Al-Munafiqun

المنافقون

The Hypocrites11 ayahsMedinan

بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ

إِذَا جَآءَكَ ٱلۡمُنَٰفِقُونَ قَالُواْ نَشۡهَدُ إِنَّكَ لَرَسُولُ ٱللَّهِۗ وَٱللَّهُ يَعۡلَمُ إِنَّكَ لَرَسُولُهُۥ وَٱللَّهُ يَشۡهَدُ إِنَّ ٱلۡمُنَٰفِقِينَ لَكَٰذِبُونَ﴿١

1როცა თვალთმაქცები შენთან მოდიან, ამბობენ: "ჩვენ ვამოწმებთ, რომ შენ უეჭველად ალლაჰის შუამავალი ხარ". და ალლაჰმა იცის, რომ შენ უეჭველად მისი შუამავალი ხარ და ალლაჰი მოწმობს, რომ თვალთმაქცები უეჭველად მატყუარები არიან.

ٱتَّخَذُوٓاْ أَيۡمَٰنَهُمۡ جُنَّةٗ فَصَدُّواْ عَن سَبِيلِ ٱللَّهِۚ إِنَّهُمۡ سَآءَ مَا كَانُواْ يَعۡمَلُونَ﴿٢

2მათ თავიანთი ფიცები ფარად გაიხადეს(იფიცებიან რათა დააჯერონ რომ ისინი მორწმუნენი არიან, ამით რომ სხვებს თვალები აუხვიონ, და სიკვდილით დასჯასაც რომ გადაურჩნენ) და აცდენენ(ეს მუნაფიყი თვალთმაქცები ხალხს) ალლაჰის გზას. უეჭველად, რაოდენ საძაგელია ის, რასაც ისინი სჩადიოდნენ

ذَٰلِكَ بِأَنَّهُمۡ ءَامَنُواْ ثُمَّ كَفَرُواْ فَطُبِعَ عَلَىٰ قُلُوبِهِمۡ فَهُمۡ لَا يَفۡقَهُونَ﴿٣

3ეს იმიტომ, რომ მათ ირწმუნეს(ფორმალურად), შემდეგ კი უარყვეს, ამიტომ მათ გულებზე ბეჭედი დაიდო და ისინი ვერაფერს ხვდებიან.

۞ وَإِذَا رَأَيۡتَهُمۡ تُعۡجِبُكَ أَجۡسَامُهُمۡۖ وَإِن يَقُولُواْ تَسۡمَعۡ لِقَوۡلِهِمۡۖ كَأَنَّهُمۡ خُشُبٞ مُّسَنَّدَةٞۖ يَحۡسَبُونَ كُلَّ صَيۡحَةٍ عَلَيۡهِمۡۚ هُمُ ٱلۡعَدُوُّ فَٱحۡذَرۡهُمۡۚ قَٰتَلَهُمُ ٱللَّهُۖ أَنَّىٰ يُؤۡفَكُونَ﴿٤

4როცა მათ ხედავ, მათი სხეულები გაოცებს(გარეგნული აღნაგობა), და თუ ილაპარაკებენ, შენ უსმენ მათ ნათქვამს. თითქოს ისინი კედელზე მიყუდებული ძელები არიან(არ ესმით და არც სარგებლობენ შენი ქადაგებით). მათ ყოველი ყვირილი თავის საწინააღმდეგოდ მიაჩნიათ(შიშობენ რომ მათ საწინააღმდეგოდ რამე არ ითქვას). ისინი მტრები არიან, მაშ, ერიდე მათ. ალლაჰმა დასწყევლოს ისინი! როგორ არიან ისინი ჭეშმარიტებას აცდენილნი

وَإِذَا قِيلَ لَهُمۡ تَعَالَوۡاْ يَسۡتَغۡفِرۡ لَكُمۡ رَسُولُ ٱللَّهِ لَوَّوۡاْ رُءُوسَهُمۡ وَرَأَيۡتَهُمۡ يَصُدُّونَ وَهُم مُّسۡتَكۡبِرُونَ﴿٥

5და როცა მათ [თვალთმაქცებს] ეუბნებიან: "მოდით, რათა ალლაჰის შუამავალმა თქვენთვის შენდობა ითხოვოს", ისინი თავს ატრიალებენ (აჩვენებენ, რომ ეს მათ არ სჭირდებათ), და შენ ხედავ, როგორ შორდებიან ისინი, და ამპარტავნებას ავლენენ.

سَوَآءٌ عَلَيۡهِمۡ أَسۡتَغۡفَرۡتَ لَهُمۡ أَمۡ لَمۡ تَسۡتَغۡفِرۡ لَهُمۡ لَن يَغۡفِرَ ٱللَّهُ لَهُمۡۚ إِنَّ ٱللَّهَ لَا يَهۡدِي ٱلۡقَوۡمَ ٱلۡفَٰسِقِينَ﴿٦

6სულერთია მათთვის, შენდობას სთხოვ მათთვის თუ არ სთხოვ, ალლაჰი არასდროს შეუნდობს მათ. უეჭველად, ალლაჰი არ დააყენებს სწორ გზაზე ურჩ ხალხს.

هُمُ ٱلَّذِينَ يَقُولُونَ لَا تُنفِقُواْ عَلَىٰ مَنۡ عِندَ رَسُولِ ٱللَّهِ حَتَّىٰ يَنفَضُّواْۗ وَلِلَّهِ خَزَآئِنُ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِ وَلَٰكِنَّ ٱلۡمُنَٰفِقِينَ لَا يَفۡقَهُونَ﴿٧

7ისინი [თვალთმაქცები] არიან ისინი, ვინც ამბობენ (მედინის მცხოვრებლებს): "ნუ დახარჯავთ მათზე, ვინც ალლაჰის შუამავალთან არიან [მექქიდან მასთან გადასახლებულებზე], სანამ ისინი (მას) არ დატოვებენ!" მაგრამ ალლაჰს ეკუთვნის ცათა და მიწის საუნჯეები, თუმცა თვალთმაქციებს ეს არ ესმით.

يَقُولُونَ لَئِن رَّجَعۡنَآ إِلَى ٱلۡمَدِينَةِ لَيُخۡرِجَنَّ ٱلۡأَعَزُّ مِنۡهَا ٱلۡأَذَلَّۚ وَلِلَّهِ ٱلۡعِزَّةُ وَلِرَسُولِهِۦ وَلِلۡمُؤۡمِنِينَ وَلَٰكِنَّ ٱلۡمُنَٰفِقِينَ لَا يَعۡلَمُونَ﴿٨

8ისინი [ეს თვალთმაქცები] ამბობენ: "თუკი მედინაში დავბრუნდებით, უეჭველად ძლიერები [თვალთმაქცები ამ სიტყვით: "ძლიერები" თავის თავს გულისხმობენ] იქიდან გააძევებენ სუსტებს [მორწმუნეებს]". მაგრამ ძალა (დიდება) ეკუთვნის ალლაჰს, მის შუამავალს და მორწმუნეებს, თუმცა თვალთმაქცებმა ეს არ იციან.

يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ لَا تُلۡهِكُمۡ أَمۡوَٰلُكُمۡ وَلَآ أَوۡلَٰدُكُمۡ عَن ذِكۡرِ ٱللَّهِۚ وَمَن يَفۡعَلۡ ذَٰلِكَ فَأُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلۡخَٰسِرُونَ﴿٩

9ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ მოგაცდენთ თქვენი ქონება და შვილები ალლაჰის ხსენებისგან. და ვინც ამას ჩაიდენს, სწორედ ისინი არიან წაგებულნი.

وَأَنفِقُواْ مِن مَّا رَزَقۡنَٰكُم مِّن قَبۡلِ أَن يَأۡتِيَ أَحَدَكُمُ ٱلۡمَوۡتُ فَيَقُولَ رَبِّ لَوۡلَآ أَخَّرۡتَنِيٓ إِلَىٰٓ أَجَلٖ قَرِيبٖ فَأَصَّدَّقَ وَأَكُن مِّنَ ٱلصَّٰلِحِينَ﴿١٠

10და ხარჯეთ იქიდან, რაც გიბოძეთ, ვიდრე რომელიმე თქვენგანს სიკვდილი ეწევა და მაშინ ის იტყვის: "ღმერთო ჩემო! ნეტავ მცირე ხნით გადამივადო, რათა მოწყალება გავიღო და ვიყო მართალთა შორის!"

وَلَن يُؤَخِّرَ ٱللَّهُ نَفۡسًا إِذَا جَآءَ أَجَلُهَاۚ وَٱللَّهُ خَبِيرُۢ بِمَا تَعۡمَلُونَ﴿١١

11და არ გადაუვადებს ალლაჰი არც ერთ სულს, როცა მისი დრო დადგება. და ალლაჰმა უწყის, რასაც თქვენ აკეთებთ.

RELATED SURAHS