فاطر
The Originator • 45 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ყველა ქება ეკუთვნის ალლაჰს, ცათა და მიწის შემოქმედს, რომელმაც ანგელოზები შექმნა შუამავლებად [შუამავლებად მისა და მოციქულთა შორის], რომლებიც ფლობენ ორ , სამ და ოთხ ფრთას. ის მატებს ქმნილებაში იმას, რასაც ისურვებს. ჭეშმარიტად, ალლაჰს ყოველი საქმე ძალუძს [ის ყოვლის შემძლეა ].
2რასაც ალლაჰი გაუხსნის ადამიანებს თავისი წყალობიდან [მისცემს საზრდოს, წვიმას, ჯანმრთელობას, ცოდნას…] — მისთვის არ იქნება შემაკავებელი [ვერც ერთი ვერ შეუშლის ხელს], ხოლო რასაც [თავისი წყალობიდან] შეაკავებს, — მის შემდეგ არავინ იქნება მომნიჭებელი [არავინ მისცემს იმას, რაც არ მისცა ალლაჰმა]. იგი ყოვლად დედებულია ყოვლად ბრძენია [ის, ვინც უხვად ანიჭებს ან აკავებს თავის წყალობას მხოლოდ თავისი სიბრძნის მიხედვით]
3ჰეი, ადამიანებო! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე! [გადაუხადეთ მადლობა მას ყოველი სიკეთისათვის, რაც თქვენთვის მოამზადა!] არის კი სხვა შემოქმედი ალლაჰის გარდა, რომელიც მოგანიჭებდათ საზრდოს ციდან [წვიმის მოვლინებით] და მიწიდან [წყაროების, მცენარეთა და მიწის ნაყოფის ბოძებით]? არაა სხვა ღმერთი [ღმერთი, რომელიც ღირსია თაყვანისცემის], გარდა მისი! მაშ საით მიემართებით?![მისი როგორც ერთადერთი ღმერთის აღიარებისა და თაყვანისცემისაგან]
4და თუ ისინი [შენი ხალხი] უარგყოფენ [ო, მოციქულო] [არ აღიარებენ, რომ შენ ალლაჰის მიერ ხარ გაგზავნილი], მაშინ [გამოიჩინე მოთმინება, რადგანაც] უარყოფილი იქნენ [ასევე] შუამავლები შენამდე, და [მხოლოდ] ალლაჰს უბრუნდება [ყველა] საქმე [რომლებიც უკავშირდება როგორც ამ სამყაროს, ასევე სამუდამო ცხოვრებას]
5ჰეი, ადამიანებო! ჭეშმარიტად, ალლაჰის დაპირება [აღდგომის, სასჯელისა და საზღაურის შესახებ სამუდამო ცხოვრებაში] ჭეშმარიტებაა. მაშ, არ მოგატყუოთ ამქვეყნიურ ცხოვრებამ [ნუ მიგიზიდებთ ამ ცხოვრების მაცდური სიკეთეები], და ნუ მოგატყუებთ ალლაჰის შესახებ მაცდუნებელი [სატანა]
6ჭეშმარიტად, შაიტანი [სატანა თქვენთვის [ჰეი, ადამიანებო] არის მტერი, [ამიტომ] ის მტრად მიიჩნიეთ! ის უხმობს თავის პარტიას [მის მიმდევრებს] მხოლოდ იმისთვის, რომ გახდნენ ისინი ცეცხლის [ჯოჯოხეთის] ბინადარნი
7ვინც ურწმუნო გახდა, მათთვისაა მკაცრი სასჯელი [მარადიულ ცხოვრებაში] ხოლო ისინი, ვინც ირწმუნეს და კეთილ საქმეებს ჩადიოდნენ [აკეთებდნენ მხოლოდ ალლაჰის გულისთვის იმას, რაც უბრძანა ალლაჰმა თვითონ ან თავისი შუამავლის მიერ], … მათთვისაა მიტევება [მათი ცოდვებისთვის] და დიდი ჯილდო [სამოთხე].
8ნუთუ ის, ვისი ბოროტი საქმე [ურწმუნოება, მრავალღმერთიანობა და სხვა ცოდვები] სატანამ ლამაზად მოაჩვენა და მანაც ის მშვენიერად დაინახა, [მსგავსია იმისა, ვისაც ალლაჰმა მისცა რწმენა და მიანიჭა მართალი გზა, და ის კარგს ხედავს კარგად, ხოლო ცუდს ცუდად]? ჭეშმარიტად, ალლაჰი უბნევს გზას იმას, ვისაც ისურვებს [ტოვებს მას დახმარების გარეშე], და გზას უჩვენებს იმას, ვისაც ისურვებს. მაშ, ნუ გაავსებ შენს სულს დარდით მათ გამო [ურწმუნოთა გამო] [მათი ურწმუნოების გამო]. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, რასაც ისინი აკეთებენ [და საზღაურს მიაგებს ამისათვის]
9და ალლაჰია ის, ვინც აგზავნის ქარებს, [რომლებიც] შემდეგ აწევენ [ამოძრავებენ] ღრუბლებს, შემდეგ კი ჩვენ მივაგდებთ მათ [ღრუბლებს] მკვდარ [გვალვიან] ადგილებზე და ვაცოცხლებთ ამით [წვიმის წყლით] მიწას [გახმობილ მცენარეებს] მისი სიკვდილის შემდეგ. სწორედ ასე [ამ გაცოცხლების მსგავსად] მოხდება აღდგომა [მიცვალებულთა] [აღდგომის დღეს]
10ვინც ისურვებს დიდებას [როგორც ამქვეყნად, ასევე სამუდამო ცხოვრებაში], [ნუ ითხოვთ მას სხვაგან, არამედ] ალლაჰს სთხოვოს, რადგან ალლაჰს ეკუთვნის ყოველი დიდებულება [და ის მიიღება მხოლოდ მისადმი მორჩილებით] [ხოლო ვინც დიდებულებას ქმნილებებში ეძებს, ალლაჰი მას დაამცირებს]. მისკენ ადის კეთილი სიტყვა [ერთღმერთობის მოწმობის სიტყვა, ალლაჰის ხსენება და მისი წიგნის კითხვა, ყურანის], ხოლო კეთილი საქმე [სავალდებულო და ნებაყოფლობითი საქმეების შესრულება] მას [ალლაჰი] ზევით სწევს. ხოლო ისინი, ვინც ბოროტ საქმეებს ხრიკებით სჩადიან [ცუდ საქმეებს ჩადიან], მათთვისაა მტანჯველი სასჯელი, და ასეთთა მზაკვრობა განწირულია
11და ალლაჰმა შეგქმნათ თქვენ [ჰეი, ადამიანებო] [თქვენი წინაპარი ადამი] მიწისგან, შემდეგ [დააწესა, რომ მისი შთამომავლობა გამრავლებულიყო] წვეთიდან [ნაყოფიერი სითხიდან], შემდეგ კი გაგხადათ წყვილებად [კაცებად და ქალებად]. და ვერ დაორსულდება ქალი და ვერ შობს, თუ არა მისი ცოდნით. და არც ერთი არსების სიცოცხლის ხანგრძლივობა, და არც ხანმოკლეობა, არ არის წიგნში დაწერვის გარეშე [მასთან] [დაცულ დაფაში]. ჭეშმარიტად, ეს ალლაჰისთვის ადვილია. [ადვილია თქვენი შექმნა, ცოდნა თქვენს შესახებ, და ყველაფერი ჩაწერილია დაცულ დაფაში ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე]
12და ვერ გაუტოლდებიან ორი ზღვა: ეს სასიამოვნო, ტკბილი, სასმელად ვარგისი, ხოლო ეს მარილიანი, მწარე [სასმელად უვარგისი]. და თითოეულიდან [ზღვიდან იკვებებით თქვენ ახალი ხორცით [თევზით] და გამოაქვთ სამკაულები [მარგალიტი, მარჯანი], რომლებსაც ატარებთ. და ხედავ შენ გემებს მასში, როგორ ცურავენ [ზღვის ზედაპირზე], რათა მიიღოთ [საკუთარი] საზრდო მისი წყალობიდან [ალლაჰის ზღვის ნობათის მოპოვებით და ვაჭრობით], და იქნებ იყოთ მადლიერნი [უზენაესი ალლაჰისადმი] [მისი უდიდესი წყალობებისათვის, რომლებიც თქვენზე მოავლინა]
13იგია [ალლაჰი] მას შეჰყავს ღამე დღეში, და შეჰყავს დღე ღამეში. დაიმორჩილა მზე და მთვარე და თითოეული დაცურავს დათქმულ დრომდე. ეს არის ალლაჰი, თქვენი ღმერთი [ერთადერთი]. მას ეკუთვნის [ყოველი] ძალაუფლება [ყველაფერზე] [ყველაფერი მხოლოდ მას ეკუთვნის, ის სრულიად განაგებს ყველაფერს და ყველაფერი ხდება მხოლოდ მისი ცოდნითა და ნებართვით], ხოლო ისინი [ვინც არიან კერპები და გამოგონილი ღმერთები], რომელსაც უხმობენ მის გარდა [ალლაჰის გარდა], ვერ ფლობენ თუნდაც ხურმის კურკის ნაჭუჭს[კურკის გარშემო აპკა]
14თუ თქვენ მოუხმობთ მათ [კერპებსა და გამოგონილ ღვთაებებს], ისინი ვერ ისმენენ თქვენს მოხმობას, და თუნდაც გაეგონათ, არ გიპასუხებდნენ თქვენ, ხოლო აღდგომის დღეს ისინი [ვისაც ეთაყვანებოდით ალლაჰის გარდა] უარყოფენ თქვენს მრავალღმერთიანობას. და ვერავინ გამცბონბს შენ [ო, მოციქულო], როგორც ყოვლისმცოდნე [ალლაჰი].
15ჰეი, ადამიანებო! თქვენ ალლაჰზე ხართ დამოკიდებულნი, ხოლო ალლაჰი მდიდარი [ის არავის და არაფერს არ საჭიროებს], ყოვლადქებულია
16თუ ის ისურვებს, გაგანადგურებთ თქვენ [ჰეი, ადამიანებო] და მოიყვანს ახალ ქმნილებას [სხვებს, რომლებიც სრულად დაემორჩილებიან მას].
17და ეს [თქვენი განადგურება და სხვათა მოყვანა] ალლაჰისთვის არაა დიდი [არაა ძნელი].
18არცერთი მტვირთველი არ იტვირთავს სხვათა ტვირთს [არავის დაეკისრება სხვისი ცოდვა] და, თუ მოუხმობს დამძიმებული მისი[ტვირთის,ცოდვის] წაღებისთვის, არაფერი არ იქნება წაღებული მისგან, თუნდაც იყოს მისი ახლობელი. შენ მხოლოდ შეაგონებ იმათ, რომელთაც ეშინიათ თავიანთი ღმერთისა ფარულად, და დგებიან ლოცვად. ვინც განიწმინდება, საკუთარი თავისთვის განიწმინდება და ალლაჰთანაა დაბრუნება
19და ვერ გაუტოლდება ბრმას [ურწმუნოს, რომელიც ვერ ხედავს და ვერ შეიცნობს ჭეშმარიტებას] მხედველი [მორწმუნე, რომელიც მიჰყვება ჭეშმარიტების გზას].
20და [ვერ გაუტოლდება] ბნელეთი [ურწმუნოების] და ნათელი [ჭეშმარიტი რწმენისა].
21და [ვერ გაუტოლდება] ჩრდილი [სიგრილე] [რომელიც იქნება საზღაური რწმენისთვის] და ცხელი სიცხე [რომელიც იქნება საზღაური ურწმუნოებისა და ცოდვებისათვის].
22და ვერ გაუტოლდებიან ცოცხალნი [ვისი გულებიც ცოცხალია რწმენით] და მკვდარნი [ვის სულებშიც ურწმუნოებაა]. ჭეშმარიტად, ალლაჰი შეასმენს [მისცემს გაგებასა და ჭეშმარიტების მიღებას] იმას, ვისაც ისურვებს, ხოლო შენ [ო, შუამავალო] ვერ აიძულებ გაიგონონ მათ, ვინც საფლავებშია [ვერ შეძლებ ურწმუნოებს გააგებინო ჭეშმარიტება, ისევე როგორც ვერ აიძულებ გაიგონონ მათ, ვინც საფლავებში იმყოფებიან].
23რადგან შენ [ო, მუჰამმად] მხოლოდ შემგონებელი ხარ [ის, ვინც ალლაჰის სასჯელს ახსენებს და აფრთხილებს].
24ჭეშმარიტად, ჩვენ გაგგზავნეთ შენ [ო, მუჰამმად] ჭეშმარიტებით [რწმენით და ალლაჰის კანონით] როგორც მახარებელი [რომელიც გაახარებს მორწმუნეებს სამოთხით] და გამაფრთხილებელი [რომელიც გააფრთხილებს ურწმუნოებსა და ცოდვილებს ალლაჰის სასჯელის შესახებ]. და არ ყოფილა არცერთი ერი, რომელთანაც არ მოსულიყო [გამაფრთხილებელი] შემგონებელი [წინასწარმეტყველთაგან].
25თუ ისინი [ეს მრავალღმერთიანები] უარგყოფენ შენ [ო, მოციქულო მუჰამმად] [არ აღიარებენ, რომ შენ ალლაჰის მიერ ხარ გაგზავნილი], მაშინ [გამოიჩინე მოთმინება, რადგანაც] ისინი, ვინც იყვნენ მათამდე, [ასევე] უარყვეს მათთან გაგზავნილი შუამავალნი, მათთან მოდიოდნენ მათი შუმავლები ცხადი არგუმენტებით [სასწაულებით, რომლებიც მიანიშნებდნენ იმაზე, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ წინასწარმეტყველნი], და წიგნებით [რჯულის გრაგნილებით], და მანათობელი წიგნით [როგორიცაა თორა, ფსალმუნი და სახარება].
26შემდეგ მე შემოვიპყარი ისინი, რომელნიც ურწმუნონი იყვნენ [მივაგე სხვადასხვა სახის სასჯელი]. და როგორი იყო ჩემი რისხვა [რომ მათ თავს დაატყდა დამღუპველი სასჯელი]
27ნუთუ არ დაინახე, როგორ გარდმოავლინა ალლაჰმა ციდან [ღრუბლებიდან] წყალი [წვიმა], რომლის მეშვეობითაც ჩვენ გამოვიყვანეთ სხვადასხვა ფერის ნაყოფები. და მთებში არის ბილიკები თეთრი, წითელი სხვადასხვაფერის, და ძალიან შავი.
28ადამიანთა, ცხოველთა და პირუტყვთაგანაც არიან სხვადასხვაფერის მის[ზემოთ ხსენებულის] მსგავსად. ალლაჰისა ეშინია მისი მონებიდან მხოლოდ სწავლულთ [ვინც იცნობენ მას, მის სახელებსა და თვისებებს, მის რჯულს]. ჭეშმარიტად, ალლაჰი დიდებული, მიმტევებელია!
29ჭეშმარიტად, ისინი, ვინც კითხულობენ ალლაჰის წიგნს [ყურანს] [და მის მიხედვით მოქმედებენ], და [დროულად და წესისამებრ] ასრულებენ [სავალდებულო] ლოცვას, და ხარჯავენ [საკუთარ ქონებას] [როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფლობითი სიკეთით დახმარების სახით] იმიდან, რაც ჩვენ მივანიჭეთ მათ, ფარულად [ადამიანთაგან მალულად] და აშკარად, იმედოვნებენ ვაჭრობას, რომელიც არ დაიკარგება [ამით ისინი ალლაჰის კმაყოფილებას ესწრაფვიან].
30იმისთვის, რომ მან სრულად მიანიჭოს მათ მათი საზღაური, და დაუმატოს მათ თავისი წყალობიდან. ჭეშმარიტად, ის არის მიმტევებელი [ვინც მიუბრუნდება მას მონანიებით] და მადლიერი [მათი მართალ საქმეთა გამო]
31ხოლო, რაც ჩვენ შთაგაგონეთ შენ [ო, მოციქულო] წიგნიდან [ყურანიდან], ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც ადასტურებს იმას რაც [იქნა გარდმოვლენილი] მის წინათ [წინა წიგნებში, რომლებიც ალლაჰმა გაუგზავნა წინასწარმეტყველებს შენამდე]. ჭეშმარიტად, ალლაჰი თავის მორჩილთა შესახებ უეჭველად არის ყოვლისმცოდნე და მხედველი
32შემდეგ ჩვენ ვუანდერძეთ წერილი მემკვიდრეობით ჩვენს მორჩილთაგან მათ, ვინც ამოვირჩიეთ [ყურანი ვუბოძეთ მოციქული მუჰამმადის უმმას]. მათ შორის არიან ისინი, ვინც საკუთარ თავს უსამართლობას უკეთებენ [ცოდვებს სჩადიან], და მათ შორის არიან ზომიერნი [ასრულებენ სავალდებულოს და თავს იკავებენ აკრძალულისაგან], და მათ შორის არიან წინმსწრები [სხვებზე] კეთილ საქმეებში ალლაჰის ნებართვით. ის [წიგნის მინიჭება და ამ რჩეულ უმმასთვის] არის დიდი წყალობა!
33ისინი შევლენ სამოთხის ბაღებში, სადაც შეიმკობიან ოქროს სამაჯურებით და მარგალიტით, და მათი სამოსი იქ იქნება აბრეშუმის
34და ისინი იტყვიან [როცა შევლენ სამოთხეში]: ქება ალლაჰს, რომელმაც მოგვაშორა სევდა! ჭეშმარიტად, ჩვენი უფალი მიმტევებელი და მადლიერია
35რომელმაც დაგვამკვიდრა სამუდამო სამყოფელში თავისი წყალობით, სადაც არ შეგვეხება დაღლილობა, და სადაც არ შეგვეხება გარჯა .
36ხოლო ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ, მათთვის [მომზადებულია] გეენის ცეცხლი [ჯოჯოხეთი]. არ იქნება მათზე დადგენილი, რომ მოკვდნენ [იქ ისინი არასოდეს მოკვდებიან], მაგრამ არც ეს სასჯელი შეემსუბუქდებათ. ასე მივუზღავთ ყოველ ურწმუნოს.
37და ისინი [ურწმუნონი] ხმამაღლა ყვირიან [შველას ითხოვენ]მასში [ჯოჯოხეთში]: ო, უფალო ჩვენო! გამოგვიყვანე [ჯოჯოხეთიდან], ჩვენ გავაკეტებთ სიკეთეს [სავსებით] სხვა იმას, რასაც ვაკეთებდით [ჩვენს ცხოვრებაში] [ვიქნებით მორწმუნენი და კეთილ საქმეთ დამსაქმებელნი]! [და ალლაჰი უზენაესი ეტყვის მათ]: ნუთუ ჩვენ არ მოგეცით სიცოცხლე, რომ გაგხსენებოდათ [მიეღო დარიგება] მას, ვისაც შეეძლო გახსენება [დარიგების მიღება]? და მოვიდა თქვენთან შემგონებელი [წინასწარმეტყველი]. იგემეთ [ჯოჯოხეთის სასჯელი], რადგანაც უსამართლოთათვის არ არის არავითარი დამხმარე (რომელიც იხსნის მათ ალლაჰის სასჯელისაგან)!
38ჭეშმარიტად, ალლაჰია მცოდნე [ყოველი] დაფარულისა ცათა და მიწისა. ჭეშმარიტად, მან უწყის, რაც გულებშია [მისი ქმნილებათა].
39იგია [ალლაჰი], რომელმაც შეგქმნათ თქვენ [ჰე, ადამიანებო] მემკვიდრებად [თაობებად, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან] მიწაზე. ხოლო ვინც გახდება ურწმუნო თავის წინააღმდეგ იქნება მისი ურწმუნოება. და არ მოუტანს ურწმუნოთა ურწმუნოება მათ უფლის წინაშე არაფერს, გარდა სიძულვილისა [ალლაჰის რისხვისა]. და არ მოუტანს ურწმუნოთა ურწმუნოება არაფერს, გარდა ზარალისა [დაკარგვისა, დაღუპვისა].
40უთხარი [ო, მოციქულო] [მრავალღმერთიანებს]: იფიქრეთ თქვენს თანამოზიარებზე [მცდარ ღვთაებებზე], რომლებსაც ევედრებით ალლაჰის გარდა? მაჩვენეთ, მიწის რომელი ნაწილიც მათ [ღმერთებმა] შექმნეს? ან აქვთ კი მათ [თქვენს ღვთაებებს] წილი ცათა შექმნაში? თუ კი ჩვენ მივანიჭეთ მათ [მრავალღმერთიანებს] [რაიმე] წიგნი [სადაც ნებადართული იქნებოდა მრავალღმერთიანობა], და ისინი დაეყრდნობიან მისგან ცხად სასწაულს [მტკიცებულებას] [მისი ნებადართულიობის შესახებ]? არა! [ეს ასე არ არის!] მხოლოდ მაცდურობას ჰპირდებიან ბოროტმოქმედნი [ურწმუნონი] ერთმანეთს
41ჭეშმარიტად, ალლაჰი აკავებს ცათა და მიწას, რათა ისინი არ გაუჩინარდნენ. ხოლო თუ ისინი დაიწყებდნენ გაუჩინარებას, ვერავინ შეაკავებდა მათ მის შემდეგ. ჭეშმარიტად, ის შემწყნარებელია [აგვიანებს სასჯელს ურწმუნოებისა და ურჩთათვის], მიმტევებელია [მათთვის, ვინც ინანიებს თავის ცოდვებს].
42და ისინი [ურწმუნო ყურაიშელები] ალლაჰით იფიცებოდნენ თავიანთი უდიდესი ფიცით, რომ თუ მოვიდოდა მათთან შემგონებელი [მოციქული ალლაჰისგან], აუცილებლად გახდებოდნენ ისინი სწორ გზაზე მავალნი [ჭეშმარიტების მიყოლნი და ალლაჰისადმი მორჩილებაში], ვიდრე ნებისმიერი [წინა] ერი. მაგრამ მას შემდეგ, რაც მოვიდა მათთან შემგონებელი [მოციქული მუჰამმადი], ამან მხოლოდ კიდევ უფრო გაზარდა მათში დაშორება [ჭეშმარიტებისგან]
43[და ისინი იფიცებოდნენ მხოლოდ] ქედმაღლობით მიწაზე [ადამიანთა წინაშე] და ბოროტი ხრიკებით. მაგრამ ბოროტი ხრიკი მოეხვევა მხოლოდ მის მქნელთ. ნუთუ ისინი [მრავალღმერთიანები] ელიან [ამ ყველა ხრიკის ჩადენით] რაიმე სხვა ბედს, გარდა წინა თაობათა ბედი [წინა თემებისა], [რომლებიც მათსავით იყვნენ ურწმუნოებაში]? და ვერასოდეს იპოვი შენ ალლაჰის გზაში ცვლილებას [არავის ძალუძს შეცვალოს ის, რაც ალლაჰმა დაადგინა]! და არასოდეს იპოვი შენ ალლაჰის გზაში გადახრას [არავის ძალუძს გადახაროს ალლაჰის სასჯელი არც საკუთარი თავისგან, არც სხვისგან].
44ნუთუ ისინი [ურწმუნო მექქელნი და სხვანი] არ მოგზაურობდნენ მიწაზე [ნუთუ არ იყვნენ იემენში და შამში] და [ნუთუ] არ დაინახეს, როგორი იყო დასასრული იმ [ხალხისა, რომლებიც არ დაემორჩილნენ ალლაჰს], რომლებიც მათამდე იყვნენ [რა შეემთხვათ ადიელებს, სამუდიანებს და მათ მსგავსებს]? ხოლო ისინი [ადიელები და სამუდიანელები] ძლიერები იყვნენ მათზე [მექქელებზე] [სხეულის] ძალით. მაგრამ ალლაჰი არ არის ისეთი, რომ რამემ დაასუსტოს იგი, არც ცათა და არც მიწასა ზედა. [ვინაიდან] ჭეშმარიტად, ის [ალლაჰი] არის ყოვლისმცოდნე [მათი ყველა საქმის შესახებ] და ყოვლისშემძლე [იმისათვის, რომ მოუვლინოს მათ დამღუპველი სასჯელი].
45და თუ ალლაჰი დასჯიდა ადამიანებს იმისთვის, რაც მათ დაიმსახურეს [იმ ცოდვებისთვის, რომლებსაც სჩადიან] [მხოლოდ ამქვეყნად], მაშინ არ დატოვებდა მის ზედაპირზე [დედამიწაზე] არც ერთ ცოცხალ არსებას. მაგრამ ის აძლევს მათ ვადას განსაზღვრულ დრომდე [როგორც ამქვეყნად, ასევე სამსჯავროს დღემდე]. ხოლო როცა დადგება მათი დრო, ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს თავის მონებს [და მიუზღავს მათ იმისათვის, რასაც სჩადიოდნენ]