განა არ მისვლიათ [ყურანში] ცხადი სასწაული იმათ, რაც არის პირველ გრაგნილებზე
134და რომ დაგვეღუპა ისინი [ურწმუნონი] სასჯელით ამაზე უწინ, იტყოდნენ: ღმერთო ჩვენო, შენ რომ გამოგეგზავნა ჩვენთვის შუამავალი, უსათუოდ მივყვებოდით შენს სასწაულებს, ვიდრე დავმცირდებოდით და დავკნინდებოდით.
135უთხარი [ო, შუამავალო] [ამ მრავალღმერთიანებს]: ყველა ელოდება და თქვენც დაელოდეთ! მალე შეიტყობთ, ვინ იმყოფებოდა მართალ გზაზე და ვინ მიიღო ჭეშმარიტება სწორ გზადამკვლევად