لقمان
Luqman • 34 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ალიფ ლაამ მიიმ.
2ეს [რაც იკითხება] ბრძენი წიგნის [ყურანის] აიათებია
3[ეს] გზამკვლევი და წყალობაა კეთილისმოქმედთათვის
4რომლებიც ასრულებენ ლოცვას [სავალდებულო ლოცვას], გასცემენ მოწყალებას [ზაქათს] და მტკიცედ სწამთ საიქიოსი.
5ისინი არიან თავიანთი ღმერთის მიერ მითითებულ ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი, და ისინი არიან წარმატებულნი.
6და ადამიანთაგან არიან ისეთნი, რომლებიც იძენენ გასართობ საუბარს [ყველაფერს, რაც ადამიანს ალლაჰის მორჩილებას აშორებს], რათა ცოდნის გარეშე ააცდინონ ალლაჰის გზიდან და აქციონ ის[ალლაჰის აიათები] სასაცილოდ. აი ისინი, მათთვის გამზადებულია დამამცირებელი სასჯელი
7როცა ჩვენს აიათებს უკითხავენ, იგი ამპარტავნულად იბრუნებს ზურგს, თითქოს არ მოესმინა, თითქოს ყურებში სიყრუე ჰქონდეს [არ ესმის]. მაშ, ახარე [ო, მოციქულო] მას მტანჯველი სასჯელით
8ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს, მათთვის არის ნეტარების ბაღები
9ისინი მასში მარადიულად დარჩებიან. ალლაჰმა ჭეშმარიტი აღთქმა აღუთქვა [მათ]. და იგი ყოვლისშემძლე, ყოვლადბრძენია
10მან [ალლაჰმა] შექმნა ცანი [და ააღამაღლა ისინი] უყრდენოდ, როგორც თქვენ ხედავთ, და გაადგინა მიწაზე მტკიცე [მთები], რათა იგი [დედამიწა] არ შერყეულიყო თქვენთან ერთად. და გაავრცელა მასზე [დედამიწაზე] ყველა სახის ცხოველი. და გარდმოავავლინეთ ციდან წყალი [წვიმა] და აღმოვაცენეთ მასზე [დედამიწაზე] ყველა მშვენიერი [და სასარგებლო] წყვილი [მცენარეთა].
11ეს არის ალლაჰის ქმნილება. მაშ, მაჩვენეთ, რა შექმნეს მის გარდა სხვებმა?![ ვისაც მის გარდა თაყვანს სცემთ] მაგრამ უსამართლონი აშკარა შეცდომაში არიან
12და ჩვენ მივეცით ლუყმანს სიბრძნე:[და ვუთხარით] რომ ალლაჰისთვის მადლობა აღევლინა! და ვინც მადლიერებას აღავლენს, მხოლოდ თავის სასიკეთოდ აკეთებს. და ვინც უმადური იქნება[ალლაჰის წყალობის მიმართ], იცოდეს, რომ ალლაჰი ყოვლადმდიდარია[და არ საჭიროებს რაიმეს ვინმესგან], ყოვლადქებულია[ნებისმიერ შემთხვევაში]!
13და აკი, უთხრა ლუყმანმა თავის ძეს ქადაგებით: ჰეი, შვილო ჩემო! არ დაუდგინო ალლაჰს თანაზიარი, უეჭველად, მრავალღმერთიანობა დიდი უსამართლობაა[ყველაზე უდიდესი ცოდვა]
14ჩვენ ვუანდერძეთ ადამიანს, რომ მშობლების მიმართ [მათ სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგაც] კეთილი ყოფილიყო, რადგან დედა ატარებს მას [საკუთარ მუცელში] სისუსტეზე სისუსტით, ხოლო მისი მოწყვეტა ძუძუსგან ორ წელიწადშია. [და ვუთხარით მას]: მადლობა შემწირე მე [ალლაჰს] და შენს მშობლებს[შენი აღზრდის გამო], ჩემთან არის დაბრუნება[და ყველას ავუნაზღაურებ იმას რაც ეკუთვნის მადლიერების გამო]
15ხოლო თუ ისინი [შენი მშობლები] დაჟინებით გთხოვენ, რათა მე თანამოზიარე დამიდგინო იმაში, რაზეც არანაირი ცოდნა არ გაქვს, მაშინ ნუ დაემორჩილები მათ [ორივე მშობელს]. თუმცა ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში სიკეთე გამოიჩინე მათ მიმართ [იმაში, რაშიც ცოდვა არ არის] და [რწმენის საქმეებში] მიჰყევი იმას, ვინც ჩემსკენ მოიქცა [მონანიებით]. შემდეგ ჩემთან არის თქვენი დაბრუნება და მე შეგატყობინებთ იმას, რასაც აკეთებდით [ამქვეყნიურ ცხოვრებაში]
16შვილო ჩემო! თუკი [ადამიანის საქმე] იქნება მდოგვის მარცვლის წონის ტოლი და აღმოჩნდება კლდეში, ან ცაში, ან მიწაში, ალლაჰი გამოავლენს მას [განკითხვის დღეს]. ჭეშმარიტად, ალლაჰი კეთილი და ყოვლისმცოდნეა
17შვილო ჩემო! აღასრულე ლოცვა, უბრძანე აღიარებული [კეთილი საქმეები] და შეაკავე უარყოფილისგან [ცოდვისგან], და მოითმინე ის, რაც შეგხვდება. ჭეშმარიტად, ეს იმ საქმეებიდანაა, რომლებიც მტკიცე გადაწყვეტილებას მოითხოვს.
18და ნუ იბრუნებ სახეს ხალხისგან [ამპარტავნობით] და ნუ ივლი მიწაზე თავმომწონედ. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს ყოველი ქედმაღალი თავმომწონე
19მოზომილად იარე და დაიმდაბლე ხმა. ჭეშმარიტად, ხმათა შორის ყველაზე არასასიამოვნო ვირების ხმაა
20ნუთუ თქვენ [ო, ადამიანებო] არ გიხილავთ [ან არ დაფიქრებულხართ იმაზე], რომ ალლაჰმა დაგიმორჩილათ [სარგებლობისთვის ხელმისაწვდომი გახადა] ის, რაც ცაშია [მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ღრუბლები…], და ის, რაც მიწაზეა [წყალი, ცხოველები, მცენარეები, ხომალდები…], და უხვად მოგანიჭათ თქვენ თავისი წყალობა — როგორც ხილული [ის, რასაც ადამიანი გრძნობს ან აცნობიერებს], ასევე ფარული [ის, რაზეც ადამიანები ვერც კი წარმოიდგენენ]? და ადამიანთაგან არის ისეთი [ურწმუნო], ვინც კამათობს ალლაჰზე [მის არსზე, მისი მოციქულის არჩევაზე, მისი მიერ წიგნის გარდმოვლენაზე] ყოველგვარი ცოდნის გარეშე, ყოველგვარი გზამკვლევის გარეშე [განმარტების გარეშე] და ყოველგვარი განმანათლებელი წიგნის გარეშე [რომელიც ალლაჰის მიერ იქნებოდა გარდმოვლინებული და რომელშიც ნათელი მტკიცებულებები და არგუმენტები იქნებოდა] [ყურანის გარეშე]?
21და როცა ეუბნებიან: „მიჰყევით იმას, რაც ალლაჰმა გარდამოავლინა, ისინი ამბობენ: [არა] პირიქით, ჩვენ მივყვებით იმას, რაზეც ჩვენი მამები ვპოვეთ.და [ნუთუ ისინი მაინც მიჰყვებიან თავიანთ წინაპრებს] მაშინაც კი, თუ შაიტანი მოუწოდებდეს მათ სასჯელისკენ ჯოჯოხეთის ალში?
22ხოლო ვინც ალლაჰს უმორჩილებს თავის სახეს [სრულად ემორჩილება ალლაჰს], კეთილისმოქმედი იყო, ის ჩაეიჭიდა ყველაზე მტკიცე საყრდენს. და ალლაჰთანაა ყველა საქმის დასასრული [მისი ქმნილებების] [ის თვითონ განიკითხავს და მიუზღავს მათ]
23ხოლო ვინც ურწმუნო გახდა ნუ დაგამწუხრებს მისი ურწმუნოება. ჩვენთანაა მათი დაბრუნება და შევატყობინებთ მათ, რასაც აკეთებდნენ. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის მკერდის შიგნით არსებული [რაც სულებშია]
24ჩვენ ცოტა ხანს ვაძლევთ მათ სარგებლობის საშუალებას [ამქვეყნიურ ცხოვრებაში], შემდეგ კი [აღდგომის დღეს] ვაიძულებთ მათ [წასვლას] სასტიკ სასჯელზე [ჯოჯოხეთში]
25და თუ ჰკითხავ მათ: ვინ შექმნა ცანი და მიწა? ისინი უეჭველად იტყვიან: ალლაჰმა. თქვი: ქება-დიდება ალლაჰს! მაგრამ მათმა უმრავლესობამ არ იცის.
26ალლაჰს ეკუთვნის ის, რაც ცაშია და რაც მიწაზე. ჭეშმარიტად, ალლაჰი მდიდარია [არაფერს არ საჭიროებს] და დიდებულად საქებარია
27თუ დედამიწაზე რაც ხეა კალმებად იქცეოდა, და ზღვა [მელნად], რომელსაც კიდევ შვიდი ზღვა შეემატებოდა, ალლაჰის სიტყვები მაინც არ ამოიწურებოდა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილია და ბრძენია
28თქვენი შექმნა [ო, ადამიანებო] და აღდგომა [განსჯის დღეს] ისეთივეა [მარტივი ალლაჰისთვის], როგორც ერთი ადამიანის [შექმნა და აღდგომა]. ჭეშმარიტად, ალლაჰი მსმენელია [თქვენი სიტყვებისა] და მნახველი [თქვენი საქმეებისა]
29ნუთუ არ ხედავ, რომ ალლაჰს ღამე დღეში შეჰყავს და დღე ღამეში [იცვლის დღის და ღამის ხანგრძლივობას წლის სეზონების მიხედვით], და მან მორჩილად ქმნა მზე და მთვარე [არსების სასარგებლოდ და კეთილდღეობისთვის]: თითოეული მათგანი [მზე და მთვარე] მოძრაობს დადგენილ ვადამდე [სასჯელის დღემდე, როცა ეს სამყარო შეწყვეტს არსებობას]... და ჭეშმარიტად, ალლაჰისთვის ცნობილია რასაც თქვენ აკეთებთ [იცის თავისი ქმნილებების ყველა საქმე]
30ეს [ზემოთ ხსენებული ალლაჰის ძალმოსილება, მისი ყოვლისმცოდნეობა და მისი დახმარება მის მომხრეებს] იმიტომ არის, რომ ალლაჰი არის ჭეშმარიტი [ჭეშმარიტი ღმერთი], ხოლო ის, რასაც ისინი [მრავალღმერთიანნი] მის გარდა უხმობენ, ეს [ყველაფერი, რაც ალლაჰის გარდა აიყვანეს ღვთაებად] — სიცრუეა. და იმიტომ, რომ ალლაჰი არის უზენაესი [ყველა თავისი ქმნილებაზე აღმატებული], დიადი [არავინ და არაფერია მასზე დიდი].
31ნუთუ არ ხედავ, რომ ხომალდები ზღვაში ალლაჰის წყალობით დაცურავენ, რათა დაგანახოთ მისი სასწაულებიდან ზოგიერთი? ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია ყოველი მომთმენი და მადლიერი ადამიანისთვის.
32და როცა ტალღა მოიცავს მათ [მრავალღმერთიანებს], როგორც ჩრდილი [როდესაც გემზე დაცურავენ], ისინი ალლაჰს ევედრებიან [გადარჩენას], მორჩილებას მხოლოდ მას უძღვნიან [ივიწყებენ ყველა ცრუ ღმერთს]. ხოლო როცა ის გადაარჩენს მათ და ხმელეთზე გამოიყვანს, მათგან ზოგი უკან იხევს [ვინც სათანადოდ მადლობას არ სწირავს ალლაჰს]. და ჩვენს სასწაულებს უარყოფს მხოლოდ ყოველი მოღალატე და უმადური
33ო, ადამიანებო! შეგეშინდეთ თქვენი უფლის [სასჯელს] და ერიდეთ იმ დღეს, როცა მშობელი ვერაფრით უშველის თავის შვილს, და ვერც შვილი ვერაფრით უშველის თავის მშობელს [ვერც მშობლები და ვერც შვილები ვერაფრით შეძლებენ ერთმანეთის დახმარებას]! ჭეშმარიტად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტებაა, ამიტომ ნუ მოგატყუებთ მიწიერი ცხოვრება [ნუ გაგიტაცებთ ამქვეყნიური ხიბლი], და ნუ მოგატყუებთ ალლაჰის შესახებ მატყუარა [სატანა]
34ჭეშმარიტად, ალლაჰი [ასეთია, რომ] [მხოლოდ] მას აქვს ცოდნა საათის შესახებ [სასჯელის დღის დადგომის შესახებ], და [მხოლოდ] ის მოავლენს წვიმას [ღრუბლებიდან] და [მხოლოდ] მან უწყის, რა არის საშვილისნოში. მაგრამ არცერთმა სულმა არ იცის, რას შეიძენს ხვალ, და არცერთმა სულმა არ იცის, რომელ მიწაზე მოკვდება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა და ყოვლადშემეცნებულია!