سبأ
Sheba • 54 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ყოველი ქება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, რომელსაც ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცაშია და რაც მიწაზეა, მას ეკუთვნის ქება საიქიოშიც. და ჭეშმარიტად, იგი ბრძენი და ყოვლისმცოდნეა
2მან იცის ყველაფერი, რაც შედის მიწაში და რაც გამოდის მისგან, და რაც ჩამოდის ციდან და რაც ადის მასში. ის შემწყალებელი, მპატიებელია
3და თქვეს მათ რომელნიც გახდნენ ურწმუნონი: არ დადგება ჩვენთვის აღსასრულის საათი, უთხარი [მათ] [ო, შუამავალო]: არა! ვფიცავ ჩემს უფალს, უხილავის მცოდნეს იგი აუცილებლად მოგეწევათ! მისგან არ ფარავს [არ დარჩება შეუმჩნეველი] წერტილისოდენა მტვრის წონა ცაში და მიწაზე, და არც უფრო მცირედი, არც უფრო დიდი, გარდა იმისა, რაც ცხად წიგნშია დაწერილ[ანუ ყველაფერი ლავჰულ მაჰფუზშია დაწერილი]
4იმისათვის, რომ დააჯილდოვოს ისინი, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები მოიმოქმედეს. მათთვის არის მიტევება და გულუხვი საზრდო.
5ხოლო ისინი, ვინც ისწრაფოდნენ ჩვენი სასწაულების [ყურანის აიათების] წინააღმდეგ, ცდილობდნენ მათი დასუსტებას [ადამიანთა გადაყვანას ალლაჰის სიტყვიდან], მათთვის მომზადებულია სასჯელი უმტკივნეულეს სატანჯველში.
6და ხედავენ [იციან] ისინი, ვისაც ცოდნა მიეცა, რომ ის, რაც გარდმოგევლინა შენ [ო, მუჰამმად] უფლისგან [ყურანი], არის ჭეშმარიტება და [ის] წარმართავს ყოვლადძლიერის და ყოვლად ქებულის გზისკენ.
7და თქვეს ურწმუნოებმა [ერთმანეთში ქილიკით]: მიგითითოდ თუ არა კაცზე [გულისხმობდნენ შუამავალ მუჰამმადს], რომელიც გაცნობებთ, რომ თქვენი სიკვდილის შემდეგ, როცა სრულად დაიშლებით და გახდებით მტვერი, თქვენ კვლავ აღმოჩნდებით ახალ ქმნილებაში [აღდგებით]?
8ნუთუ მან [გულისხმობდნენ შუამავალს] ალლაჰზე მოიგონა სიცრუე, თუ მას სიგიჟე სჭირს? არა! [ სულაც არაა ისე, როგორც ურწმუნონი ამბობენ, რადგან მუჰამმადი არის მართალთა შორის მართალი] ხოლო ისინი, რომელთაც არ სწამთ მარადიული ცხოვრების, საიქიოში იქნებიან სასჯელში, ხოლო [ამქვეყნად] იმყოფებიან შორეულ გზააბნეულობაში.
9ნუთუ ისინი [რომელთაც არ სწამთ მარადიული სიცოცხლე] არ ხედავენ იმას, რაც მათ წინ არის და რაც მათ უკანაა, ანუ ცას [რომელიც მათ შემოეხვია] და მიწას [რომელზეც ცხოვრობენ] [იმისათვის, რომ დაფიქრდნენ, რაოდენ დიდია ალლაჰის ძალა]? თუ ვისურვებთ, და ვუბრძანებთ მიწას, რომ შთანთქოს ისინი [როგორც გავაკეთეთ ეს ყარუნთან], ან ჩამოვუგზავნით მათ ციდან ნატეხს [როგორც ეს მოხდა წინასწარმეტყველ შუ'აიბის ხალხთან]. ჭეშმარიტად, ამაში [შეგონებაა] ჭეშმარიტად სასწაულია ყოველი მონისთვის, [რომელიც] ალლაჰს მიმართავს მონანიებით
10და აი, ჩვენ უკვე ვუბოძეთ [შუამავალ]) დაუდს ჩვენგან განსაკუთრებული სიკეთე [წინასწარმეტყველობა, წერილი და ცოდნა] [და ვუთხარით ჩვენ]: ჰე, მთებო! ადიდეთ თქვენი უფალი მასთან ერთად [დაუდთან], და ჩიტებო, თქვენც განადიდეთ! და რკინა გავურბილეთ მას [ისე, რომ მის ხელში იგი რბილი გახდა, როგორც ცომი]
11გააკეთე [ჯავშნები] გრძელი [რათა კარგად ფარავდეს მებრძოლის სხეულს] და განუსაზღვრე ზომა რგოლებს [რომ არ იყოს ძალიან თხელი, რათა ჯავშანი ვერ დაიცვას სხეულს, და ასევე რომ არ იყოს ძალიან სქელი, რათა ჯავშანი ზედმეტად მძიმე არ გახდეს]. და აკეთეთ სიკეთე [ალლაჰის მორჩილებით], რადგან ჭეშმარიტად მე ვხედავ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ
12და სულეიმანს [დავუმორჩილეთ] ქარი, დილით წასვლა მისი ერთი თვის მანძილი იყო და საღამოს უკან მოსვლაც ერთი თვე იყო. და მისთვის სპილენძი წყაროსავით ვადინეთ. და ჯინთაგან იყვნენ ისეთებიც, ვინც შრომობდა მის თვალწინ, თავისი ღმერთის ნებით. ხოლო იმას, ვინც გადაუხვევს ჩვენს ბრძანებას, ვაგემებთ ცეცხლის სასჯელს
13ისინი [ჯინები] აკეთებდნენ მისთვის რაც კი ის მოესურვებოდა: ნაგებობები [სალოცავები და მაღალი საცხოვრებელი შენობები], ქანდაკებები, თასები თითქოს წყალსაცავები [რომლითაც ამოაქვთ წყალი ჭიდან] და უზარმაზარი, უძრავი ქვაბები. [ჩვენ ვუთხარით]: ასრულეთ [ალლაჰისადმი მორჩილების საქმეები] დაუდის მოდგმავ, მადლიერების ნიშნად [თქვენი უფლისადმი] [იმისთვის, რაც მან მოგანიჭათ]!მაგრამ ჩემ მონათაგან ცოტანი არიან მადლიერნი!
14როცა ჩვენ მას [სულეიმანს] სიკვდილი განვუსაზღვრეთ, მის სიკვდილზე მათ [ჯინებს] ვერაფერმა მიანიშნა, გარდა მიწის ერთი ცხოველისა[ჭია], რომელიც მის კვერთხს ხრავდა. და როდესაც ის[სულეიმანი] დაეცა, მაშინ გაირკვა ჯინებისთვის, რომ სცოდნოდათ დაფარული, არ დარჩებოდნენ დამამცირებელ სატანჯველში
15, საბაელების მკვიდრთათვის[იემენში] მათი საცხოვრებლები სასწაული იყო: ორი ბაღი მარჯვნივ და მარცხნივ[საიდანაც მათ უხვი შემოსავალი მოჰყავდათ]. ჭამეთ თქვენი ღმერთის სარჩო და ემადლიერეთ მას. [ეს]კარგი ქვეყანაა[ბარაქითა და ხეირიანობით სავსე, საცხოვრებლად კარგი] და [ეს]შემნდობი ღმერთია
16და ზურგი აქციეს[არ ირწმუნეს,და არც მადლიერნი იყვნენ ] და ჩვენ წარვაგზავნეთ მათზე წყალდიდობა და შევუცვალეთ მათ ის ორი [ნაყოფიერი და ლამაზი] ბაღი ორ [სხვა] ბაღად, რომელთაც ჰქონდათ მწარე ნაყოფი, და ლოტოსი [ხე, რომელსაც ნაყოფი არ აქვს] და ცოტაოდენ სიდრის ხის მცენარით
17ამით [ამ შეცვლით] მივაგეთ ჩვენ მათ [საბაიელებს] იმის გამო, რომ ისინი გახდნენ ურწმუნონი [და უმადურნი]! ნუთუ ვუზღობთ ჩვენ ვინმეს [ასე], გარდა ურწმუნოთა [და უმადურთა]?
18და მოვაწყვეთ ჩვენ მათ შორის [საბას მცხოვრებთა, იემენში] და იმ დასახლებებს შორის, რომლებზეც მოვავლინეთ ჩვენ წყალობა [შამის დასახლებებზე], ხილული [სასწაული] სოფლები [ერთმანეთთან დაკავშირებული გზებით] და განვსაზღვრეთ მათში გზა [ასე მოვაწყეთ, რომ ერთი დასახლებიდან მეორემდე შეიძლებოდა მისვლა ძლიერი დაღლილობის გარეშე]: იარეთ მათ შორის [იმ დასახლებათა] დღე და ღამე [ნებისმიერ დროს, როცა ინებებთ] [იყოთ] უსაფრთხოდ [წყურვილისგან, შიმშილისგან და მტრებისგან]
19და თქვეს მათ [საბაიელები] [როდესაც მობეზრდათ კეთილდღეობით ცხოვრების ერთფეროვნება]: უფალო ჩვენო! გაზარდე მანძილი ჩვენს მოგზაურობებს შორის [დასახლებებს შორის]! და [ამით] უსამართლობა მიაყენეს საკუთარ თავს. და გავხადეთ ჩვენ ისინი იგავებად [დასაფიქრებელ ისტორიებად] (იმათთვის, ვინც მათ შემდეგ იცხოვრებს) და დავგლიჯეთ ნაწილებად [გავფანტეთ მიწაზე ისე, რომ აღარ დაბრუნდნენ]. ჭეშმარიტად, ამაში [იმაში, რაც საბაიელებს შეემთხვათ] უეჭველად არსებობს სასწაულები ყოველი მოთმინების მქონისთვის [სიძნელეებში] [და] მადლიერისთვის [ალლაჰისადმი] [მისი წყალობებისათვის]
20და აი, იბლისმა დაამტკიცა [სადაც მართალი აღმოჩნდა] მათში [მათი ქმედებებით] თავისი ვარაუდი [იმის შესახებ, რომ იგი შეცდომაში შეიყვანს ადამის შთამომავლობას და რომ ისინი დაემორჩილებიან მას], და ისინც გაჰყვნენ მას [ურწმუნოებასა და შეცდომაში], გარდა ერთი ჯგუფისა [რიცხვისა] მორწმუნეთაგან [რადგან ისინი მტკიცე იყვნენ ალლაჰისადმი მორჩილებაში]
21და არ ჰქონდა მას [იბლისს] მათზე [ურწმუნოებზე] [არანაირი] ძალაუფლება [რომ ძალით დაეძალებინა ისინი ურწმუნოებაზე და ალლაჰის დაუმორჩილებლობაზე]. [თუმცა ალლაჰმა უზენაესმა, თავისი სიბრძნით, ნება დართო იბლისს ჩაეგდო ადამიანებში ურწმუნოება და ცოდვები] მხოლოდ იმისათვის, რომ გაგვეცნო [გაგვერჩია] ისინი, ვისაც სწამს საიქიოსი მათგან, და ვინ ეჭვობს მასში [რათა ახდეს ის, რაც ალლაჰმა იცოდა უკვე უკუნისიდან და რათა შეიტყონ ეს მისი ქმნილებებმა]. და [თუმცა] შენი ღმერთი [ო, მუჰამმად] ყველაფრის დამცველია[მათი ქმედებების შესახებ ყველა ინფორმაცია იქნება შენახული]
22უთხარი [ო, მოციქულო] [ამ მრავალღმერთიანებს]: მოუხმეთ მათ, ვისზედაც ამტკიცებთ [თითქოს ისინი ღირსნი არიან თაყვანისცემის], ალლაჰის გარდა! [დაგეხმარონ იმაში, რაც გჭირდებათ]. ისინი [ვინებიც ღმერთებად აირჩიეთ] არ ფლობენ [თუნდაც] მტვრის წონის სიმძიმეს ცაში და მიწაზე, და არა აქვთ მათ [ამ ცრუ ღვთაებებს] იქ [ცასა და მიწაზე] [არანაირი] წილი, და არ ჰყავს მას[ალლაჰს] მათ შორის [თქვენს კერპებს შორის] დამხმარე [ალლაჰს არ სჭირდება არავის დახმარება].
23და არავის [არავითარი] შუამდგომლობა არ გამოადგება მის წინაშე, გარდა იმათისა, ვისაც ნებას დართავს იგი. (როდესაც ალლაჰი ყოვლისშემძლე თავისი გამოცხადებით მიმართავს რომელიმე წინასწარმეტყველს, ამას ისმენენ ანგელოზები, რომლებიც ცაში არიან, და განიცდიან მის წინაშე საშინელ შიშს]. ხოლო როცა შიში მოეხსნებათ მათ გულებს, ისინი [ანგელოზები] იტყვიან ერთმანეთში: რა თქვა თქვენმა უფალმა? ამბობენ: [მან თქვა] ჭეშმარიტება, და ის არის უზენაესი და დიადი
24უთხარი [ო, შუამავალო] [ამ მრავალღმერთიანებს]: ვინ გაძლევთ საზრდოს ზეციდან [როცა გაძლევთ სინათლეს და გარდამოგივლენთ წვიმას] და მიწიდან [როცა აღმოაცენს მცენარეებს და მოაწყო მასში სასარგებლო საბადოები]? [თუ ისინი არ იტყვიან, რომ ეს ალლაჰია]? მაშინ უთხარი: ალლაჰი გაძლევთ საზრდოს. და ჭეშმარიტად, [ჩვენ შორის ერთი მხარე] ჩვენთაგანი, ან თქვენთაგანი ან ვართ სწორ გზაზე, ან ცხად გზააბნევაშია
25უთხარი: თქვენ [ო, მრავალღმერთიანებო] არ გკითხავენ იმაზე, რაც ჩვენ [მორწმუნეებმა] შევცოდეთ [ჩვენს ცოდვებზე], და ჩვენ არ გვეკითხებიან იმაზე, რასაც თქვენ იქმთ [რადგან ჩვენ გგმობთ თქვენ და თქვენს ურწმუნოებას]
26უთხარი: ჩვენ შეგვკრებს ჩვენი უფალი [განსჯის დღეს], შემდეგ კი შეგვაფასებს ჭეშმარიტებით [სამართლიანად]. და იგი არის სამართლიანი მსაჯული და ყოვლისმცოდნე[რომელსაც არაფერი არ გამოეპარება]!
27უთხარი: «მაჩვენეთ ისინი, ვისაც უქმნიდით მას თანამონაწილედ [თაყვანისცემაში]! ო, არა! [საქმე სულ სხვაგვარადაა, ვიდრე თქვენ აღწერთ.] იგი ალლაჰი ძლევამოსილი [შურისგებაში მათდამი, ვინც შეუქმნის მას თანამონაწილეს], და ყოვლადბრძენი [თავის სიტყვებში და საქმეებში]
28ჩვენ მოგავლინეთ შენ [ო, მოციქულო მუჰამმად] მხოლოდ მთელი კაცობრიობისთვის, როგორც მახარებელი [ალლაჰის ჯილდოს შესახებ] და შემგონებელი [მისი სასჯელის შესახებ]. მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის [სიმართლე] [და ისინი იშორებენ მას].
29და ამბობენ ისინი [ეს მრავალღმერთიანები] [დაცინვით]: როდის იქნება ეს დაპირება [იმაზე, რომ ალლაჰი შეგვკრებს], თუ მართალთაგანი ხართ?
30უთხარი მათ [ო, მოციქულო]: თქვენთვის დადგენილია ერთი დღე [თქვენთვის არის დადგენილი ერთი აღთქმული დღე], რომელსაც ვერ გადაავადებთ ვერც ერთი საათით [რომ მოასწროთ მონანიება] და ვერ დააჩქარებთ მას [ვერც ერთი საათით] [ის არ დადგება იმ ვადამდე, რომელიც ალლაჰმა განსაზღვრა]
31და თქვეს რომელნიც გახვდნენ ურწმუნონი: ჩვენ არ ვირწმუნებთ არც ამ ყურანს და არც იმას, რაც მისამდე იქნა გარდმოვლენილი. ნეტავი დაგენახა [ო, მუჰამმად], როცა უსამართლონი [ურწმუნონი] დადგებიან თავიანთი უფლის წინაშე, ისინი ერთმანეთს მიუბრუნდებიან სიტყვით და ეტყვიან ისინი, ვინც დაჩაგრულნი იყვნენ, ამპარტავანთა: თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ჩვენ მორწმუნენი ვიქნებოდით
32ეტყვიან ამპარტავანნი დაჩაგრულთ: ნუთუ ჩვენ გადაგახვევინეთ თქვენ სწორი გზიდან მას შემდეგ, რაც იგი თქვენთან მოვიდა? არა, თქვენ თავად იყავით ცოდვილნი [ურწმუნონი]!
33და იტყვიან სუსტნი [მიმდევარნი] ამპარტავანთა [თავის წინამძღოლთა] მიმართ: არა, პირიქით! ღამისა და დღის თქვენი ხრიკი [თქვენი მუდმივი ბოროტი ზრახვა ჩვენს წინააღმდეგ] [რამაც ამ დაღუპვამდე მოგვიყვანა] იყო ის, რომ გვიბრძანებდით ალლაჰის ურწმუნოებას და მისთვის თანაზიარნი დაგვედგინა [თაყვანისცემასა და მსახურებაში] [მრავალღმერთიანობა გვეკეთებინა]! და გაუვლით მათ სინანული, როცა იხილეს სასჯელი [რაც მათთვის მომზადებულია]. და დავადეთ ჩვენ ჯაჭვები[ბორკილები] ურწმუნოთა კისრებზე [მათი ურწმუნოების გამო]. ნუთუ მიეგებათ მათ რამე სხვა, გარდა იმისა, რასაც თავადვე აკეთებდნენ? [ეს სასჯელი არ არის არაფერი, გარდა მათი ურწმუნოების სამაგიეროსი]
34და [არ ყოფილა ისე, რომ] ჩვენ რომელიმე დასახლებაში მოვავლინოთ შემგონებელი [მოციქული, რომელიც მოუწოდებს ალლაჰის რწმენისა და მსახურებისკენ], რომ მისი [დასახლების] მდიდრულად მცხოვრები მოსახლენი [განებივრებულნი სიამოვნებებსა და გართობაში] არ ეთქვათ: ჭეშმარიტად, ჩვენ არ ვირწმუნებთ იმას, რითაც გამოგზავნილხართ
35და თქვეს მათ: «ჩვენ უფრო მდიდარნი ვართ [თქვენზე] ქონებითა და შვილებით [და ალლაჰმა მოგვცა ეს ყველაფერი, რადგან კმაყოფილია ჩვენით]. და ჩვენ არ დავისჯებით [არც ამქვეყნად და არც მარადიულ ცხოვრებაში]
36უთხარი მათ [ო, მოციქულო]: ჭეშმარიტად, ჩემი უფალი განავრცობს [ზრდის] საზრდოს, ვისაც ინებებს [თავის მონათა შორის] [გამოსცდის, მადლიერია თუ არა იგი ალლაჰისადმი], და უსაზღვრავს [საზრდოს] ვისაც ინებებს [ისევ გამოსაცდელად, მოითმენს თუ არა იგი], [და ეს არ არის არც სიყვარულის და არც სიძულვილის გამო რომელიმეს მიმართ], მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ ეს არ იცის
37და არც თქვენი ქონება, და არც თქვენი შვილები არ დაგაახლოებთ ჩვენთან [ალლაჰთან] გარდა მათისა, ვინც ირწმუნა და აკეთებდა კეთილ საქმეებს. სწორედ მათ ექნებათ ორმაგი ჯილდო იმაზე, რაც მათ გააკეთეს, და ისინი იქნებიან [სამოთხის] ოთახებში უსაფრთხოდ.
38ხოლო ისინი, ვინც ისწრაფვიან ჩვენი სასწაულების [ყურანის აიათების]დასამარცხებლად [ცდილობენ რომ ადამიანები ალლაჰის სიტყვებიდან გადაიყვანონ], ისინი [ასეთნი] იქნებიან [ანგელოზთა მიერ] ჯოჯოხეთში წარდგენილნი
39უთხარი: «ჭეშმარიტად, ჩემი უფალი განავრცობს საზრდოს, ვისზეც ინებებს თავის მონათაგან, და განუსაზღვრავს მას, და რასაც არ უნდა დახარჯოთ [ალლაჰის გზაზე], ის შეგივსებთ მას. და იგი არის საუკეთესო მომცემი საზრდოსი
40იმ დღეს, როდესაც ის [ალლაჰი] შეკრებს მათ [მრავალღმერთიანებს] ყველას [სასამართლო დღეს], შემდეგ კი ეტყვის ანგელოზებს [საყვედურით იმათ მიმართ, ვინც მათ თაყვანს სცემდა]: ნუთუ ესენი [მრავალღმერთიანები] თქვენ [ანგელოზებს] გეთაყვანებოდნენ?
41იტყვიან [ანგელოზები]: ქება შენ, [ო, ალლაჰ]! [არავინ არის თანასწორი შენი]. შენ [ო, ალლაჰ] ხარ ჩვენი მფარველი [ვინც მფარველობას გვაძლევს, ვისაც ვემორჩილებით და ვეთაყვანებით] [ვგმობთ ამ მრავალღმერთიანებს]! არამედ ისინი [მრავალღმერთიანები] ჯინებს ეთაყვანებოდნენ, მათი უმრავლესობა მორწმუნენი იყვნენ მათი [ჯინების]
42და დღეს [სასამართლო დღეს] თქვენგან ვერავინ ფლობს სხვებისთვის სარგებელსა და ზიანს. და ვეტყვით ჩვენ რომელნიც უსამართლობას ჩადიოდნენ: იგემეთ ცეცხლის სასჯელი, რომელსაც თქვენ უარყოფდით [სიცრუედ მიიჩნევდით]
43და როცა ეკითხებათ ჩვენი ცხადი აიათები, ისინი ამბობენ: ეს არის მხოლოდ კაცი, რომელსაც სურს მოგაშოროთ იმისგან, რასაც ეთაყვანებოდნენ თქვენი მამები და ამბობენ: არაფერია ეს თუ არა გამოგონილი სიცრუე. და თქვეს იმათ, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი, ჭეშმარიტებაზე [ალლაჰის წიგნზე], როცა ის მივიდა მათთან: ეს მხოლოდ ცხადი ჯადოქრობაა
44და არ მივეცით ჩვენ მათ [ამ ურწმუნო არაბებს] არავითარი წიგნი [ყურანამდე], რომელსაც შეისწავლიდნენ, და არ მოვავლინეთ მათთან შენამდე [ო, მოციქულო] შემგონებელი [რომელიც გააფრთხილებდა მათ ჩვენი სასჯელის ძალას]
45ცრუდ შერაცხეს იგი იმათაც, ვინც იყვნენ მათზე უწინ, თუმცა მეათედიც არ გვიბოძებია მათთვის[შენი ერის მრავალღმერთიანებისთვის] იმისა, რაც იმათ[უწინდელ ურწმუნო ერებს] ვუბოძეთ. ცრუდ შერაცხეს[უწინდელებმა] ჩემი შუამავლები [როცა მათ სიმართლე მოუტანეს]. [და მე დავსაჯე ისინი, უკვე ამქვეყნადვე გავანადგურე] მაშ როგორი იყო ჩემი მრისხანება
46უთხარი [ო, მოციქულო] [ამ ურწმუნოებს]: მე მხოლოდ ერთს შეგაგონებთ: რომ წარსდგეთ ალლაჰის წინაშე [გაიფიქროთ სიმართლის ძიებაში] ორ-ორი ან თითო-თითოდ, მერე დაფიქრდეთ [ალლაჰის მოციქულზე] [აღმოაჩენთ, რომ] თქვენი მეგობარი [მუჰამმადი] არ არის შეშლილი. ჭეშმარიტად, ის [მუჰამმადი] მხოლოდ შემგონებელია თქვენთვის საშინელი სასჯელის წინ.
47უთხარი [ო, შუამავალო] [ურწმუნოებს]: რაც მე მოგთხოვთ ჯილდოდ, ის თქვენივე სასარგებლოდ არის [მე თქვენგან არაფერს ვითხოვ იმისთვის, რომ სიმართლე გამცნეთ, არამედ მხოლოდ ის, რომ მიიღოთ იგი და მიჰყვეთ მას]. ხოლო ჩემი ჯილდო მხოლოდ ალლაჰთან არის, რადგან ის არის მოწმე ყველაფრისა [ხედავს და იცის ყველაფერი]
48უთხარი [ო, შუამავალო] [მათ, ვინც უარყოფს ერთღმერთობასა და ისლამს]: ჭეშმარიტად, ჩემი უფალი ამარცხებს [გამოაშკარავებს და ანადგურებს] [სიყალბეს] სიმართლით [თავისგან მოტანილი მტკიცებულებებით], და ის არის მცოდნე ფარულის [ყველა საიდუმლოს]
49უთხარი [ო, შუამავალო]: მოვიდა ჭეშმარიტება [ალლაჰისგან] [ერთღმერთიანობა და ისლამი], [ხოლო სიცრუის გავლენა გაქრა] და სიცრუე აღარაფერს წარმოჩენს და აღარ დაბრუნდება
50უთხარი [ო, მოციქულო]: თუ მე ავცდები სწორ გზას, ჩემსავე საწინააღმდეგოდ ავცდები [საკუთარი თავის საზიანოდ], ხოლო თუ სწორ გზაზე ვარ, ეს ჩემი უფლის შთაგონებითაა, ჭეშმარიტად, ის არის მსმენელი[ თავისი მონების სიტყვებისა] და ახლოს მყოფი [იმასთან, ვინც მოუხმობს მას ვედრებით]
51ნეტავ დაგენახა [ო, მოციქულო], როგორ შეშინდებიან ისინი [ურწმუნონი], [როდესაც ალლაჰის სასჯელს იხილავენ], როცა აღარ იქნება გაქცევის [გადარჩენის] შესაძლებლობა, და როცა ისინი იქნებიან შეპყრობილნი [სასჯელისათვის] ახლო ადგილიდან [ალლაჰისგან ვერავინ თავს ვერ დაიღწევს].
52ისინი [ურწმუნონი] [როდესაც მარადიულ ცხოვრებაში იხილავენ სასჯელს] იტყვიან: ვირწმუნეთ იგი [ალლაჰი]! მაგრამ როგორ მიაღწევენ [რწმენას] შორეული ადგილიდან [ასეთ მდგომარეობაში]? [როგორ უნდა გახდნენ მორწმუნენი მარადიულ ცხოვრებაში, როცა უკვე ამ ქვეყნიური ცხოვრებისგან შორს იქნებიან?!]
53ხოლო ისინი უკვე ურწმუნოები იყვნენ მისი [იმაში, რაც მხოლოდ ახლა ირწმუნეს] მანამდეც საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამდნენ [ამბობდნენ შუამავალზე რაც მას არ ეკადრებოდა, და ასევე ამბობდნენ, რომ არ არის აღდგომა, შეკრება, სამოთხე და ჯოჯოხეთი] შორეული ადგილიდან [სულ სხვა მხრიდან, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ამ მცდარი ვარაუდებისთვის].
54და ბარიერი იქნება მათსა და მათ სურვილებს შორის [ურწმუნოთა და იმასთან, რასაც ისინი ისურვებდნენ;არ ცხოვრებისეული სიამოვნება, და არც ჯოჯოხეთის ტანჯვისგან დააღწევენ თავს] როგორც ეს გაკეთდა [ალლაჰის მიერ მათ წინამორბედ ჯგუფებთან [წინა თაობათა ურწმუნოებთან]. ჭეშმარიტად, ისინი იმყოფებოდნენ [როცა დედამიწაზე იყვნენ] მტანჯველ და დამაბნეველ ეჭვში [ალლაჰის მოციქულების, აღდგომის, ანგარიშისა და საზღაურის მიმართ]