الضحى
The Morning Hours • 11 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ვფიცავ დღის პირველ ნახევარს
2და ღამეს, როცა მყუდროება შემოდის წყვდიადით,
3(რომ) არ მიგატოვა შენმა ღმერთმა და არც მოგიძულა.[1]
4შენთვის ის ქვეყანა ნამდვილად უკეთესი იქნება ვიდრე პირველი.[1]
5შემდეგ, უთუოდ გიბოძებს შენი ღმერთი და იქნები კმაყოფილი.
6განა ობლად გპოვა და არ შეგიფარა?
7და გზა-კვალდაკარგული გპოვა და არ დაგაკვალიანა?[1]
8უპოვრად გპოვა და არ გაგამდიდრა?[1]
9ამიტომ ობოლი არ დაჩაგრო![1]
10ასევე მთხოვნელიც არ გაკიცხო!
11ხოლო შენი ღმერთის წყალობა მადლიერებით ღაღად-ჰყავ.[1]