المطففين
The Defrauders • 36 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ვაი საზომ-საწონის გამყალბებელთ![1]
2რომლებიც ხალხისგან, რამეს თუ მიიწყავენ სრულად ღებულობენ.
3ხოლო თუ მათ მიუწყავენ ან მიუწონიან – მიაკლებენ.[1]
4ნუთუ ეგენი არ ფიქრობენ, რომ ერთ დღეს უეჭველად აღდგენილნი იქნებიან -
5უდიდესი დღისათვის?
6იმ დღეს ხალხი სამყაროთა ღმერთის წინაშე წარსდგება.
7არა! ჭეშმარიტად, ცოდვილთა წიგნი სიჯჯინშია.[1]
8და რამ გამცნოს თუ რა არის სიჯჯინი?!
9წიგნი ნიშანდებული.[1]
10იმ დღეს, ვაი ცრუდ შემრაცხველთ,
11რომელნიც ცრუდ რაცხავენ განკითხვის დღეს.
12მას სხვა არავინ შერაცხავს გარდა ყოველი ზღვარგადასული, ცოდვილი.
13როცა ეკითხება ჩვენი აიათები, ამბობს წინაპართა ზღაპრებიაო.
14არა, პირიქით! თავიანთი მონახვეჭი ჟანგივით მოედო მათ გულებს.[1]
15არა! ჭეშმარიტად, იმ დღეს ისინი თავიანთი ღმერთის (ხილვისგან) იქნებიან გარიდებულნი.[1]
16შემდეგ, ისინი უთუოდ შევლენ ჯოჯოხეთის ცეცხლში.
17შემდეგ ეტყვიან:ეს არის ის, რასაც თქვენ ცრუდ მიიჩნევდით.
18არა! ჭეშმარიტად, სათნოთა წიგნი ‘ილლიინშია.[1]
19და რამ გამცნოს თუ რა არის ‘ილლიუნი?!
20წიგნი ნიშანდებული.[1]
21მას ამოწმებენ/ხედავენ დაახლოებულნი.[1]
22ჭეშმარიტად, სათნონი აუცილებლად იქნებიან კეთილდღეობაში.
23სავარძლებზე მყოფნი უცქერენ.[1]
24მათ სახეებში კეთილდღეობის ბრწყინვალებას ამოიცნობ.
25მიერთმევათ ხალასი ღვინო – ბეჭედ დასმული.
26მისი ბეჭედი/ბოლო[1] არის მუშკი, სწორედ ამისთვის უნდა ისწრაფოდნენ მსწრაფველნი.
27მისი ნაზავია თასნიმი.[1]
28წყარო, რომლისგანაც სვამენ დაახლოებულნი.
29ჭეშმარიტად, ისინი, რომელთაც დააშავეს,[1] დასცინოდნენ მათ, რომელთაც ირწმუნეს.
30და როცა მათ ჩაუვლიდნენ (ერთმანეთს) თვალ-წარბით მიანიშნებდნენ დამცინავად.
31ხოლო თავიანთ ოჯახებთან დაბრუნებისას, ბრუნდებიან გახარებულნი.[1]
32და როცა მათ (მორწმუნეებს) ხედავენ, ამბობენ: ესენი მართლაც გზასაცდენილები არიან.
33თუმცა ეგენი მათდა სადარაჯოდ არ იყვნენ წარგზავნილი.
34ხოლო (განკითხვის) დღეს ისინი, რომელთაც ირწმუნეს, დასცინიან ურწმუნოებს.
35სავარძლებზე მყოფნი უცქერენ.[1]
36მიეზღოთ თუ არა ურწმუნოებს იმის გამო, რასაც აკეთებდნენ?!