الرعد
The Thunder • 43 ayahs • Medinan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ალიფ ლაამ მიიმ რაა. ეს [არის ის, რაც იკითხება] – წიგნის (ალლაჰის) აიათები. და ის, რაც შენ გარდმოგევლინა (ო, შუამავალო) შენი უფლისგან [ყურანი], არის ჭეშმარიტება, მაგრამ ადამიანთა უმეტესობას არ სწამს.
2ალლაჰი – (ის) არის იგი, ვინც ზეცები აღამაღლა [შვიდი ზეცა] სვეტების გარეშე, როგორც ხედავთ, შემდეგ ამაღლდა 'არშზე (როგორც ეს მხოლოდ მის სიდიადეს შეშვენის) და დაიმორჩილა მზე და მთვარე: თითოეული მათგანი [მზე და მთვარე] მოძრაობს დანიშნულ ვადამდე [განკითხვის დღემდე, როდესაც ეს სამყარო არსებობას შეწყვეტს]. ის განაგებს [ყოველივე არსებულის საქმეებს] (თავისი სიბრძნისამებრ), ხსნის (ხალხისთვის) (თავის) ნიშნებს (რომლებიც მიუთითებს მის ძალასა და იმაზე, რომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი), რათა დარწმუნდეთ თქვენს უფალთან შეხვედრაში!
3და ის [ალლაჰი] არის ის, ვინც გაშალა მიწა [გახადა იგი სიცოცხლისთვის შესაფერისი] და აღმართა მასზე მყარი მთები და მდინარეები, და ყოველი სახის ხილიდან მასზე [მიწაზე] ორი სახეობა [მამრი და მდედრი]. ის დღეს ღამით [მისი სიბნელით] ფარავს. ჭეშმარიტად, ამაში ნიშნებია [მითითებები და მტკიცებულებები] მათთვის, ვინც ფიქრობს!
4მიწაზე არიან ერთმანეთის მეზობლად მდებარე ნაკვეთები (ისეთი, რომ ერთზე მცენარეები იზრდება, ხოლო მეორეზე, რომელიც მარილიანი ან კლდოვანია, არაფერი იზრდება), და (ასევე მასზეა) ვენახები, და მოსავალი, და (ისეთი) პალმები (რომლებიც ერთ ჯგუფად იზრდებიან) ერთი ფესვიდან და (ისეთი პალმები, რომლებიც) არა ერთი ფესვიდან [ცალ-ცალკე იზრდებიან], რომლებსაც ერთი წყლით რწყავენ. და ზოგიერთ მათგანს [ამ მცენარეებს] ჩვენ საკვებად სხვებზე უკეთესს ვქმნით [ვანიჭებთ მათ უკეთეს გემოს, სურნელს, გარეგნობას, ...]. ჭეშმარიტად, ამაში [ტერიტორიებს, ხილისა და მისი სხვა თვისებების განსხვავებულობაში] – ნათელი სასწაულებია გონიერი ხალხისთვის!
5და თუ შენ (ო, შუამავალო) გაოცებული ხარ (იმით, რომ ამ არგუმენტებისა და მტკიცებულებების შემდეგ არ სურთ ირწმუნონ), მაშინ (კიდევ უფრო) გასაოცარია ურწმუნოთა სიტყვები: "როდესაც (სიკვდილის შემდეგ) ჩვენ მიწად ვიქცევით [სრულიად გახრწნილნი], ნამდვილად აღვდგებით ახალ ქმნილებაში [მკვდრეთით აღმდგარნი]?!" ასეთები [ისინი არიან], ვინც არ ირწმუნა თავისი უფლის (რომელმაც ისინი შექმნა). და ისინი (არიან), ვისაც (განკითხვის დღეს) (ცეცხლოვანი) ბორკილები ექნებათ კისრებზე. და ისინი – (არიან) ცეცხლის [ჯოჯოხეთის] მკვიდრნი, (და) ისინი იქ მარადჟამს დარჩებიან.
6ისინი [ურწმუნოები] გიბიძგებენ (ო, შუამავალო) უბედურების დაჩქარებით [ირონიით, ითხოვენ, რომ დაატეხო მათ თავს სასჯელი, რომელიც მათ ურწმუნოების გამო ემუქრებათ] სიკეთემდე [იმის ნაცვლად, რომ ირწმუნონ და ამით გადაარჩინონ თავი]. და ჭეშმარიტად, მათზე წინ უკვე იყო საყურადღებო სასჯელები. და ჭეშმარიტად, თქვენი უფალი ნამდვილად მიმტევებელია ადამიანებისადმი (როდესაც ისინი მოინანიებენ), მიუხედავად მათი უსამართლობისა! და ნამდვილად, თქვენი უფალი სასტიკ სასჯელიანია!
7ხოლო ურწმუნონი ამბობენ: "რატომ არ გამოუგზავნეს მას [მუჰამმადს] მისი უფლისგან (ხილული) სასწაული (როგორიცაა მოსეს ჯოხი ან სალიჰის აქლემი)?" (მაგრამ სასწაულებს შენ კი არ ახდენ, ო, შუამავალ, არამედ მხოლოდ ალლაჰი) ჭეშმარიტად, შენ (ო, შუამავალო) მხოლოდ გამაფრთხილებელი ხარ და ყოველ ხალხს ჰყავს მეგზური (რომელიც მათ ალლაჰის კმაყოფილების გზას უჩვენებს)!
8ალლაჰმა იცის, რას ატარებს ყოველი ქალი (საშვილოსნოში) [მამაკაცს თუ ქალს, ბედნიერი იქნება თუ უბედური] (და მხოლოდ მან იცის), რამდენად იკუმშება და რამდენად ფართოვდება საშვილოსნო [მოხდება მუცლის მოშლა, ნაადრევად იმშობიარებს ან ვადაზე გააჩენს შვილს]. რადგან მასთან ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თავისი ვადა.
9(ის) – უხილავისა და ხილულის მცოდნე, დიადი (თავის არსებაში, სახელებსა და თვისებებში), უზენაესი (რომელიც თავისი არსებითა და ძალით ყველა თავის ქმნილებაზე მაღლა დგას)!
10თქვენ შორის (ადამიანებს შორის) თანასწორნი არიან: ისინი, ვინც დამალავს საუბარს და ის, ვინც ღიად საუბრობს, და ისიც, ვინც (თავის საქმეებს) ღამით მალავს და დღისით ღიად მოქმედებს(ფარულიც და აშკარაც ალლაჰის წინაშე ერნაირია).
11მას [ალლაჰს] ჰყავს (ანგელოზები), რომლებიც პირდაპირ მის [კაცის] წინ და უკან მიჰყვებიან და ალლაჰის ბრძანებით აღრიცხავენ მის (საქმეებს). ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ცვლის (მდგომარეობას), (რომელშიც ადამიანები იმყოფებიან) სანამ ისინი თვითონვე არ შეცვლიან იმას, რაც მათთანაა [მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებიან] (კარგისკენ, ან ცუდისკენ). და თუ ალლაჰმა მოისურვა რომელიმე ხალხისთვის უბედურება (სასჯელის სახით), მაშინ ვერაფერი შეძლებს მის მოგერიებას, და მათ მას გარდა არავითარი მფარველი არ ჰყავთ (რომელიც მათგან მის სასჯელს მოიგერიებდა)!
12ის [ალლაჰი] არის ის, ვინც გაჩვენებთ ჭექა-ქუხილს (როგორც თავის ერთ-ერთ ნიშანს) (და თქვენ ხედავთ მას) შიშით (რომ ის დაგარტყამთ) და იმედით (რომ წვიმა მოვა). და ის [ალლაჰი] წარმოშობს მძიმე ღრუბლებს (რომლებიც თქვენს სასიკეთოდ წვიმა მოაქვთ).
13და ქუხილი განადიდებს მას [ალაჰს], და ანგელოზები (განადიდებენ მას) მისი შიშით. და ის გზავნის მეხებს და ურტყამს მათ, ვისაც ის ინებებს. და ისინი [ურწმუნონი] კამათობენ ალლაჰის შესახებ, მაგრამ იგი ძლევამოსილია ძალითა (და სასჯელით მათზე, ვინც მას არ ემორჩილება)!
14და ჭეშმარიტი ვედრება მას ეკუთვნის. და ისინი (ღვთაებები), რომლებსაც უხმობენ მის გარდა [ვედრებით მიმართავენ], არაფრით არ პასუხობენ მათ. გარდა იმისა, რომ ისინი იმ [მწყურვალის] მსგავსნი არიან, რომელიც ხელს შორს, წყლისკენ იწვდის, რათა პირთან მიიტანოს, მაგრამ [წყალი] მის [პირს] ვერ აღწევს. და ნამდვილად, ურწმუნოთა ვედრება მხოლოდ გზააბნეილობაშია!
15და ალლაჰის წინაშე საჯდას ასრულებენ (თავიანთი მორჩილების გამოსახატავად) ისინი, ვინც ზეცაში არიან [ანგელოზები] და ისინი, ვინც დედამიწაზე არიან, (და სიმდაბლით იხრებიან მის წინაშე) ნებაყოფლობით (მორწმუნეები) და უნებლიეთ (ურწმუნოები და თვალთმაქცები), და მათი ჩრდილები [არსებების] დღის დასაწყისსა და მის ბოლოს.
16თქვი (ო, შუამავალო): "ვინ არის ცათა და მიწის უფალი?" უთხარი მათ (მრავალღმერთიანებს): "ალლაჰი!" თქვი: "ნუთუ მის გარდა სხვა მფარველები აიყვანეთ, რომელთაც არ ძალუძთ არც სარგებლის მოტანა და არც ზიანის მიყენება თავიანთი თავისთვის?" თქვი: "განა ბრმა და თვალხილული ერთია? განა სიბნელე და სინათლე ერთია? ან იქნებ ალლაჰს მოზიარეები დაუდგინეს, რომელთაც შექმნეს ისევე, როგორც მან შექმნა, და მათთვის ქმნილება ერთმანეთს დაემსგავსა?" თქვი: "ალლაჰია ყოველივეს შემქმნელი. და იგია ერთადერთი, ყოვლისშემძლე".
17მან გარდმოავლინა წყალი [წვიმა] ციდან – და ველები აივსო [წყლით] თავისი ზომის შესაბამისად [თითოეული ველი თავისი ზომის მიხედვით]. და (ამ) წყალდიდობამ წაიღო ქაფი, რომელიც (ზედაპირზე) ამოვიდა. {ამ მაგალითში, წყალი ჭეშმარიტებაა, ქაფი — სიცრუე, ხოლო ხეობები — ადამიანთა სულები} და იმ [ოქრო, ვერცხლი, სპილენძი]-დან, რომელსაც ისინი [ადამიანები] ცეცხლში აცხელებენ (როდესაც ადნობენ), სამკაულებისა და იარაღების გასაკეთებლად (საქმეს) [საჭრელი იარაღი], (ასევე ჩნდება) ასეთი ქაფი. {ამ მაგალითში, ლითონი არის ჭეშმარიტება, ხოლო ქაფი — სიცრუე.} ამგვარად, ალლაჰი წარმოაჩენს ჭეშმარიტებასა და სიცრუეს (მაგალითების სახით). რაც შეეხება ქაფს, ის გადაიგდება, ხოლო ის, რაც სასარგებლოა ხალხისთვის [წყალი და ლითონი], დედამიწაზე რჩება. ასე იძლევა ალლაჰი მაგალითებს (ხალხისთვის).
18ისინი, ვინც თავიანთ უფალს უპასუხეს [მთლიანად დაემორჩილნენ მას] – საუკეთესო [სამოთხე], და ისინი, ვინც მას არ უპასუხეს [ურწმუნოები], თუნდაც მათ მიწაზე ჰქონოდათ ყველაფერი [მთელი სიმდიდრე] და კიდევ იმდენივე, (მაშინ) ისინი (სასამართლო დღეს) უეჭველად გამოისყიდიდნენ თავს ამით (გეენის სასჯელისგან). ასეთთათვის საშინელი ანგარიში იქნება და (მარადიული) თავშესაფარი — გეენა, და (რა) საშინელია ის (მხურვალე) საწოლი!
19განა ის, ვინც იცის, რომ შენთვის (ო, შუამავალო) შენი უფლისგან გამოცხადებული ჭეშმარიტებაა (და სჯერა მისი), იგივეა, რაც ის, ვინც ჭეშმარიტებისთვის ბრმაა [ვინც მას ვერ ხედავს და, შესაბამისად, არ სჯერა მისი]? მაგრამ მხოლოდ გონიერნი ისმენენ (გაფრთხილებებს) [და სარგებლობენ მათგან].
20რომლებიც ალლაჰის აღთქმას [მასთან შეთანხმებას] ერთგულად იცავენ და არ არღვევენ თავიანთ პირობებს;
21და ისინი, ვინც იმას აერთიანებენ, რაც ალლაჰმა დააკავშირა [ინარჩუნებენ ოჯახურ კავშირებს და კარგად ექცევიან ღარიბებს], და ეშინიათ თავიანთი უფლის (როდესაც ცოდვას სჩადიან), და ეშინიათ ცუდი ანგარიშსწორების (განკითხვის დღეს); და ისინი, ვინც მოწყალებას გასცემენ მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების საძიებლად და ვისი გულებიც შფოთავენ [თავიანთი ცოდვების გამო],
22და ისინი, ვინც მოთმინებას იჩენდნენ (ალლაჰის მორჩილებაში, ცოდვებისგან თავის შეკავებასა და გასაჭირში), ეძებდნენ თავიანთი უფლის სახეს [მის კმაყოფილებას], და აღასრულებდნენ (სავალდებულო) ლოცვას (სათანადოდ) [დროულად, მოკრძალებით უფლის წინაშე], და გასცეს (სავალდებულო და ნებაყოფლობითი მოწყალება) იმისგან, რაც ჩვენ მივეცით მათ [მათი ქონებიდან], ფარულად და ღიად, და მოიგერიეს ბოროტება სიკეთით. მათთვისაა საბოლოო(საქებარი) სამყოფელი
23(სამოთხის) ედემის ბაღები, რომლებშიც ისინი შევლენ თავიანთი მამების [მშობლების], მეუღლეებისა და შთამომავლების მართლებთან ერთად(იმ ნათესავებთან ერთად რომელნიც სწორ გზას გაჰყვნენ). და ანგელოზები (სამოთხეში) მათ ყველა კარიდან მიუდგებიან (და ეტყვიან):
24"მშვიდობა თქვენდა იმისათვის, რაც მოითმინეთ (ალაჰისადმი მორჩილების გამოჩენისას)!" და რა მშვენიერია (ეს) უკანასკნელი სამყოფელი!
25და ისინი, რომელნიც არღვევენ თავიანთ აღთქმას ალლაჰთან ერთგულების პირობის დადების შემდეგ (რომელიც ადამიანთა სულებმა დადეს ალლაჰთან ამქვეყნად მოსვლამდე, რომ მხოლოდ ალლაჰს აღიარებდნენ თავიანთ ღმერთად) და წყვეტენ იმას, რისი გამყარებაც ალლაჰმა ბრძანა [ისინი წყვეტენ მორწმუნეებს შორის ნათესაურ და მეგობრულ კავშირებს], და თესავენ არეულობას [ცოდვებს] დედამიწაზე, ასეთთათვის (აღთქმულია) წყევლა [ისინი ვერ მიიღებენ ალლაჰის წყალობას] და მათთვის არის ცუდი საცხოვრებელი [ჯოჯოხეთი]!
26(მხოლოდ) ალლაჰი აფართოებს [ზრდის] საზრდოს იმისთვის, ვისთვისაც მოისურვებს (თავისი მსახურებიდან), და ზღუდავს საზრდოს) (ვისთვისაც მოისურვებს). და ისინი [ურწმუნოები] ხარობენ ამქვეყნიური ცხოვრებით, მაგრამ ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ (დროებითი) სიამოვნებაა იმასთან შედარებით, რაც მომავალ ცხოვრებაშია!
27ხოლო ურწმუნონი [მექქის მრავალღმერთიანნი] ამბობენ: "რატომ არ ჩამოუვლინა [მუჰამმედს] თავისი უფლისგან (ხილული) სასწაული (ისეთი, როგორიც მოციქულმა მოსემ და იესომ, მოიტანეს)?" (შენ) უთხარი (მათ): "ალლაჰი გზას აუბნევს, ვისაც მოისურვებს (და სასწაულის ხილვა არ დაეხმარება), ხოლო მისკენ(ალლაჰისკენ მიმავალ) ჭეშმარიტ გზაზე მიუძღვება მათ, ვინც მას(ალლაჰს) მიუბრუნდება (ცოდვების მონანიებით)!"
28(და ის ჭეშმარიტ გზაზე მიუძღვება) მათ, ვინც ირწმუნებს და ვისი გულებიც ალლაჰის ხსენებით სიმშვიდეს პოულობენ. დიახ! რადგან გულები ალლაჰის ხსენებით [მისი მორჩილებით, მისი მოგონებითა და მის მიერ დაპირებული საზღაურით] სიმშვიდეს პოულობენ.
29ხოლო ვინც ირწმუნა და კეთილი საქმეები გააკეთა [აკეთებდა იმას, რასაც ალლაჰი უბრძანებდა და თავს არიდებდა იმას, რასაც კრძალავდა] – მათ ექნებათ კეთილი ცხოვრება [ბედნიერება და სიმშვიდე] და ულამაზესი საუკუნო სამყოფი [სამოთხე].
30ასე რომ [როგორც წინ წავგზავნეთ შუამავლები] ჩვენ შენ (ო, მუჰამმად) გამოგგზავნეთ საზოგადოებაში, რომელთა წინაც უკვე იყვნენ (სხვა ბევრი ) საზოგადოება, რათა შენ (ო, შუამავალო) წაუკითხო მათთვის [ამ საზოგადოებისთვის] ის, რაც ჩვენ შთაგაგონეთ [ყურანი], როდესაც მათ ურწმუნოება გამოავლინეს შემწყნარებლის მიმართ. უთხარი (მათ) (ო, შუამავალო): "ის [მოწყალე ალლაჰი] ჩემი უფალია! არ არსებობს ღმერთი [თაყვანისცემის ღირსი] მის გარდა. მას ვენდობი და მასთანაა ჩემი დაბრუნება მონანიებით!"
31და რომ ყოფილიყო რაიმე წიგნი, რომლის წაკითხვისასაც მთები დაიძვრებოდნენ, ან მიწა გაიხსნებოდა (და მასში წყაროები ამოხეთქავდნენ) (როგორც ეს იყო მოსეს ჯოხის შემთხვევაში), ან მკვდრები ილაპარაკებდნენ (აღდგომის შემდეგ) (როგორც ეს იყო იესოს შემთხვევაში) (მაშინ ასეთი წიგნი ნამდვილად ყურანი იქნებოდა). (მაგრამ თუ ურწმუნოებზე არ მოქმედებს ეს ყურანი, რომელიც თავისთავად სასწაულია, მაშინ ისინი არ ირწმუნებენ, თუნდაც სხვა სასწაულები იხილონ). მაგრამ ალლაჰს ძალუძს ყოველივე! [თუკი სასწაული ხდება, ის მხოლოდ მისი ნებით ხდება.] განა არ იციან მორწმუნეებმა, რომ ალლაჰს რომ ენება, მას შეეძლო ყველა ადამიანი ჭეშმარიტ გზაზე მოეყვანა (სასწაულების გარეშეც კი)? და ურწმუნოთა უბედურებს არ წყდება იმის გამო, რაც მათ [თავიანთი ურწმუნოების გამო] ჩაიდინეს, ან ის [უბედურება] მათ სახლებთან ახლოს შეჩერდება, ვიდრე არ აღსრულდება ალლაჰის აღთქმა. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ცვლის (საკუთარ) აღთქმას!
32და უკვე (წარსულში ასე იყო, რომ) ისინი დასცინოდნენ შენამდე (ო, მუჰამმად) მოსულ შუამავლებს (ისევე, როგორც შენი ხალხი დასცინის იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც მათ აწვდი), და მე გადავუვადე იმათ, ვინც ურწმუნო გახდა. შემდეგ მე დავსაჯე ისინი (ჩემი სასჯელით), და როგორი იყო ჩემი სასჯელი?
33განა ის, ვინც ხედავს ყოველი სულის ნამოხვეჭარს [რაც გააკეთა]? და (თავიანთ უმეცრებაში) მათ ალლაჰს მიუწერეს თანაზიარები (რომლებსაც სცემენ თაყვანს). თქვი (ო, შუამავალ): "დაასახელეთ ისინი (მახასიათებლები, რომლებიც მათ ღმერთებად მიჩნევის ღირსს გახდიდა)! თუ შეატყობინებთ მას რამეს [თითქოს სხვა ღმერთებიც არსებობენ] დედამიწაზე, რაც მან არ იცის, თუ ეს [წოდება ალლაჰის გარდა სხვის ღმერთად შერაცხვა] მხოლოდ ცარიელი სიტყვებია?" დიახ, (სატანამ) მორთო ურწმუნოთა მზაკვრობა და ისინი გზას ააცდინა! ხოლო ვისაც ალლაჰი გზას ააცდენს, მას არ ჰყავს სწორ გზაზე დამყენებელი!
34მათ [ურწმუნოებს] ამქვეყნად სასჯელი ელით, ხოლო აღდგომის დღის სასჯელი უეჭველად, უფრო მძიმე იქნება. და მათ ალლაჰისგან ვერავინ დაიცავს!
35۞ (სამოთხის) ბაღის მაგალითი, რომელიც (ალლაჰისგან) აღთქმულია მათთვის, ვისაც (ალლაჰისა) ეშინია: მათ(სამოთხის) ქვეშ მდინარეები მიედინება, მისი(სამოთხის) საჭმელი(სასმელიც და ხილეულიც) მუდმივია და მისი ჩრდილიც(მუდმივია) (რომელიც არ ქრება და არ მცირდება). ეს არის საზღაური მათთვის, ვინც ფრთხილობდა (ალლაჰის სასჯელის), ხოლო ურწმუნოთა საზღაური არის ცეცხლი.
36ხოლო ისინი, ვისაც ჩვენ წიგნი მივეცით, ხარობენ იმით, რაც შენ (ო, მუჰამმად) გარდმოგევლინა (ყურ'ანი) (რადგან მასში პოულობენ დადასტურებას იმისა, რაც მათ წიგნებშია დაწერილი). მაგრამ ჯგუფებს [იუდეველებსა და ქრისტიანებს] შორის არიან ისეთები, რომლებიც უარყოფენ მის(ყურანის) ნაწილს. უთხარი (მათ): "მე ბრძანება მომეცა, რომ ვემსახურო მხოლოდ ალლაჰს და არ დავუდგინო მას თანაზიარი. მე მისკენ (ალლაჰისკენ) მოვუწოდებ (ხალხს) და მისკენ არის დაბრუნება!"
37და ამგვარად, ჩვენ ის [ყურანი] გარდმოვავლინეთ (ალლაჰის) ბრძანებათა კრებულად არაბულ ენაზე. თუ შენ (ო, შუამავალო) მიჰყვები მათ [მრავალღმერთიანთა] სურვილებს (ლოცვაში), მას შემდეგ, რაც (ჭეშმარიტი) ცოდნა (ალლაჰისგან) მოგეცა, შენ არ გეყოლება არც დამხმარე და არც მფარველი ალლაჰისგან!
38(მრავალღმერთიანები ამბობენ: "თუ შენ ალლაჰის შუამავალი ხარ, რატომ ირთავ ცოლს?") მაგრამ ჩვენ შენამდე (ო, მუჰამმად) გამოვგზავნეთ შუამავლები (კაცთაგან) და ვუბოძეთ მათ მეუღლეები [ცოლები] და შთამომავლობა [შვილები]. (და მრავალღმერთიანები ასევე ამბობენ: "თუ შენ ალლაჰის შუამავალი ხარ, მაშინ რატომ არ გვიჩვენებ იმ სასწაულებს, რომლებსაც შენგან ვითხოვთ?") მაგრამ არ ყოფილა, რომ რომელიმე შუამავალს ალლაჰის ნებართვის გარეშე სასწაული მოეტანა. ყოველი განსაზღვრული ვადა [მოვლენა] – (დადგენილი ალლაჰის მიერ) – თავის წიგნშია [თავის დროშია].
39ალლაჰ შლის [აუქმებს] იმას, რასაც ნებავს [განაჩენებსა და სხვა რამეებს], და ამტკიცებს (იმას, რასაც ნებავს); და მასთან არის დედა წიგნი [დაცული დაფა].
40ჩვენ (ო, შენ, შუამავალო) რომ გიჩვენოთ მისი (სასჯელის) ნაწილი, რომელიც ჩვენ მათ ვპირდებით [მრავალღმერთიანებს] (ამქვეყნად), ან მოგაკვდინოთ (მისი ნახვის წინ), მაშინ შენი მოვალეობა მხოლოდ (ჭეშმარიტებისკენ მოწოდების) მიტანაა, ხოლო ჩვენთანაა ანგარიშსწორება (და საზღაური)!
41ნუთუ არ დაინახეს, რომ ჩვენ დედამიწას ვადგებით და მის საზღვრებს ვამცირებთ? და ალლაჰი იღებს გადაწყვეტილებას და ვერავინ გააუქმებს მის გადაწყვეტილებას, და ის სწრაფია ანგარიშსწორებაში!
42და მათზე ადრე მყოფნიც ხრიკებს მიმართავდნენ, მაგრამ ყველა ხრიკი ალლაჰს ეკუთვნის. მან იცის, რას მოიხვეჭს ყოველი სული. და ურწმუნონი მალე გაიგებენ, ვისია საბოლოო(კარგი) სამყოფელი.
43ხოლო ურწმუნოები ამბობენ: "შენ (ო, მუჰამმად) არ ხარ (ალლაჰის) მიერ წარგზავნილი!" უთხარი (მათ) (ო, შუამავალო): "ალლაჰი საკმარისია მოწმედ ჩემსა და თქვენს შორის, და (ასევე) საკმარისია მოწმედ ისინი (იუდეველნი და ქრისტიანები), ვისაც ცოდნა აქვს წიგნის [ისინი, ვინც თავიანთი წიგნებიდან იციან უკანასკნელი წინასწარმეტყველისა და შუამავლის შესახებ]!"