As-Saff

الصف

The Row14 ayahsMedinan

بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ

سَبَّحَ لِلَّهِ مَا فِي ٱلسَّمَٰوَٰتِ وَمَا فِي ٱلۡأَرۡضِۖ وَهُوَ ٱلۡعَزِيزُ ٱلۡحَكِيمُ﴿١

1ადიდებს ალლაჰს ყოველივე, რაც ცათა შინაა და რაცაა ქვეყანაზედ. და იგი ძლევამოსილია, ბრძენია.

يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ لِمَ تَقُولُونَ مَا لَا تَفۡعَلُونَ﴿٢

2ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! რატომ ამბობთ იმას, რასაც არ აკეთებთ?

كَبُرَ مَقۡتًا عِندَ ٱللَّهِ أَن تَقُولُواْ مَا لَا تَفۡعَلُونَ﴿٣

3დიდად საძულველია ალლაჰის წინაშე, რომ ამბობთ იმას, რასაც არ აკეთებთ!

إِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلَّذِينَ يُقَٰتِلُونَ فِي سَبِيلِهِۦ صَفّٗا كَأَنَّهُم بُنۡيَٰنٞ مَّرۡصُوصٞ﴿٤

4უეჭველად, ალლაჰს უყვარს ისინი, ვინც მის გზაზე მწკრივებად იბრძვიან, თითქოს მტკიცედ შეკრული შენობა იყვნენ

وَإِذۡ قَالَ مُوسَىٰ لِقَوۡمِهِۦ يَٰقَوۡمِ لِمَ تُؤۡذُونَنِي وَقَد تَّعۡلَمُونَ أَنِّي رَسُولُ ٱللَّهِ إِلَيۡكُمۡۖ فَلَمَّا زَاغُوٓاْ أَزَاغَ ٱللَّهُ قُلُوبَهُمۡۚ وَٱللَّهُ لَا يَهۡدِي ٱلۡقَوۡمَ ٱلۡفَٰسِقِينَ﴿٥

5და აჰა, უთხრა მუსამ თავის ხალხს: "ჰეი, ხალხო ჩემო! რატომ მტანჯავთ, როცა იცით, რომ მე თქვენთან ალლაჰის შუამავალი ვარ?" და როცა ისინი გზას ასცდნენ, ალლაჰმაც მათი გულები გზას ააცდინა. და ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე ურჩ ხალხს.

وَإِذۡ قَالَ عِيسَى ٱبۡنُ مَرۡيَمَ يَٰبَنِيٓ إِسۡرَٰٓءِيلَ إِنِّي رَسُولُ ٱللَّهِ إِلَيۡكُم مُّصَدِّقٗا لِّمَا بَيۡنَ يَدَيَّ مِنَ ٱلتَّوۡرَىٰةِ وَمُبَشِّرَۢا بِرَسُولٖ يَأۡتِي مِنۢ بَعۡدِي ٱسۡمُهُۥٓ أَحۡمَدُۖ فَلَمَّا جَآءَهُم بِٱلۡبَيِّنَٰتِ قَالُواْ هَٰذَا سِحۡرٞ مُّبِينٞ﴿٦

6და აჰა, თქვა ისამ, მარიამის ძემ: "ჰეი, ისრაელის ძენო! მე მოციქული ვარ თქვენდამი ალლაჰისგან, დამმოწმებელი იმისა, რაც ჩემამდე იყო თორაში, და მახარობელი მოციქულისა, რომელიც ჩემს შემდეგ მოვა, მისი სახელი იქნება აჰმადი". ხოლო როცა იგი მოევლინა მათ ცხადი სასწაულებით, მათ თქვეს: "ეს ცხადი ჯადოქრობაა".

وَمَنۡ أَظۡلَمُ مِمَّنِ ٱفۡتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ ٱلۡكَذِبَ وَهُوَ يُدۡعَىٰٓ إِلَى ٱلۡإِسۡلَٰمِۚ وَٱللَّهُ لَا يَهۡدِي ٱلۡقَوۡمَ ٱلظَّٰلِمِينَ﴿٧

7და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს თხზავს, მაშინ, როცა მას ისლამისკენ მოუწოდებენ? და ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს.

يُرِيدُونَ لِيُطۡفِـُٔواْ نُورَ ٱللَّهِ بِأَفۡوَٰهِهِمۡ وَٱللَّهُ مُتِمُّ نُورِهِۦ وَلَوۡ كَرِهَ ٱلۡكَٰفِرُونَ﴿٨

8სურთ, რომ ჩააქრონ ალლაჰის ნათელი თავიანთი ბაგეებით, მაგრამ ალლაჰი სრულყოფს თავის ნათელს, თუნდაც სძულდეთ ეს ურწმუნოებს.

هُوَ ٱلَّذِيٓ أَرۡسَلَ رَسُولَهُۥ بِٱلۡهُدَىٰ وَدِينِ ٱلۡحَقِّ لِيُظۡهِرَهُۥ عَلَى ٱلدِّينِ كُلِّهِۦ وَلَوۡ كَرِهَ ٱلۡمُشۡرِكُونَ﴿٩

9ის არის, რომელმაც მოავლინა თავისი შუამავალი ჭეშმარიტი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა იგი აღამაღლოს ყველა სარწმუნოებაზე, თუნდაც ეს სძულდეთ წარმართებს.

يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ هَلۡ أَدُلُّكُمۡ عَلَىٰ تِجَٰرَةٖ تُنجِيكُم مِّنۡ عَذَابٍ أَلِيمٖ﴿١٠

10ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ხომ არ მიგითითოთ ერთ ვაჭრობაზე, რომელიც გიხსნით მტანჯველი სასჯელისგან?

تُؤۡمِنُونَ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ وَتُجَٰهِدُونَ فِي سَبِيلِ ٱللَّهِ بِأَمۡوَٰلِكُمۡ وَأَنفُسِكُمۡۚ ذَٰلِكُمۡ خَيۡرٞ لَّكُمۡ إِن كُنتُمۡ تَعۡلَمُونَ﴿١١

11(ეს არის, რომ) ირწმუნოთ ალლაჰი და მისი შუამავალი, და იბრძოლოთ ალლაჰის გზაზე თქვენი ქონებითა და სულებით. ეს თქვენთვის უკეთესია, რომ იცოდეთ.

يَغۡفِرۡ لَكُمۡ ذُنُوبَكُمۡ وَيُدۡخِلۡكُمۡ جَنَّٰتٖ تَجۡرِي مِن تَحۡتِهَا ٱلۡأَنۡهَٰرُ وَمَسَٰكِنَ طَيِّبَةٗ فِي جَنَّٰتِ عَدۡنٖۚ ذَٰلِكَ ٱلۡفَوۡزُ ٱلۡعَظِيمُ﴿١٢

12ის შეგინდობთ თქვენს ცოდვებს და დაგამკვიდრებთ სამოთხის ბაღებში, სადაც მდინარეები მოედინება, და საუკეთესო სავანეებში მარადიულ ბაღებში. აი, ესაა უდიდესი წარმატება!

وَأُخۡرَىٰ تُحِبُّونَهَاۖ نَصۡرٞ مِّنَ ٱللَّهِ وَفَتۡحٞ قَرِيبٞۗ وَبَشِّرِ ٱلۡمُؤۡمِنِينَ﴿١٣

13და სხვაც, რაც თქვენ გიყვართ: შეწევნა ალლაჰისგან და ახლო გამარჯვება. და ახარე მორწმუნეებს!

يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ كُونُوٓاْ أَنصَارَ ٱللَّهِ كَمَا قَالَ عِيسَى ٱبۡنُ مَرۡيَمَ لِلۡحَوَارِيِّـۧنَ مَنۡ أَنصَارِيٓ إِلَى ٱللَّهِۖ قَالَ ٱلۡحَوَارِيُّونَ نَحۡنُ أَنصَارُ ٱللَّهِۖ فَـَٔامَنَت طَّآئِفَةٞ مِّنۢ بَنِيٓ إِسۡرَٰٓءِيلَ وَكَفَرَت طَّآئِفَةٞۖ فَأَيَّدۡنَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ عَلَىٰ عَدُوِّهِمۡ فَأَصۡبَحُواْ ظَٰهِرِينَ﴿١٤

14ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის შემწენი, როგორც უთხრა ისა, ძემ მარიამისა, მოწაფეებს: "ვინ იქნება ჩემი შემწე ალლაჰის გზაზე?" მოწაფეებმა უპასუხეს: "ჩვენ ვართ ალლაჰის შემწენი!" მაშინ ისრაელის ძეთა ერთმა ნაწილმა ირწმუნა, ხოლო მეორე ნაწილმა უარყო. მაშინ ჩვენ დავეხმარეთ მორწმუნეებს(ისას/იესოს მომხრეებს) მათი მტრების წინააღმდეგ და ისინი გამარჯვებულნი გამოვიდნენ.

RELATED SURAHS