النازعات
Those Who Drag Forth • 46 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ვფიცავ, (ურწმუნოთა სულების) ხუთვით ამომცლელთ
2და (მორწმუნეთა სულების) ნაზად მიმბარებელთ
3და მოცურავეთ, (ცათა სიღრმეებში) მცურავთ[1]
4ასევე მოწინავეთ ჯიბრით[1]
5და საქმეთა განმკარგველთა[1]
6იმ დღეს შეზანზარდება რყევადი,[1]
7და მას მოჰყვება მომდევნო,[1]
8გულნი იმ დღეს საგულედან ამოვარდნილნი,
9მზერანი მისი – შიშით დახრილნი.
10ამბობენ: ნუთუ მართლაც უკუმიბრუნებულნი ვიქნებით უწინდელ მდგომარეობაში?
11განა მას შემდეგ რაც უკვე ვიქცევით ფუტურო ძვლებად?[1]
12მათ თქვეს: მაშინ ეს დაბრუნება იქნება წაგებიანი.
13თუმცა იგია ერთი უეცარი დაკივლება.[1]
14ერთსაც ნახავენ რომ მიწის ზემოთ იმყოფებიან.
15შენთან მოვიდა ამბავი მუსასი?
16როდესაც იხმო იგი თავისმა ღმერთმა ტუვას წმინდა ხეობაში:
17წადი ფარაონთან, რამეთუ ის ზღვარს გადავიდა.
18და უთხარი: არ გინდა განიწმინდო?[1]
19დაგაკვალიანო შენი ღმერთისკენ და იქცე (ღვთის) მოშიშად?
20შემდეგ მას აჩვენა უდიდესი სასწაული.[1]
21მან კი ცრუდ შერაცხა და გაურჩდა.
22შემდეგ ზურგი აქცია (უკეთურებისკენ) სწრაფვით.
23მერე (ხალხი) შეკრიბა და იხმო,
24შემდეგ თქვა: მე ვარ თქვენი უზენაესი ღმერთი!
25მერე ალლაჰმა სამაგალითოდ დასაჯა იმქვეყნადაც და ამქვეყნადაც.[1]
26ჭეშმარიტად, ამაში ჭკუის სასწავლია მისთვის, ვისაც ეშინია (ალლაჰისა.)
27თქვენ უფრო რთული ქმნილებები ხართ თუ ზეცა – რომელიც მან ააგო?
28აღამაღლა მისი კამარა და გააწონასწორა იგი.
29მისი ღამე დააბნელა და გამოიყვანა დილა მისი.
30ამის შემდეგ დედამიწა გააწყო.
31მისგან ამოიყვანა წყალი და ველ-მინდვრები მისი.
32და მთები განამტკიცა.
33სარგებლად თქვენდა და თქვენი საქონლისთვის.
34და როცა დაიწყება უდიდესი თავზარდაცემა,(განკითხვის დღე)
35იმ დღეს გაიხსენებს ადამიანი თუ რას ესწრაფვოდა.[1]
36და ხილული გახდება ჯოჯოხეთი მისთვის, ვინც მას დაინახავს.
37ხოლო, ვინც ზღვარს გადავიდა
38და ამქვეყნიური ცხოვრება ამჯობინა,
39ჭეშმარიტად, ჯოჯოხეთია მისი თავშესაფარი.
40ხოლო, ვისაც თავისი ღმერთის წინაშე წარსდგომის შიში ჰქონდა და პირადი გემოვნებისგან თავი შეიკავა,
41ჭეშმარიტად, სამოთხეა მისი თავშესაფარი.
42ქვეყნიერების დასარულის საათის შესახებ გეკითხებიან, როდის მოხდებაო?
43შენ საიდან უნდა გცოდნოდა რომ გეცნობებინა?!
44მისი ცოდნა მხოლოდ შენს ღმერთთანაა.
45ჭეშმარიტად, შენ მხოლოდ შემგონებელი ხარ მათი – ვისაც ეშინია მისი.[1]
46როცა ის დღე იხილონ, თითქოს ერთი სამხრობის ან დილის მეტი არ გაჩერებულან.