الشرح
The Relief • 8 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1განა არ გაგივიხსნია შენთვის მკერდი?[1]
2და არ ჩამოგხსენით ტვირთი,
3რომელიც წელსა გტეხდა
4და არ ავამაღლეთ ხსენება შენი?[1]
5რამეთუ, ჭეშმარიტად, სირთულეს თან ახლავს სიადვილეც,
6ჭეშმარიტად, სირთულეს თან ახლავს სიადვილე.
7ამიტომ როგორცკი მორჩები ერთს, მაშინვე შეუდექი მეორეს.[1]
8და (მორჩილად) ესწრაფე შენი ღმერთისკენ.