القصص
The Stories • 88 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ტა სიინ მიიმ
2ეს [ის, რაც წაიკითხება] არის აიათები განმარტებული წიგნიდან [ყურანიდან რომელიც ჭეშმარიტებას განმარტავს]
3ჩვენ მოგიყვებით შენ [ო, მუჰამმად] მუსას და ფარაონის ამბავს ჭეშმარიტად [ისე, თითქოს თავად ყოფილიყავი ამ ისტორიის მოწმე] იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სწამთ [რომ ყურანი არის ალლაჰის მიერ გარდმოვლენილი]
4ჭეშმარიტად, ფარაონი თავის ქვეყანაში [ეგვიპტეში] გაამპარტავანდა [გახდა დესპოტი] და თავისი ხალხი ჯგუფებად გახადა [დაყო], [და ამას აკეთებდა] მათი ერთი ნაწილის [ისრაელის შვილთა] დასუსტებისთვის [დამცირებისთვის]. ის კლავდა მათ ვაჟებს და ცოცხალს ტოვებდა მათ ქალებს. უეჭველად, ის [ფარაონი] იყო არეულობის მთესველთაგანი
5ჩვენ ვინდომეთ წყალობა მოგვეცა მათთვის, ვინც დამცირებული იყო მიწაზე [ეგვიპტეში] [ისრაელის შვილები], რომ გაგვეხადა ისინი წინამძღვრებად [კეთილ საქმეებში] და მემკვიდრეებად [შამის მიწაზე] [ფარაონისა და მისი ხალხის დაღუპვის შემდეგ]
6და [ჩვენ ვინდომეთ] დაგვემკვიდრებინა ისინი [ისრაელის შვილები] მიწაზე [მიგვეცა მათთვის ძალაუფლება] და გვეჩვენებინა ფარაონისთვის, ჰამანისთვის და მათი ჯარისთვის ის, რასაც ისინი შიშობდნენ მათგან [ფარაონისა და მისი ჯარის დაღუპვა და მისი ხელისუფლების კრახი]
7და ჩვენ შთავაგონეთ მუსას დედას [როცა ის დაიბადა]: ]მშვიდად) აწოვე მას [შენს შვილს] ძუძუ' ხოლო როცა შეგეშინდება მისგამო [რომ შეიძლება ფარაონის ხალხმა მოკლას], მაშინ [ჩადე ის კიდობანში და] ჩააგდე ის წყალში [ნილოსის დინებაზე,] და არ შეგეშინდეს [რომ ის დაიხრჩობა ან მოკლავენ], და არ დამწუხრდე [მისგან განშორების გამო]! უეჭველად, ჩვენ დაგიბრუნებთ მას და ვჰქმით მას ერთ-ერთ მოციქულთაგან
8და ფარაონის ხალხმა [რომელებმაც მას წააწყდა, როცა კიდობნით ნილოსში დაცურავდა] აიყვანა იგი [მუსა], რათა იგი [ბოლოს] გამხდარიყო მათთვის მტერი და მწუხარების მიზეზი. უეჭველად, ფარაონი, ჰამანი და მათი ორივეს ჯარები იყვნენ ცოდვილნი [მრავალღმერთიანები]!
9და ფარაონის ცოლმა უთხრა [ფარაონს]: [ეს ბავშვი იქნება] თვალთა ნუგეში [სიხარულის წყარო] ჩემთვის და შენთვის! ნუ მოკლავ მას; იქნებ მოგვიტანოს სიკეთე, ან შვილად მივიღოთ იგი. ხოლო ისინი [ფარაონი და მისი ხალხი] ვერც კი გრძნობდნენ [რომ სწორედ ის გახდებოდა მათი დაღუპვის მიზეზი]
10და მუსას დედის გული გახდა ცარიელი [აღარაფერზე ფიქრობდა ამ სამყაროში, გარდა თავისი შვილისა]. ლამის იყო გაემხილა ეს [რომ ეს მისი შვილი იყო], რომ არა ჩვენ მიერ მისი გულის განმტკიცება, რათა ყოფილიყო მორწმუნეთაგან [ალლაჰის აღთქმაში] [და მასში მტკიცედ დარწმუნებული]
11[მუსას დედამ] უთხრა მის[მუსას] დას [როცა კიდობანი მდინარეში გაუშვა]: გაჰყევი მას [რომ გაიგო, რა მოუვა]! და მან მას[მუსას] შორიდან უთვალთვალა, ხოლო მათ [ფარაონის ხალხმა] ვერც კი შეამჩნიეს [რომ ის მისი და იყო, და ამისგამო უთვალთვალებდა მას]
12და ჩვენ ავუკრძალეთ მას [მუსას] მეძუძური ქალები [ისე მოვაწყეთ, რომ მუსა ვერ წოვდა ძუძუს ვერცერთი მეძუძურისგან] მანამდე [სანამ დედასთან დაბრუნდებოდა]. და უთხრა მან [მუსას დამ]: გნებავთ, გაჩვენოთ ერთი სახლის მცხოვრებნი [ოჯახი], რომლებიც თქვენს მაგივრად მოუვლიან მას და მასთან კეთილნი იქნებიან/მის აღზრდაზე იზრუნებენ?
13და ჩვენ დავაბრუნეთ იგი [მუსა] მის დედასთან, რათა მისი თვალები ნუგეშით აღვსებულიყო [რომ ყოფილიყო მშვიდად] და არ დამწუხრებულიყო ([მისგან განშორებით] რათა სცოდნოდა[მუსას დედას], რომ ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტებაა, თუმცა მათმა [მრავალღმერთიანთა] უმეტესობამ არ იცის
14და როცა [მუსამ] ზრდასრულობას მიაღწია და სრული გახდა[გონებრივად და ფიზიკურად], ჩვენ ვუბოძეთ მას სიბრძნე და ცოდნა [რათა სცოდნოდა ალლაჰის კანონის წესები ისრაელთა სარწმუნოებაში]. და ამგვარად ვაჯილდოვებთ კეთილის მქმნელთ
15და შევიდა [მუსა] [ფარულად] ქალაქში, როცა მისი მცხოვრებნი უყურადღებოდ იყვნენ და ნახა იქ, ორი კაცი ერთმანეთს ეჩხუბებოდა, ეს მისი მომხრეთაგანი იყო, მეორე კი იყო მისი მტრების რიგებიდან. მისმა მომხრეთაგანმა დახმარება სთხოვა მისი მტრის წინააღმდეგ. მუსამ დაარტყა და მოკლა. თქვა: ეს ეშმაკის საქმეთაგანია; ჭეშმარიტად, იგი ცხადი გზის ამბნევი მტერია
16თქვა [მუსამ]: ღმერთო ჩემო, უსამართლოდ მოვექეცი საკუთარ თავს. მაპატიე მე. და [ალლაჰმაც] აპატია [მუსას]. რამეთუ იგი მპატიებელი, შემწყალებელია
17[შემდეგ] [მუსამ] თქვა: ღმერთო ჩემო, იმისათვის, რა წყალობაც მიყავი, არასოდეს ვიქნები მე დამნაშავეთა შემწე
18და მეორე დილით ის [მუსა] კვლავ აღმოჩნდა იმ ქალაქში [სადაც მკვლელობა ჩაიდინა], შიშში მყოფი და ფრთხილად მოქმედი [ყურად იღებდა, რას ამბობდნენ ადამიანები გუშინდელ მკვლელობაზე]. უცებ [მუსამ ნახა] ის [მისი თანამოძმე], რომელსაც გუშინ დაეხმარა, [დღეს უკვე სხვა ადამიანთან ჩხუბობდა] და ისევ უხმობდა მას [დახმარებისათვის]. მაშინ მუსამ უთხრა მას: ჭეშმარიტად, შენ აშკარად გზააბნეული ხარ [რადგან ჩხუბობ მათთან, ვინც შენზე ძლიერია]
19და როცა [მუსამ] ისურვა დაერტყა[ძლიერად] მისთვის რომელიც იყო მათი მტერი, უთხრა [მტერმა]: ჰეი მუსა, ნუთუ გსურს, მეც ისევე მომკლა, როგორც ის მოკალი გუშინ? ეგებ გსურს, რომ იყო ტირანი [უსამართლო] ქვეყანაზე, და არ გსურს, რომ იყო შემრიგებელთაგანი
20მოვიდა [ერთი] [მორწმუნე] კაცი [რომელიც მალავდა თავის რწმენას და იყო ფარაონის ხალხიდან] [რომელსაც მუსა იცნობდა] ქალაქის [შორეული] გარეუბნიდან აჩქარებული, და უთხრა: ო, მუსა! უეჭველად, დიდებულები [ფარაონის ხალხიდან] განიხილავენ შენზე, რომ მოგკლან [იმ მკვლელობის გამო, რაც ჩაიდინე]. გადი [ამ ქვეყნიდან] [შენს გადასარჩენად] რადგან ჭეშმარიტად, მე შენთვის კარგის მრჩეველი ვარ
21და იგი [მუსა] გამოვიდა იქიდან [ფარაონის ქვეყნიდან] შიშითა და სიფრთხილით [იხედებოდა, ხომ არ მისდევდნენ]. [მუსამ] თქვა: «უფალო, გადამარჩინე ბოროტმოქმედი ხალხისაგან
22და როცა იგი [მუსა] გაემართა [გეზი აიღო] მედიანის მიმართულებით, თქვა: იქნება, ჩემმა უფალმა სწორ გზაზე მატაროს
23და როცა მივიდა [მუსა] მადიენის წყაროსთან, დაინახა ხალხის ბრბო, რომლებიც საქონელს წყალს ასმევდნენ. და მათგან ოდნავ მოშორებით დაინახა ორი ქალი, რომლებიც თავიანთ პირუტყვს აკავებდნენ[წყლისკენ არ უშვებდნენ]. [მუსამ] უთხრა ამ ორ ქალს: რა გაგჭირვებიათ? მიუგეს: ჩვენ არ ვასმევთ [პირუტყვს], სანამ მწყემსები არ წაიყვანენ [თავიანთ საქონელს], ხოლო ჩვენი მამა ხანდაზმული მოხუცია
24და [მუსამ] დაურწყულა მათ [საქონელი] შემდეგ ხის ჩრდილს მიაშურა და [ძალიან მშიერმა] თქვა: ღმერთო ჩემო, მე მჭირდება ის სიკეთე [საჭმელი], რომელსაც შენ მომივლენ
25და მოვიდა მასთან ერთ-ერთი [იმ ორი ქალიდან], მორიდებით და უთხრა: უეჭველად, მამაჩემი გეძახის, რათა მოგაგოს ჯილდო იმისთვის, რომ ჩვენი პირუტყვი დაარწყულე. და როცა იგი [მუსა] მივიდა მასთან [მათ მამასთან] და უამბო თავისი ისტორია, მან უთხრა: «ნუ გეშინია, შენ თავს დავაღწიე იმ ხალხისგან, რომლებიც უსამართლონი არიან [რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლებას არ ფლობს]
26მათგან ერთ-ერთმა თქვა: მამაჩემო, დაიქირავე იგი [მუსა], რადგან ყველაზე საუკეთესო იმათთგან, ვისაც დაიქირავებ, არის ძლიერი [რომელსაც შეუძლია პირუტყვის დაცვა] და სანდო [ვისაც შეიძლება თამამად ენდო]
27[მათმა მამამ] უთხრა [მუსას]: ჭეშმმარიტად, მინდა, რომ ჩემს ორ ქალთაგან ერთ-ერთი შეგრთო იმ [პირობით], რომ შენ ჯამაგირობას გამიწევ [პირუტყვის მწყემსად] რვა წელს. ხოლო თუ ათ წელს შეასრულებ, ეს [იქნება] შენს მიერ გამოჩენილი [სუფთა სიკეთე]. და მე არ მსურს გაგიძნელო [ათწლიანი ვალდებულებით], შენ მნახავ თუ ალლაჰი ინებებს, მართალთაგანს[შეთანხმების შესრულებაში]
28მან [მუსამ] თქვა: ეს [რაც შენ თქვი] ჩემსა და შენს შორის იყოს, ამ ორ ვადათაგან, რომელსაც შევასრულებ [რვა თუ ათი წელი], არ [უნდა იყოს] ჩემზე ზეწოლა [არ მომთხოვო მეტი], და ალლაჰი არის თავმდები [მოწმე და მცველი] იმისა, რასაც ვამბობთ
29და მას შემდეგ, რაც მუსამ დაასრულა [მწყემსად მუშაობის] ვადა [ათი წელი] და გაემგზავრა [მადაინიდან ეგვიპტეში] თავის [ახალგაზრდა] ოჯახთან ერთად [რათა ეწვია ნათესავებს] [და ამავე დროს ფარაონისგან ფრთხილობდა], მან ტურის მთის მხრიდან შენიშნა ცეცხლი. მან უთხრა თავის ოჯახს: «დარჩით აქ, უეჭველად, დავინახე [შორს] ცეცხლი. იქნებ იქიდან მოგიტანოთ რამე ამბავი, ან ანთებული ნაკვერჩხალი [კოცონის გასაჩაღებლად], ეგების გათბეთ
30და როცა იგი [მუსა] მივიდა მასთან [ცეცხლლთან], მას მოუხმო ხმამ [ალლაჰისგან] ხეობის მარჯვენა მხრიდან, კურთხეულ კორომში, ხის მხრიდან: ო, მუსა! უეჭველად, მე ვარ ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი
31და [ჩვენ ვუთხარით] გაისროლე შენი კვერთხი! ხოლო როცა [მუსამ] დაინახა იგი [მისი კვერთხი], იკლაკნებოდა თითქოს გველი იყო, ზურგი იბრუნა და უკან აღარ მოუხედავს. ჰეი მუსა! მობრუნდი და ნუ გეშინია. ჭეშმარიტად, შენ უსაფრთხოდ მყოფთაგანი ხარ
32ჩაყავი [ო, მუსა] შენი ხელი უბეში, და ამოიღებ მას თეთრს [თოვლივით] ყოველგვარი ზიანის გარეშე, და მიიკარი შენი ფრთა [შენი ხელი] შენსკენ [რათა გათავისუფლდე] შიშისგან. აი ეს [ჯოხის გველად გადაქცევა და თოვლივით თეთრი ხელი] არის ორი მტკიცებულება შენი უფლისგან ფარაონისა და მის დიდებულთა წინაშე, რადგან ჭეშმარიტად, ისინი იყვნენ ურჩი [ურწმუნო] ხალხი
33[მუსამ] თქვა: ღმერთო, მე მათგან [ფარაონის ხალხიდან] ერთი ადამიანი მოვკალი და ამიტომ მეშინია, რომ [თუ მათთან წავალ] ისინი მომკლავენ
34და ჩემი ძმა, ჰარუნი, ჩემზე უკეთ მეტყველია, ამიტომ გამოგზავნე იგი ჩემს დამხმარედ, რათა მან დაადასტუროს ჩემი სიმართლე [და აუხსნას მათ ის, რითაც მე ვამხილებ მათ]. ჭეშმარიტად, მეშინია, რომ ისინი უარმყოფენ მე [არ დამიჯერებენ] [რომ მე მათთან ალლაჰისგან ვარ მოვლინებული]
35და უთხრა [ყოვლად უზენაესმა ალლაჰმა]: ჩვენ გავაძლიერებთ შენს ხელს [მოგცემთ მხარდაჭერას] შენი ძმით [ჰარუნით] და მოგცემთ თქვენ ორს მტკიცებულებას [ფარაონისა და მისი ხალხის წინაშე], ისე რომ ისინი ვერ მოგწვდებიან [ვერ გავნებენ]. ჩვენი სასწაულებით თქვენ ორნი [ო, მუსა და ჰარუნ] და ისინი, ვინც მოგყვებიან, გამარჯვებულნი იქნებით
36და როცა მივიდა მუსა მათთან ჩვენი ცხადი სასწაულებით, მათ თქვეს: ეს მხოლოდ გამოგონილი ჯადოქრობაა. არაფერი გვსმენია ამის შესახებ ჩვენი წინაპრებისგან
37მუსამ უთხრა: ჩემი ღმერთი უკეთ იცნობს იმათ, ვინც თქვენ მისგან მოგიტანათ ჭეშმარიტი გზა. და იმას, ვისაც ექნება საზღაურად მარადიული სამკვიდრო. ჭეშმარიტად, უსამართლონი [ურწმუნონი] ვერ მოიპოვებენ წარმატებას
38უთხრა ფარაონმა: ო, დიდებულნო, მე არ ვიცი თქვენთვის სხვა ღვთაება ჩემს გარდა. ჰეი ჰამან! დაანთე ჩემთვის ცეცხლი თიხაზე და ამიგე კოშკი, რათა ეგების დავინახო მუსას ღმერთი, თუმცაღა ვთიქრობ, რომ იგი [მუსა] მატყუართაგანია.
39და თავი განიდიდეს მან [ფარაონმა] და მისმა ლაშქარმა ქვეყანაზე უსამართლოდ და ეგონათ, რომ ჩვენ წიაღ არ იქნებოდნენ დაბრუნებულნი [სიკვდილის შემდეგ].
40შევიპყარით ის [ფარაონი] და მისი ჯარი, და ჩავყარეთ ისინი ზღვაში და შეხედე, როგორი იყო უსამართლოთა აღსასრული
41და ვჰქმენით ისინი [ფარაონი და მისი ხალხი] წინამძღვრებად, რომლებიც [თავისი საქმეებით] მოუწოდებენ [სხვებს] ცეცხლში [ჯოჯოხეთში], და აღდგომის დღეს მათ ვერ დაეხმარება
42და ვჰქმენით ისე, რომ ამქვეყნად მათ [ფარაონს და მის ხალხს] თან სდევს წყევლა [სასჯელი და დამცირება], ხოლო აღდგომის დღეს ისინი შერცხვენილთაგან იქნებიან[ალლაჰის წყალობისგან განდევნილნი იქნებიან].
43და ვფიცავ, ვუბოძეთ მუსას წიგნი- [თორა] იმის შემდგომ, რაც დავღუპეთ პირველი თაობები, -როგორც ნათელი გზა ხალხისთვის [რის მიხედვითაც ისინი ცნობდნენ ჭეშმარიტებას], [ასევე] როგორც მართალი გზამკვლევი და მოწყალება, რათა მათ გაიხსენონ [ის დარიგებები, რომლებიც ამ წიგნშია]
44და შენ [ო, მუჰამმად] არ ყოფილხარ [იმ] მთის დასავლეთ მხარეს, როცა ჩვენ გადავწყვიტეთ მუსას საქმე [როცა ალლაჰმა გადაწყვიტა მისი გაგზავნა ფარაონისა და მისი ხალხისაკენ როგორც მოციქული], და არ ყოფილხარ ამის დამსწრეთაგანი [რომ თავად მოყვებოდე ამას].
45მაგრამ ჩვენ შევქმენით [სხვა] თაობები [შუამავალი მუსას შემდეგ] და მათთვის სიცოცხლე გახანგრძლივდა [გავიდა დრო და თაობები შეიცვალა] [ისე, რომ მათ დაივიწყეს შეთანხმება, რომელიც ალლაჰთან ჰქონდათ დადებული]. და შენ [ო, მუჰჰამედ] არ ყოფილხარ მადაინის მცხოვრებთა შორის [არ ცხოვრობდი მათთან], რომ წაგეკითხა მათთვის ჩვენი სასწაულები [ჩვენი წიგნი] [რათა იცოდე მისი ამბები], მაგრამ მაინც ჩვენ ვიყავით გამგზავნელნი[შენი, და ჩვენი გამხილებით ყვები მუსას ამბავს].
46და შენ [ო, მოციქულო] არ ყოფილხარ ტურის მთის მხარეს, როცა ჩვენ მოვუხმეთ [მუსას] [შენ არ ყოფილხარ ამ ამბის მოწმე], არამედ იყო წყალობა შენი ღმერთისაგან, რათა გაგებრთხილებინა ხალხი, რომელთანაც არ მოსულა შემგონებელი [მოციქული] შენამდე, ეგების მათ გაიხსენონ.
47და რომ არ თქვან [ურწმუნოებმა] როცა მათ შეემთხვევათ რაიმე უბედურება იმის გამო, რაც მათმა ხელებმა წაიმძღოლიეს [რაც მათ ჩაიდინეს] : ღმერთო ჩვენო, რომ გამოგეგზავნა ჩვენთან მოციქული, გავყვებოდით შენს სასწაულებს [შენს წიგნს] და ვიქნებოდით მორწმუნეთაგანნი
48და როცა მივიდა ჭეშმარიტება ჩვენი წიაღიდან [მივიდა შუამავალი მუჰამმადი ჭეშმარიტებით], [ურწმუნოებმა] თქვეს: ნეტავ, გვბოძებოდა იმის მსგავსი, რაც მუსას ებოძა. განა არ უარყვეს ის, რაც უწინ მუსას ებოძა? და თქვეს: ეს ორი ჯადოქარია, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან. ჭეშმარიტად, ჩვენ არც ერთ მათგანისას არ ვირწმუნებთ
49უთხარი [ო, შუამავალო] [ამ ურწმუნოებს, რომლებსაც არ სურთ ყურანის მიღება]: მოიტანეთ ალლაჰისგან წიგნი, რომელიც უფრო ჭეშმარიტი იქნებოდა [სახელმძღვანელოდ], ვიდრე ეს ორი [თორა და ყურანი], და მე მას მივყვები, თუ მართალს ამბობთ!
50თუ ისინი არ გიპასუხებენ [ო, შუამავალო] [არ მოგიტანენ წიგნს, რომელიც უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე თორა და ყურანი], მაშინ იცოდე, რომ [მათ აღარ დარჩათ არანაირი მტკიცებულება და] ისინი მხოლოდ თავიანთ ახირებებს მისდევენ. და ვინ არის იმაზე უფრო გზააბნეული, ვიდრე ის, ვინც მისდევს თავის ახირებას ალლაჰის ხელმძღვანელობის გარეშე? ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უხელმძღვანელებს [ჭეშმარიტებისაკენ] უსამართლო ხალხს
51და ვფიცავ, ჩვენ მივიტანეთ მათთან სიტყვა, ეგების მათ შეეგონებინათ
52რომელთაც ვუბოძეთ წიგნი მანამდე [ყურანამდე] [იგულისხმებიან წიგნის ხალხიდან ისინი, რომელთაც ისლამი მიიღეს], მათ მისი [ყურანის] სწამთ
53და როცა [წიგნის ხალხს] მათ ეკითხებათ [ყურანი], ამბობენ: ვირწმუნეთ ის [ყურანი]! ჭეშმარიტად, იგია ჭეშმარიტება ჩვენი ღმერთისაგან. ჩვენ უწინაც მორჩილნი [ერთღმერთიანნი] ვიყავით
54ასეთებს მიეცემათ მათი ჯილდო ორმაგად [იმისთვის, რომ ისინი იყვნენ მორწმუნენი თავიანთი წერილების და შემდეგ ირწმუნეს ყურანიც], და იმისთვის, რომ მოთმინებას იჩენდნენ [ჭეშმარიტებას მისდევდნენ]. და ისინი სიკეთით იგერიებენ ბოროტებას და იმიდან, რაც ჩვენ მივანიჭეთ მათ [თავიანთი ნებადართული ქონებიდან], ხარჯავენ.
55და როცა გაიგონებენ ფუჭსიტყვაობას, ზურგს იქცევენ მისგან და ამბობენ: „ჩვენ, ჩვენი საქმეები გვაქვს, თქვენ თქვენი საქმეები. მშვიდობა თქვენდა! ჩვენ არაფერი გვესაქმება უმეცრებთან
56ჭეშმარიტად, შენ [ო, შუამავალო] ვერ დაადგენ სწორ გზაზე [ვერ მოიყვან რწმენაში] იმას, ვინც გიყვარს. არამედ ალლაჰი ადგენს სწორ გზაზე, ვისაც ინებებს. და მან უკეთ იცის ისინი, ვინც სწორ გზას მისდევს
57და [მექქელმა მრავალღმერთიანებმა] თქვეს: თუ შენთან ერთად [ო, მუჰამედ] მივყვებით [ჭეშმარიტ] გზას [იმ რწმენას, რითაც მოხვედი] [და უარს ვიტყვით ჩვენს კერპებზე], მაშინ ჩვენ გამოგვაძევებენ [სხვა არაბები] ჩვენი ქვეყნიდან [მექადან]. ნუთუ ჩვენ არ გავხადეთ მათთვის [ეს ქალაქი] [მექა] აკრძალულ ადგილად [სისხლის დაღვრისთვის] და უსაფრთხოდ [მათთვის, ვინც იქ ცხოვრობს], მას[წმინდა ქალა მექას] მიეწოდება ნაყოფი ყველაფრისა, როგორც ჩვენი წყალობის [საკვების] ბოძება. მაგრამ მათი [მრავალღმერთთიანთაგან] უმეტესობამ არ იცის [ამ სიკეთეთა ფასი, რომ იყოს მადლიერი და მორჩილი ალლაჰს].
58და რა ბევრი სოფელი გავანადგურეთ რომელთაც უმადურობა გამოიჩინეს თავისი ცხოვრების მიმართ! [ამქვეყნად დავსაჯეთ ისინი, მათი ურწმუნოობის, უმადურობის, და ცოდვების გამო], და აი მათი საცხოვრებლები, [სადაც] მათ შემდეგ [არავინ] აღარ ცხოვრობს, გარდა მცირერიცხოვანთა [მოგზაურთა]. და ჩვენ ვართ მემკვიდრენი [ყველაფრის].
59და არ არის შენი უფალი ისეთი, რომ დააღუპოს [სიკვდილით დასაჯოს] სოფლები [მათი მცხოვრებნი], სანამ არ წარგზავნიდა მათ შორის [მთავარ ქალაქებას ან სოფელებში] მოციქულს, რომელიც წაუკითხავს მათ ჩვენს სასწაულებს და ჩვენ არ ვართ ისეთნი, რომ დავღუპოთ სოფლები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი მცხოვრებნი იყვნენ უსამართლონი
60[ყველაფერი] რაც თქვენ მოგეცათ ეს არის ამქვეყნიური ცხოვრების წილი [ამ სამყაროს წარმავალი სიკეთეები] და მისი მორთულობა. ხოლო ის, რაც ალლაჰთანაა [მათთვის, ვინც სრულად მორჩილია მისი] უკეთესია და უფრო ხანგრძლივი [ჯილდოს მხრივ] [სამოთხე], ნუთუ არ დაფიქრდებით?
61ნუთუ ის, ვისაც ჩვენ მივეცით მშვენიერი დაპირება [იმას, რომ თავისი მორჩილებისათვის შეიყვანენ სამოთხეში] და რომელიც შეხვდება მას [იმას, რაც მას დაჰპირდნენ], მსგავსია [ტოლია] იმისა, ვისაც ჩვენ მივანიჭეთ ამქვეყნიური ცხოვრების დროებითი სიკეთეები და რომელიც შემდეგ აღდგომის დღეს იქნება მოყვანილთა შორის (ჯოჯოხეთში)?
62და იმ დღეს [სასამართლოს დღეს], როდესაც იგი [ალლაჰი] მიმართავს მათ [მრავალღმერთიანებს] და ეტყვის [გაკიცხვის სახით]: სად არიან ჩემი თანაზიარნი? [ცრუ ღვთაებები, რომლებსაც თქვენ ჩემს ტოლად მიიჩნევდით], რომელთა შესახებაც თქვენ ამტკიცებდით?
63იტყვიან ისინი, ვის თავზედაც აღსრულდა [ალლაჰის] სიტყვა: ღმერთო ჩვენო, ესენი არიან, რომელნიც ვაცდუნეთ ისე, როგორც ჩვენ შევცდით. ჩვენ უარს ვამბობთ მათზე შენს წინაშე. ისინი ჩვენ არ გვეთაყვანებოდნენ [არამედ ეთაყვანებოდნენ ეშმაკს].
64და ეთქმებათ [მრავალღმერთიანებს] [განკითხვის დღეს]: უხმეთ თქვენს თანაზიართ და ისინი [მრავალღმერთიანები] მოუხმობენ მათ [ცრუ ღვთაებებს], მაგრამ ისინი არ უპასუხებენ მათ და ნახავენ სასჯელს, [ინატრებენ]ნეტავ მათ ევლოთ ჭეშმარიტი გზით
65და იმ დღეს, მოუხმობს მათ იგი და ჰკითხავს: რა უპასუხეთ შუამავლებს? იმ დღეს [განკითხვის დღეს], როდესაც იგი [ალლაჰი] მიმართავს მათ, და ეტყვის: რას უპასუხეთ მოციქულებს?
66და დაიბნელება მათ წინაშე [დაიფარება მათთვის] ყოველგვარი ამბავი [გამართლება და არგუმენტები] იმ დღეს, და ისინი აღარ დაეკითხებიან ერთმანეთს
67ხოლო რაც შეეხება მათ [მრავალღმერთიანთაგან], ვინც მოინანია, ირწმუნა და სიკეთე აკეთა, ეგებ იყოს ნეტართაგანი [ამ ქვეყნადაც და საიქიოშიც]
68და შენი ღმერთი ქმნის, რასაც ინებებს და ირჩევს. მათ კი არჩევანი არ გააჩნიათ [მისი ნების საწინააღმდეგოდ], ქება დიდება ალლაჰს, წმინდაა ალლაჰი და უზენაესი იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ
69და შენმა ღმერთმა იცის, რასაც მალავენ მათი მკერდები [რაც აქვთ სულებში] და რასაც ამჟღავნებენ [ასრულებენ ნათლად].
70და იგი არის ალლაჰი არ არის სხვა ღმერთი [ღირსი თაყვანისცემისა] გარდა მისი! მას ეკუთვნის [ყოველი] ქება როგორც პირველ [ცხოვრებაში] [ამ სამყაროში], ასევე უკანასკნელ [მარადიულ] [ცხოვრებაში], მას ეკუთვნის გადაწყვეტილება [ის განიკითხავს თავის მონებს] და მისკენ იქნებით დაბრუნებულნი [თქვენი სიკვდილის შემდეგ, ანგარიშისა და საზღაურისთვის]
71უთხარი [ო, მოციქულო]: ფიქრობდით თუ არა [ო, ხალხო], რომ თუ ალლაჰი გაგიხანგრძლივებთ ღამეს მუდმივად აღდგომის დღემდე ვინ არის სხვა ღვთაება [რომელი ღმერთია], ალლაჰის გარდა, რომელიც მოგიტანთ თქვენ ნათელს? ნუთუ არ გესმით?
72უთხარი [ო, მოციქულო]: ფიქრობდით თუ არა [ო, ხალხო], რომ თუ ალლაჰი გაგიხანგრძლივებთ დღეს მუდმივად აღდგომის დღემდე, რომელი ღმერთი [რა ღმერთია], ალლაჰის გარდა, რომელიც მოგიტანთ თქვენ ღამეს, რათა მასში დაისვენოთ? ნუთუ ვერ ხედავთ ]რომ ამ ყველაფერს ალლაჰი განაგებს]?
73და თავისი წყალობით დაადგინა თქვენთვის ღამე და დღე, რათა მოისვენოთ მასში და ეძიოთ მისი სიკეთე, და რათა ეგების იყოთ მადლიერნი [ალლაჰისა]?
74და იმ დღეს [სასამართლოს დღეს], როდესაც იგი [ალლაჰი] მიმართავს მათ [მრავალღმერთიანებს] და ეტყვის [გაკიცხვის სახით]: სად არიან ჩემი თანაზიარნი? [ცრუ ღვთაებები, რომლებსაც თქვენ ჩემს ტოლად მიიჩნევდით], რომელთა შესახებაც თქვენ ამტკიცებდით?
75და [განკითხვის დღეს] გამოვყოფთ ყოველი თემიდან ერთ მოწმეს[ალლაჰის შუამავალს] და ვეტყვით[ურწმუნოებს]: მოიტანეთ თქვენი მტკიცებულება, და გაიგებენ, რომ ჭეშმარიტება ალლაჰს ეკუთვნის. და გაქრება მათგან ის, რასაც ისინი იგონებდნენ [თავიანთი ღმერთის წინააღმდეგ]
76ჭეშმარიტად, ყარუნი იყო მუსას ხალხისგან და ბოროტად ექცეოდა მათ [იყო ამაყი და მჩაგვრელი]. ჩვენ კი ვუბოძეთ მას იმდენი განძი, რომ მათი გასაღებებიც კი ემძიმებოდა რამდენიმე ღონიერ კაცს [რამდენიმე ძლიერ კაცსაც კი უჭირდა მათი ტარება]. და უთხრა მას მისმა ხალხმა: ნუ აღტაცდები [ნუ ხარ ამპარტავნულად გახარებული]! რამეთუ ალლაჰს არ უყვარს აღტაცებულნი [ისინი, ვინც ამაყობენ იმით, რაც ალლაჰმა მათ მისცა].
77იმით, რაც ალლაჰმა გიბოძა, ისწრაფე საიქიო სამყოფელისკენ [მარადიული ცხოვრების ჯილდოსკენ], და არ დაივიწყო შენი წილი ამქვეყნად [ისარგებლე ნებადართული ქონებით და ნუ იქნები მფლანგველი]. სიკეთე აკეთე [ადამიანების მიმართ], როგორც კეთილი გიყო ალლაჰმა [როგორც მან მოგანიჭა მრავალი ქონება], და ნუ გაავრცელებ ქვეყნად უკეთურებას, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს არეულობის მთესველნი
78ყარუნმა უთხრა [იმ ადამიანებს, რომლებიც მას დარიგებას აძლევდნენ]: ის, რაც მე მომენიჭა [ჩემი მთელი სიმდიდრე], არის ჩემი ცოდნის წყალობით: განა არ იცოდა [ყარუნმა], რომ ალლაჰმა დაღუპა მასზე უწინ თაობები, ვინც მასზე უფრო მტკიცე იყო ძალითა და უფრო მრავალრიცხოვანნი? მეამბოხეებს კი არ ჰკითხავენ მათი ცოდვების შესახებ [რადგან ალლაჰი ყოვლისმცოდნეა,არამედ ჰკითხავენ გაკიცხვისა და საყვედურის მიზნით]
79და [ყარუნი] გამოვიდა თავისი ხალხის წინაშე სამკაულებით, და თქვეს იმათ, ვისაც სურდა ამქვეყნიური ცხოვრება: ნეტავ ჩვენც გვქონოდა მსგავსი იმისა, რაც ყარუნს ჰბოძებია. იგი [ყარუნი] ნამდვილად დიდი წილის მფლობელია!
80და თქვეს იმათ, რომელთაც ებოძათ ცოდნა [ცოდნა ალლაჰის შესახებ და მისი შარიათის შესახებ]: ვაი თქვენ, ალლაჰის ჯილდო უმჯობესია იმისთვის, ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთა. და ეს [დარიგება] მხოლოდ მოთმინების მქონეთ მიეცემათ [მხოლოდ ისინი მიიღებენ მას და მხოლოდ მათ ექნებათ სარგებელი].
81და ჩავაყლაპვინეთ ის[ყარუნი] და მისი საცხოვრებელი დედამიწას, და არ აღმოჩნდა მისთვის ბრბო, რომელიც ალლაჰის გარდა დაეხმარებოდა მას. და [თავად] ვერ შეძლო თავის დახმარება
82და მეორე დილით ისინი, რომლებიც გუშინ მის [ყარუნის] მდგომარეობას ნატრობდნენ, ამბობდნენ: ალლაჰი უბოძებს სარჩოს, ვისაც ინებებს თავის მონებიდან, და უსაძღვრავს [სარჩოს], ვისაც ინებებს. რომ არა ალლაჰის წყალობა ჩვენზედ, ნამდვილად ჩაგვყლაპავდა [დედამიწა] ჩვენც. ჭეშმარიტად, ვერ მიაღწევენ ბედნიერებას ურწმუნონი [არც ამქვეყნად, არც ახირათში]
83აი ისაა მარადიული სამყოფელი [სამოთხე] დავადგინეთ მათთვის, რომელთაც არ სურთ გამედიდურება [ქედმაღლობა] დედამიწაზე და უკეთურობის გავრცელება, ხოლო კეთილი დასასრული [სამოთხე] ღვთისმოშიშთათვისაა.
84ის, ვინც მოვა [განკითხვის დღეს] კეთილი საქმეებით, მას უკეთესი მიეცემა, ხოლო მათ, ვინც ბოროტებას სჩადიოდა, მიეზღებათ [მხოლოდ ის], რასაც თავად სჩადიოდნენ
85ჭეშმარიტად, ის, ვინც დაგაკისრა [ო, მოციქულო მუჰამმედ] მოვალეობად ყურანი [მის დაცვასა და ხალხამდე მისი მიტანა], უეჭველად დაგაბრუნებს დაბრუნების ადგილას [მექაში]. უთხარი [ო, მოციქულო] [მრავალღმერთიანებს]: ჩემმა ღმერთმა უკეთ იცის ისინი, ვინც მოვიდა ჭეშმარიტი ხელმძღვანელობით, და ისინიც, ვინც აშკარა გზააბნევაშია
86და შენ [ო, მოციქულო მუჰამმად] [თუნდაც] არ იმედოვნებდი, რომ მოგეცემოდა წიგნი [რომ გადმოგეცემოდა ყურანი], გარდა იმისა, რომ ეს არის შენი უფლის წყალობა. ამიტომ ნუ იქნები ურწმუნოთა დამხმარე
87და ნუ მოგაცილებენ ისინი [მრავალღმერთიანები] შენ [ო, მოციქულო მუჰამმად] ალლაჰის სასწაულებს [ყურანის აიათების] [ხალხამდე მიტანისგან] მას შემდეგ, რაც ისინი შენ გადმოგეცა. მოუხმე[ხალხს] შენი ღმერთისკენ და [არავითარ შემთხვევაში] ნუ იქნები მრავალღმერთიანთაგანი [ნუ დაეხმარები მათ და ნუ დაეთანხმები მათ].
88და ნუ შეევედრები [ნუ სცემ თაყვანს] ალლაჰთან ერთად სხვა ღმერთს. არ არის ღვთაება [ვინც თაყვანისცემის ღირსია], გარდა მისი! ყველაფერი განადგურდება [გაქრება], გარდა მისი სახისა. მას ეკუთვნის განსჯა და მასთან დაბრუნდებით თქვენ [ანგარიშის გაწევისა და საზღაურისთვის].