عبس
He Frowned • 42 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1მოიღუშა და პირი იბრუნა,
2რაკი ბრმა მივიდა მასთან.[1]
3და რა იცი შენ, იქნებ უნდა განიწმინდოს.[1]
4ან იქნებ შეგონება მიეღოს და სასარგებლო ყოფილიყო შეგონება მისთვის.
5ხოლო ვინც (შენი შეგონების) საჭიროებას არ გრძნობს,
6შენ მაინც მისკენ მიილტვი.
7და არაფერი გაკისრია შენ, თუკი არ განიწმინდა.
8ხოლო, ვინც შენთან მოვიდა სწრაფვით
9და არის ღვთისმოშიში,
10შენ უყურადღებოდ ტოვებ მას.
11არა![1] ჭეშმარიტად, ის[2] არის შეგონება.
12ამიტომ, ვინც ინებებს გაითვალისწინებს კიდეც.
13(აღნიშნული შეგონება) პატივდებულ ფურცლებშია,
14ამაღლებულსა და ყოვლად წმინდაში,
15მწერალ ანგელოზთა ხელით ჩაწერილი,
16პატივდებულთა, ერთგულებით მორჩილთა.
17მოსასპობელი ადამიანი, რაოდენ ურწმუნოა/უმადურია.
18(ღმერთმა) რისგან შექმნა იგი?
19სპერმისგან, გააჩინა და თან განუსაზღვრა ეტაპები.
20შემდეგ გზა გაუადვილა.[1]
21შემდეგ მოაკვდინა და საფლავს მიაბარა.
22შემდეგ როდესაც ინებებს(ალლაჰი), აღადგენს მას.
23არა, მან[1] არ შეასრულა ის, რაც (ღმერთმა) უბრძანა.
24მაშ, შეხედოს ადამიანმა თავის საჭმელსა,
25როგორი სიუხვით ვაწვიმეთ წყალი.
26შემდეგ პირი ვუხსენით მიწას ნაპრალებად.[1]
27შემდეგ მასში მარცვალი აღმოვაცენეთ,
28ასევე ვაზი და სამყურა ნედლი ბალახი,[1]
29ზეთის ხილი და ფინიკის ხე
30და ბაღები ხშირი,
31ხილეული და ბალახები,
32სარგებლად თქვენდა და თქვენი საქონლისთვის.
33ხოლო, როდესაც მოვა გამაყრუებელი ხმა,
34იმ დღეს კაცი გაურბის თავის ძმას,
35ასევე თავის დედას და მამას,
36კიდევ თავის ცოლსა და შვილსა,
37იმ დღეს მათგან ყველა კაცს საკმარისი საქმე/სადარდებელი ექნება.
38იმ დღეს სახენი გაბრწყინებულნი,[1]
39მღიმარნი, გახარებულნი.
40იმ დღეს ასევე იქნება სახეები მტვერ მოდებულნი,[1]
41სიბნელე შეიპყრობს მათ(სახეებს).
42აი ეგენი არიან ურწმუნო უკეთურები.