ص
Sad • 88 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1საად. «მე, ალლაჰი ﷻ, ვფიცავ ყურანს, რომელიც შეიცავს შეხსენებას (ხალხისთვის) [ჭეშმარიტებას].
2ხოლო ისინი, ვინც გახდნენ ურწმუნონი, იმყოფებიან ამპარტავნებაში და განხეთქილებაში [ჭეშმარიტებასთან წინააღმდეგობაში].
3რამდენი თაობა გავანადგურეთ მათამდე [ამ მრავალღმერთიანებამდე]! და მაშინ, როცა სასჯელი მოვიდა, მათ შეჰღაღადეს [მიმართეს მონანიებას], მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო, რომ თავიდან აეცილებინათ იგი.
4და გაუკვირდათ მათ [ამ ურწმუნოებს], რომ მოვიდა მათთან [გამაფრთხილებელი] შემგონებელი [მოციქული მუჰამმედი ﷺ] მათგანვე [მათი საკუთარი ხალხიდან]. და თქვეს ურწმუნოებმა: ეს [იგულისხმეს შუამავალი] მატყუარა ჯადოქარია!
5ნუთუ მან ღმერთები ერთ ღმერთად აქცია? [ნუთუ ამტკიცებს, რომ არ შეიძლება თაყვანისცემა ვინმესთვის, გარდა ერთისა ალლაჰის ﷻ?] ნამდვილად, ეს [რისკენაც ის მოუწოდებს] — ჭეშმარიტად საოცარი საქმეა!
6და წავიდნენ მათგან დიდებულნი [ყურაიშებთაგან] [ერთი შეკრებიდან, სადაცშუამავალი ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას მოუწოდებდა მათ ერთღმერთიანობისკენ], ერთმანეთთან საუბრისას: წადით [თქვენი გზით და თქვენი რწმენით] და მოითმინეთ თქვენი ღმერთების გულისთვის! [გააგრძელეთ მრავალღმერთიანობა და მოითმინეთ მრავალი ღმერთის არსებობა.] ნამდვილად, ეს [რისკენაც მუჰამმადი ﷺ მოუწოდებს] არის რაღაც, რასაც სურს [სურს ამით გახდეს პატივცემული და მოიპოვოს მიმდევრები]
7ჩვენ არ გვსმენია ამის შესახებ [იმის შესახებ, რისკენაც მოუწოდებს მუჰამმადი ﷺ] ბოლო სწავლებაში [ქრისტიანობაში]. ეს არაფერია, გარდა გამოგონილისა
8ნუთუ [ეს] მას [მუჰამმედს ﷺ] [და არა ვინმე სხვას] ჩვენს შორის ვინმეს მოეუვლინა შეხსენება [ყურანი]? არა! ისინი არიან ეჭვში ჩემს შეხსენებაზე! არა! მათ ჯერ არ გაუსინჯავთ ჩემი სასჯელი!
9ან ნუთუ მათ ხელთ აქვთ შენი ღმერთის წყალობის საუნჯეები უზენაესისა და უხვად მიმნიჭებელის?
10ან ნუთუ მათ [ამ მრავალღმერთიანებს] ეკუთვნით ძალაუფლება ცათა, მიწის და იმ ყველაფრის მიმართ, რაც მათ შორისაა [იმისათვის, რომ ვისმეს რამე მიანიჭონ ან წაართვან]? მაშ, ავიდნენ ისინი თოკებით [აიჭრან მაღალ ცაზე], [რათა იქიდან განაგონ, ვის რა მისცენ და ვის რისი წართმევა მოუნდეთ!]
11ეს ჯარი [ეს მატყუარათა ჯარი] ერთხელ განადგურდება, და ისინი არიან [იმავე რიცხვის] დაჯგუფებებიდან [ეს მრავალღმერთიანები ისეთივე მტრობაში არიან როგორც წინა თემების მრავალღმერთიანები, რომლებიც საკუთარი შუამავლების წინააღმდეგ აღიმართნენ].
12მათამდე [მექქის ურწმუნოებამდე და სხვა არაბებამდე] უარყვეს [თავიანთი მოციქულები] ნუჰის ხალხმა, ადიელებმა [შუამავალი ჰუდის ხალხმა] და ფარაონმა ბოძების [პირამიდებისა და ძლიერი ლაშქრის] მფლობელმა.
13და სამუდეველები [შუამავალი სალიჰის ხალხი], და ლუტის ხალხი, და ალ-აიქის მკვიდრნი [შუამავალი შუა'იბის ხალხი] ეს [ხალხები] იყვნენ დაჯგუფებანი.
14თითოეულმა მათგანმა [იმ ხალხთაგან] უარყო [ალლაჰის მოციქულები], და დაატყდა მათ ჩემი სასჯელი!
15და არაფერს ელიან ისინი [მრავალღმერთიანები], გარდა ერთი გამანადგურებელი ხმაურისა [საყვირის ხმაურისა, რომელშიც ჩაბერავს ანგელოზი ისრაფილი], [როდესაც დასრულდება ეს წუთისოფელი]. ამის შემდეგ კი უკვე არ იქნება დაბრუნება [ყველაფერი იქნება შეუქცევადი]
16და თქვეს მათ [დაცინვით]: ღმერთო ჩვენო! დააჩქარე ჩვენთვის ჩვენი წილი [სასჯელისა] ანგარიშსწორების დღის წინ[ამ ქვეყნადვე სიცოცხლეშივე]!
17მოითმინე [ო, შუამავალო] ის, რასაც ამბობენ ისინი [მრავალღმერთიანები], და გაიხსენე ჩვენი მონა, [შუამავალი] დავუდი ძალის მქონე [რომელსაც ჰქონდა ძალა ალლაჰის მტრების წინააღმდეგ] [და რომელიც იყო მორჩილებაში მოთმინების მქონე თავის ღმერთის წინაშე]. ჭეშმარიტად, ის იყო მობრუნებული [მომნანიებელი ალლაჰისაკენ], [რათა მოიპოვოს მისი კმაყოფილება]
18ჭეშმარიტად, ჩვენ დავუქვემდებარეთ მას [შუამავალ დავუდს] მთები, რომლებიც მასთან ერთად ადიდებდნენ ალლაჰს საღამოობითა და მზის ამოსვლისას.
19და [დავუმორჩილეთ მას] ფრინველებიც, [ჰაერში] შეკავებულნი. ყველა ისინი [მთებიც და ფრინველებიც] ყველანი მის[დავუდის] გამო მორჩილნი არიან[ალლაჰისა]
20და გავამყარეთ მისი მმართველობა, და მივანიჭეთ მას სიბრძნე [შუამავლობა, სიტყვებსა და საქმეებში სიმართლე] და გამჭრიახობა [უნარი სწორად გამოიტანოს გადაწყვეტილება და გამჭრიახობა მასში]
21და ხომ მოვიდა შენამდე [ო, შუამავალო] ამბავი მჩხუბართა [ორი ერთმანეთში მოკამათის], როგორ გადაძვრნენ ისინი კედელზე [და არა კარიდან] და აღმოჩნდნენ სალოცავში [იმ დროს, როცა წინასწარმეტყველი დავუდი ალლაჰს მორჩილებაში იყო დაკავებული?]
22როცა შევიდნენ დავუდთან, და მას შეშინდა მათგან, უთხრეს: ნუ გეშინია! ჩვენ ორი მოკამათე ვართ, და ერთმანეთს უსამართლოდ მოვექეცით. განსაჯე ჩვენს შორის ჭეშმარიტებით!და ნუ იქნები უსამართლო და გვიჩვენე სწორი გზა! [სწორი გადაწყვეტილება]
23(ერთმა მათგანმა) თქვა: «ეს ჩემი ძმაა: მას ყავს ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარი, ხოლო მე მყავს მხოლოდ ერთი ცხვარი. და მან თქვა: მომანდე[მომეცი] იგი მე! და საუბარში ძალაც დამატანა
24მან თქვა [შუამავალმა დაუდმა]: ის ნამდვილად უსამართლოდ მოგექცა, როცა მოითხოვა შენი ცხვრის მიერთება თავის ცხვრებზე. და ჭეშმარიტად, ბევრ თანამონაწილეს ერთმანეთის მიმართ გადამეტება სჩვევია, გარდა მათისა, ვინც ირწმუნა და აღასრულა კეთილი საქმეები და ისინი ცოტანი არიან. და მიხვდა დავუდი, რომ ჩვენ მას ვცდიდით და ითხოვა მან პატიება თავისი უფლისაგან, დაემხო მუხლმოდრეკით და დაბრუნდა [მონანიებით მასთან]
25და მივუტევეთ მას ეს [საქმე]. და ნამდვილად, მას აქვს ჩვენთან სიახლოვე და საუკეთესო დაბრუნება [განკითხვის დღეს]
26ო, დავუდ! ჭეშმარიტად, ჩვენ დაგადგინეთ მმართველად დედამიწაზე [მოგანიჭეთ ძალაუფლება]. მაშ, განსაჯე ადამიანებს შორის ჭეშმარიტებით [სამართლიანად] და ნუ მიჰყვები სურვილს [გადაწყვეტილების გამოტანისას], თორემ ის გადაგახვევინებს ალლაჰის გზიდან! ჭეშმარიტად, მათთვის, ვინც გადაუხვევს ალლაჰის გზას, მძიმე სასჯელია [ჯოჯოხეთში] იმის გამო, რომ დაივიწყეს ანგარიშის დღე [გახდნენ უყურადღებონი]
27და ჩვენ არ შეგვიქმნია ცა, მიწა და ის, რაც მათ შორისაა, ამაოდ. ეს არის მხოლოდ იმათ ვარაუდი, ვინც ურწმუნო გახდა. ხოლო ვაი ურწმუნოებს ცეცხლისაგან [მძიმე სასჯელი]
28ნუთუ გავათანაბრებთ მათ, ვინც ირწმუნა და აღასრულა კეთილი საქმეები, მათთან, ვინც ბოროტებას ავრცელებს მიწაზე? ან ნუთუ გავათანაბრებთ ღვთისმოსავებს ცოდვილებთან?
29წიგნი [ყურანი], რომელიც ჩვენ გარდმოგივლინეთ შენ, [ო, შუამავალო] კურთხეულია [მასში არის დიდი სიკეთე], რათა ადამიანები დაფიქრდნენ მის აიათებზე და გაიხსენონ გონიერნმა [ის მოვალეობები, რომლებსაც ალლაჰი დააკისრებს მათ]
30და ვუბოძთ ჩვენ [შუამავალ] დავუდს [შვილი] სულაიმანი. როგორი მშვენიერი მონაა ის [სულაიმანი]! ჭეშმარიტად, იგი [ხშირად] მიმართავდა [ალლაჰს]
31და [ერთხელ] წარუდგინეს მას [სულაიმანს] დღის მეორე ნახევარში მსუბუქად მდგარი ცხენები[სამ ფეხზე დგანან, და მეოთხე ფეხის მხოლოდ ჩლიქის წინამხარე ეხება მიწას]
32და თქვა (სულაიმანმა): «შემიყვარდა [ამქვეყნიური] სიკეთე სიყვარულით ალლაჰის ხსენებაზე მეტად, ვიდრე ის ფარდით არ დაიფარა[ცხენების ყურებისას მზეც ჩავიდა და ლოცვაც გამომრჩა]
33დამიბრუნეთ ისინი [ცხენები] ჩემთან!“ და დაიწყო მათი [ცხენების] წვივებსა და კისრებზე ხმლის გადასმა.[არსებობს ის აზრიც, რომ მან ხელი გადაუსვა მოფერებით და არა ხმალი.]
34და უკვე გამოვცადეთ [შუამავალი] სულეიმანი. და დავაგდეთ მის ტახტზე სხეული, მერე მოინანია
35მან [სულაიმანმა] თქვა: «ღმერთო ჩემო! მაპატიე მე და მომანიჭე მეფობა [ძალაუფლება], რომელიც არ შეეფერება არავის ჩემს შემდეგ. ჭეშმარიტად, შენ ხარ მომმადლებელი
36და [ჩვენ ვუპასუხეთ მის ვედრებას და] დავუმორჩილეთ მას ქარი, რომელიც მისი ბრძანებით მსუბუქად [მორჩილად] ქროდა იქ, სადაც მას სურდა
37და [ასევე დავუმორჩილეთ მას] სატანები ყოველი მშენებელი და მყვინთავი
38და [ასევე დავუმორჩილეთ მას] სხვები [ამბოხებული შაიათანები], ბორკილებით შეკრულნი [რათა მათ ზიანი არ მიეყენებინათ სხვებისთვის]
39ეს [დიდებილი ძალაუფლება და ასეთი მორჩილება] ჩვენ მოგანიჭეთ [შენ] [ო, სულაიმან]. მაშ, უბოძე (ვისაც ინებებ) ან ნუ მისცემ [იმას ვისთვისაც არ გინდა], ანგარიშის გარეშე [შენ სრულიად თავისუფალი ხარ შენთვის მინიჭებულის განაწილებაში]
40და ჭეშმარიტად, მისთვის ჩვენს წინაშე არის სიახლოვე [ვქმენით ის ჩვენთან დაახლოებულთაგანი] და მშვენიერი დაბრუნების ადგილი [განსჯის დღეს]
41და გაიხსენე ჩვენი მორჩილი — აიუბი. აი, როცა მან შეჰღაღადა თავის ღმერთს: ჭეშმარიტად, შემეხო მე სატანა ტანჯვითა და სასჯელით
42დაარტყი ფეხი შენი [დედამიწაზე] და ამოხეთქავს შენთვის წყარო! ეს არის ცივი წყალი ბანაობისა და სასმელად[რითაც შენ განიკურნები]
43და ჩვენ ვუბოძეთ მას [აიუბს] მისი ოჯახი და იმდენივე მათ მსგავსიც მათთან ერთად, ჩვენი წყალობისაგან, და როგორც შეგონება გონიერთათვის [რათა იცოდნენ, რომ მოთმინებას ბედნიერი შედეგი მოაქვს]
44და [ჩვენ ვუთხარით მას]: აიღე ხელში მუჭა [ხმელი ბალახი] და დაარტყი მას [შენი ცოლს] და ნუ დაარღვევ [შენს მიერ დადებულ ფიცს]! ჭეშმარიტად, ჩვენ ვიპოვეთ იგი მოთმინებით აღსრულებულად. რა მშვენიერი მორჩილია იგი [აიუბი] ჭეშმარიტად, იგი იყო [ხშირად] ალლაჰისაკენ მობრუნებული [მთხოვნელი]
45და გაიხსენე (ო, მოციქულო) ჩვენი მორჩილნი – იბრაჰიმი, ისჰაყი და იაყუბი, (რომლებიც იყვნენ) მტკიცენი (ალლაჰის მორჩილებაში) და გამჭრიახნი.
46ჭეშმარიტად, ჩვენ ავირჩიეთ ისინი, (გაგვიმყარებინა მათ გულებში) ხსოვნა სამყოფელისა (მარადისობისა).
47და ჭეშმარიტად, ისინი ჩვენთან, უდავოდ, არიან რჩეულთა და საუკეთესოთა შორის.
48და გაიხსენე (ო, მოციქულო) ისმაილი, და ალ-იასა‘ა, და ზულ-ქიფლი. ყველანი (ისინი) საუკეთესოთა შორის არიან.
49ეს [ყურანი] არის შეგონება (შენთვის, ო მოციქულო, და შენი საზოგადოებისათვის). და ჭეშმარიტად, მათთვის, ვინც ღვთისმოშიშნი არიან, უეჭველად, იქნება მშვენიერი დაბრუნების ადგილი.
50(სამოთხის) მარადიულობის ბაღები, რომელთა კარიბჭეები მათთვის გახსნილია.
51იქ, მყოფნი (სამოთხის სარეცელებზე), მოითხოვენ მრავალნაირ ნაყოფებსა და სასმელს..
52და მათთვის (სამოთხეში) იქნებიან თავიანთი მზერების დამცავნი [ჰურიები, რომლებიც არ უყურებენ არავის, გარდა თავიანთი ქმრებისა], თანატოლნი.
53ეს არის ის, რაც შეგპირდათ თქვენ ანგარიშის დღისათვის!
54ჭეშმარიტად, ეს – უეჭველად ჩვენი სარჩოა, (რომელსაც) არ აქვს ამოწურვა [რომელიც არ დაიცლება]!
55ეს [ყველაფერი, რაც იყო ჩამოთვლილი] — (ალლაჰის მოშიშთათვის)! ხოლო უსაზღვროდ დაუმორჩილებლობაში მყოფთათვის, რა თქმა უნდა, ყველაზე საშინელი დაბრუნების ადგილია.
56ჯოჯოხეთი, სადაც ისინი დაიწვებიან, და (რა) საშინელია ეს (ცეცხლის) სარეცელი!
57ესაა — დაე, დააგემოვნონ იგი — ადუღებული წყალი და ჩირქი (ჯოჯოხეთის მკვიდრთა სხეულებიდან გამომავალი),
58და (მათთვის იქნება) (ასევე) სხვა (სასჯელი) ამგვარისაგან და (სხვადასხვა) სახეობის.
59(ჯოჯოხეთის მკვიდრნი ერთმანეთზე გაბრაზებულნი დასწყევლავენ და იტყვიან): «ეს არის ბრბო, რომელიც (თქვენთან ერთად) იყრება (ჯოჯოხეთში)». (მათ უპასუხებენ): «არ არის მათთვის კეთილი მისალმება [ეტყვიან წყევლის მიზნით], ჭეშმარიტად, ისინი დაიწვებიან ცეცხლში!»
60იტყვიან (ალლაჰის დაუმორჩილებლობაში მყოფთ) (მათი მიმდევარნი): «პირიქით, თქვენთვის ნუ იყოს კეთილი მისალმება! თქვენ დაგვიდგინეთ ეს [სიბნელეში შეყვანა], და რა საშინელია ეს სამყოფელი!»
61იტყვიან (ისინი, ვინც მიჰყვებოდნენ ურჩებს): «(ო,) უფალო ჩვენო! ვინც მოგვიჩინა ეს [ცდუნება და შეცდომაში შეყვანა], გაუორმაგე მას სასჯელი ცეცხლში!»
62იტყვიან (უღვთონი): «რა ხდება ჩვენს თავს? რატომ ვერ ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც (მიწიერ ცხოვრებაში) ცუდებად (და უბედურებად) ვთვლიდით [იგულისხმებენ ღარიბ მორწმუნეებს]».
63ნუთუ დავცინოდით მათ (შეცდომით)? თუ (ისინიც ჩვენთან ერთად არიან), (მაგრამ) ჩვენი თვალები მათგან მიბრუნებულია [უბრალოდ ვერ ვხედავთ მათ]?»
64ჭეშმარიტად, ეს — უეჭველად, სინამდვილეა [ეს აუცილებლად იქნება] — ჯოჯოხეთის მკვიდრთა დავობა.
65უთხარი (ო, მოციქულო) (შენს ხალხს): «ჭეშმარიტად, მე მხოლოდ შემგონებელი ვარ თქვენთვის, და არ არსებობს არავითარი ღმერთი (თაყვანისცემის ღირსი), გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, ყოვლისმძლევისა.
66უფალი ზეცებისა და მიწის, და იმისა, რაც მათ შორისაა, დიდებულისა, მრავალმიმტევებლისა.
67უთხარი (ო, მოციქულო) (შენს ხალხს): «ეს [ყურანი] — დიადი უწყებაა,
68(რისგანაც) თქვენ განერიდებით.
69არ მქონდა ცოდნა უმაღლესი კრების [ზეციური ანგელოზების] შესახებ — თუ როგორ დავობდნენ ისინი (ადამის შექმნასთან დაკავშირებით), (სანამ ალლაჰმა არ მაცნობა ამის შესახებ).
70ჭეშმარიტად, ჩემთვის შთაგონებულია მხოლოდ ის, რომ მე (თქვენთვის) ვარ ნათელი შეგონების მომცემი».
71(და მოუყევი მათ, ო, მოციქულო, ის ამბავი) როცა უთხრა შენმა უფალმა ანგელოზებს: «ჭეშმარიტად, მე შევქმნი ადამიანს თიხისგან.
72ხოლო როდესაც მე მას სრულყოფილ სახეს მივცემ და ჩავბერავ მასში ჩემი სულიდან, მაშინ დაემხეთ მის წინაშე [პატივისცემის ნიშნად] მუხლმოყრილნი»
73და დაემხნენ ანგელოზნი პირქვე, ყველანი ერთად.
74გარდა იბლისისა — მან გამოავლინა ამპარტავნება და აღმოჩნდა ურწმუნოთა შორის (ალლაჰის დაუმორჩილებლობის გამო).
75უთხრა [ალლაჰმა]: «ო, იბლის! რამ შეგიშალა ხელი, რომ დამხობილიყავი მის წინაშე, ვინც მე ჩემი ხელებით შევქმენი? ნუთუ ამპარტავნებით აივსე (ო, იბლის) (ადამის წინაშე) თუ იყავი ამაღლებულთაგანი (შენი უფლის წინაშე)?!»
76თქვა [იბლისმა]: «მე უკეთესი ვარ მასზე [ადამზე]: შენ ხომ ცეცხლისგან შემქმენი, ხოლო ის - თიხისგან შექმენი».
77(ალლაჰმა) უთხრა: «მაშ, გადი იქიდან! [სამოთხიდან] უეჭველად, შენ ქვებით ჩასაქოლი ხარ (წყეული ხარ).
78და, ნამდვილად, შენზე იქნება ჩემი წყევლა განკითხვის დღემდე».
79თქვა (იბლისმა): «ო, ჩემო უფალო! მომანიჭე გადავადება იმ დღემდე, როდესაც ისინი აღდგებიან [სასამართლო დღისათვის]!»
80უთხრა (ალლაჰმა): «ჭეშმარიტად, შენ იმათგან ხარ, ვისაც გადავადება მიეცა.
81იმ დღემდე, რომლის დრო (მოსვლა) ცნობილია (მხოლოდ ალლაჰისთვის)!»
82(იბლისმა) თქვა: «შენს დიდებას ვფიცავ! უეჭველად, გზას ავაცდენ მათ ყველას (ადამის შთამომავლობას),
83გარდა მხოლოდ შენი იმ მონებისა, რომლებიც შენ მიერ არიან რჩეულნი!»
84(უზენაესმა) თქვა: «ეს არის ჭეშმარიტება (ჩემგან), და მე მხოლოდ ჭეშმარიტებას ვამბობ,
85უეჭველად, მე ავავსებ ჯოჯოხეთს შენით (ო, იბლის) და იმათით, ვინც შენ გაგყვება — ყველანით!»
86თქვი (ო, მოციქულო) (ამ ურწმუნოებს): «მე არ გთხოვთ თქვენგან ამისათვის [იმისთვის, რომ ჭეშმარიტებას გაძლევთ] არავითარ ჯილდოს, და (თქვენ იცით, რომ) მე არ ვარ იმათგან, ვინც თავს სხვად ასაღებს».
87ეს [ყურანი] — მხოლოდ შეგონებაა სამყაროებისთვის [ჯინთათვის და ადამიანთათვის].
88და, უეჭველად, თქვენ (ო, მრავალღმერთიანებო) შეიტყობთ მის ამბავს [იმას, რომ ყურანი ჭეშმარიტებაა] გარკვეული დროის შემდეგ [ისლამის გამარჯვების შემდეგ, როცა ადამიანები ჯგუფ-ჯგუფად მიიღებენ ამ სარწმუნოებას, და ასევე მალე გაიგებთ როდესაც მოკვდებით]!