الذاريات
The Scattering Winds • 60 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1(მე, ალლაჰი) ვფიცავ (ქარებს), რომლებიც მიმოფანტავენ!
2და (ღრუბლებს), რომლებიც ტვირთს (წყალს) ატარებენ,
3და (ნავებს) წყალზე მსუბუქად მოცურავენი,
4და (ანგელოზებს), რომლებიც ალლაჰის ბრძანებას ანაწილებენ!
5ჭეშმარიტად, ის, რასაც დაგპირდნენ, სიმართლეა
6და ჭეშმარიტად, სამსჯავრო დადგება
7ვფიცავ ცას, (ლამაზ) ბილიკებით (ვარსკვლავებით) სავსეს
8ჭეშმარიტად, თქვენ ურთიერთსაწინააღმდეგო სიტყვაში ხართ
9მისგან ის აცდება, ვინც აცდენილია
10დაიღუპნენ მატყუარები (რომლებიც მხოლოდ ვარაუდებსა და გამოცნობებზე საუბრობენ)
11რომლებიც უფსკრულში (ურწმუნოებისა და შეცდომაში) უდარდელნი რჩებიან.
12კითხულობენ, როდის დადგება სამსჯავროს დღე
13იმ დღეს, როცა ისინი ცეცხლზე გამოიცდებიან.
14იგემეთ თქვენი სასჯელი! ეს არის ის, რის დაჩქარებასაც ითხოვდით.
15უეჭველად, ღვთისმოშიშნი ბაღებსა და წყაროებში იქნებიან.
16მიიღებენ იმას, რაც მათმა ღმერთმა უბოძა. ჭეშმარიტად, ისინი ამაზე უწინ კეთილისმქმნელნი იყვნენ.
17ღამის მცირე ნაწილს თუ იძინებდნენ
18და განთიადისას შენდობას ითხოვდნენ
19და მათ ქონებაში წილია მთხოვნელისა და გაჭირვებულისთვის.
20და მიწაზე ნიშნებია(მთები, ზღვები, მდინარეები, ხეები,...) მტკიცედ მორწმუნეთათვის
21და თქვენშიც (ასევე ნათელი ნიშნებია რომლებიც ამტკიცებენ ალლაჰის ყოვლის შემძლეობას). ნუთუ ვერ ხედავთ?!
22ცაშია თქვენი სარჩო და ის, რაც აღთქმული გაქვთ(კარგი იქნება თუ ცუდი).
23ცისა და მიწის უფალს ვფიცავ, რომ ის ჭეშმარიტებაა, ისევე როგორც თქვენი მეტყველება.
24ხომ მოგივიდა ამბავი იბრაჰიმის პატივდებულ სტუმრებზე (ანგელოზებზე)?
25როცა მასთან შევიდნენ და უთხრეს: "მშვიდობა!" მანაც მიუგო: "მშვიდობა! (ჩემთვის) უცნობი ხალხი ხართ".
26და თავის ოჯახს მიაშურა და ნასუქი ხბო მოიტანა(მას ეგონა რომ ისინი ადამიანები იყვნენ).
27და წინ დაუდო მათ. უთხრა: "ნუთუ არ შეჭამთ?"
28და (როდესაც დაინახა, რომ ისინი საკვებს არ ჭამდნენ) მან (იბრაჰიმმა) მათ მიმართ შიში იგრძნო (გულში). მათ უთხრეს: "ნუ გეშინია!" (ჩვენ ვართ ალლაჰის მიერ გამოგზავნილი ანგელოზები) და მისცეს მას (სასიხარულო ამბავი) ცოდნით სავსე ბიჭის შესახებ.
29და (ამ ამბის გაგონებისას) მისი ცოლი (სახელად სარა) მუახლოვდა (ანგელოზებს) ყვირილით, (გაკვირვებისგან) სახეზე ირტყამდა ხელს და ამბობდა: "(როგორ გავაჩენ, როცა მე უკვე) მოხუცი და უშვილო ქალი ვარ"
30მათ უთხრეს: "ასე ბრძანა შენმა უფალმა. ჭეშმარიტად, ის ბრძენია, ყოვლისმცოდნეა!"
31۞ მან [იბრაჰიმმა] თქვა (ანგელოზებს): "რა არის თქვენი საქმე [თქვენი მოგზაურობის მიზანი], ო, შუამავლებო?"
32მათ თქვეს: "ჩვენ წარგვიგზავნეს მეამბოხე ხალხთან [წინასწარმეტყველ ლუტის ხალხთან, რომელმაც უარყო ალლაჰის რჯული]".
33რათა მათზე თიხის ქვები დაგვეშინა
34ნიშანდებული შენი უფლის მიერ ზღვარგადასულთათვის
35და გამოვიყვანეთ იქიდან [სოფლიდან, სადაც წინასწარმეტყველი ლუტი ცხოვრობდა] მორწმუნეები, რომლებიც იქ იყვნენ.
36და ჩვენ მასში (ლუტის სახლის გარდა) ვერ ვიპოვეთ სხვა სახლი, რომელშიც (ცხოვრობდნენ) მორჩილნი (ალლაჰისადმი).
37და ჩვენ დავტოვეთ მასში [ალლაჰის მიერ გამოგზავნილი სასჯელის] ნიშნები მათთვის, ვინც მტკივნეული სასჯელის შიშობს.
38და მუსაშიც(ნიშანია), როცა წარვგზავნეთ იგი ფარაონთან ცხადი საბუთით.
39მაგრამ მან [ფარაონმა] ზურგი აქცია (ალლაჰის შუამავლის შეგონებებს) თავისი მხარდამჭერებით [თავისი მიმდევრებით] და თქვა (წინასწარმეტყველ მუსაზე): "(ან) ჯადოქარია, ან შეშლილი!"
40და შევიპყარით ის და მისი ლაშქარი და ჩავყარეთ ისინი ზღვაში. და ის [ფარაონი] დაგმობის ღირსია!
41და (ასევე) ადიტების განადგურებაში (ნიშანია მათთვის, რომელთაც ეშინიათ მტკივნეული სასჯელისა) ამიტომ ჩვენ მათზე(ადიტელებს) გამანადგურებელი ქარი გამოვგზავნეთ,
42(რომელიც) თავის გზაზე არაფერს ტოვებს მტვერად ქცევის გარეშე.
43და (ნიშნებია) სამუდიანთა (განადგურებაშიც). მათ ეთქვათ: "იგემეთ (ცხოვრება) განსაზღვრული დროით".
44მაგრამ მათ ზურგი აქციეს თავიანთი უფლის ბრძანებას [არ დაემორჩილნენ მას], და მათ დაატყდათ გამანადგურებელი სასჯელი, მაშინ, როცა უყურებდნენ (თვალით ხედავდნენ, როგორ მოდიოდა იგი მათზე).
45ვეღარ შეძლეს წამოდგომა და ვერც თავის დაცვა.
46და ნუჰის ხალხი (დავსაჯეთ განადგურებით) მათ წინ(ვისზეც საუბარი იყო). ნამდვილად, ისინი (ალლაჰისადმი) ურჩი ხალხი იყო.
47და ჩვენ აღვამაღლეთ ცანი ძალით და, ნამდვილად, ჩვენ ვართ განმავრცობელნი [ცათა].
48და ჩვენ გავშალეთ მიწა. და რა მშვენიერი გამშლელნი ვართ
49და ყოველივე წყვილ-წყვილად გავაჩინეთ, ეგების დაფიქრდეთ(რომ ღმერთი ერთია, და ყოვლის შემძლეა, რამეთუ ის არის ამ ყველაფრის შემოქმედი)
50მაშ, გაიქეცით ალლაჰისკენ! ჭეშმარიტად, მე თქვენთვის მისგან ცხადი გამფრთხილებელი ვარ.
51და არ გაიჩინოთ ალლაჰის თანაზიარად სხვა ღვთაება. უეჭველად, მე თქვენთვის მისგან ცხადი შემგონებელი ვარ.
52ასევე, მათზე უწინდელებთანაც არ მისულა არც ერთი შუამავალი, რომ არ ეთქვათ მისთვის: "ჯადოქარია ან შეშლილი!"
53განა მათ ერთმანეთს დაუბარეს ეს მემკვიდრეობად (რადგან ყველა ასე ამბობს)? არა, ისინი ზღვარს გადაცილებული ხალხია!(და ეს არის მათი საერთო ყოველ ეპოქაში, ანუ ზღვარს გადასვლა და ურწმონოება)
54მაშ, ზურგი აქციე მათ, და შენ არ ხარ დასაძრახისი.
55და შეახსენე, რადგან შეხსენება სასარგებლოა მორწმუნეთათვის.
56და არ შემიქმნია ჯინები და ადამიანები, გარდა იმისა, რომ ჩემთვის ეცათ თაყვანი.
57და მათგან არანაირ სარჩოს არ ვითხოვ, არც იმას ვითხოვ, რომ მაჭამონ. [მათგან არაფერი მჭირდება, როგორც ბატონებს სჭირდებათ თავიანთი მონების შრომა]
58ჭეშმარიტად, ალლაჰია სარჩოს მბოძებელი, ძალის მფლობელი, მტკიცე.
59ჭეშმარიტად, მათ, ვინც უსამართლობა ჩაიდინეს (მუჰამმადის უარყოფით) (გარკვეული) წილი (სასჯელისა) მსგავსი თავიანთი (წინანდელი) თანამგზავრების (სასჯელის წილის), რომლებმაც უარყვეს წინა წინასწარმეტყველები, დაე, ნუ მაჩქარებენ (სასჯელის მოვლენაში)!
60ვაი(განადგურება და უბედურება), იმათ, ვინც არ ირწმუნეს, იმ დღისაგან, რომელიც აღეთქვათ!