الفرقان
The Criterion • 77 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1დალოცვილია იგი [ალლაჰი], რომელმაც გარდმოავლინა ფურყანი [ყურანი, რომელიც განასხვავებს ჭეშმარიტებასა და სიცრუეს] თავის მსახურზე [მუჰმმადზე], რათა ყოფილიყო [მუჰმმადი] სამყაროთა შემგონებელი [ჯინებისთვის და ადამიანებისთვის].
2იგია, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა. მას არ ჰყავს ძე და არ ჰყოლია მოზიარე მეუფებაში. მან ყოველი ქმნილება შექმნა და თითოეულს თავისი ზუსტი საზომი დაუწესა
3და მათ [მრავალღმერთიანებმა] დაიდგინეს მის ნაცვლად [ცრუ] ღვთაებები, რომელთაც არაფერი შეუქმნიათ, არამედ თვითონ არიან შექმნილნი. და არ შეუძლიათ თავიანთი თავისთვისაც არც ზარალის და არც სარგებლის მოტანა, მათ არ აქვთ ძალაუფლება არც სიკვდილზე, არც სიცოცხლეზე და არც მეორედ აღდგენაზე
4და თქვეს იმათ, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი: ეს [ყურანი] მხოლოდ სიცრუეა, მან [მუჰმმადმა] შეთხზა და რაშიც დაეხმარნენ სხვა ადამიანებიო. ჭეშმარიტად, ისინი [ურწმუნონი] უსამართლოდ იქცევიან და ცრუობენ
5და თქვეს [ურწმუნოებმა]: ეს [ყურანი] წინაპართა ზღაპრებია, რომლებიც მან [მუჰმმადმა] ითხოვა რომ ჩაწერილიყო და ისინი კარნახობენ დილით და საღამოს.
6[ო, შუამავალო] უთხარი [ამ ურწმუნოებს]: ზეგარდმოავლინა იგი იმან, ვინც იცის საიდუმლო ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ჭეშმარიტად, იგი მიმტევებელი, შემწყალებელია
7თქვეს [მრავალღმერთიანებმა] [დაცინვით]: ეს რა შუამავალია [მუჰამმადი], ჭამს საჭმელს [როგორც ჩვენ] და ბაზარში დადის. ნეტავ, ზეგარდმოვლენილიყო მასზე ანგელოზი და ყოფილიყო მასთან ერთად შემგონებელი.
8ან იქნებ ყოფილიყო და მისთვის [მუჰამმადისთვის] ზეციდან ჩამოგდებული რაიმე განძი [სიმდიდრე]? ანდა ჰქონოდა ბაღი, რომლისგანაც შეჭამდა. და თქვეს [ურწმუნოებმა] უსამართლოებმა, და თქვენ [ო, მორწმუნენო] მისდევთ მხოლოდ მოჯადოვებულ ადამიანს.
9შეხედე [ო შუამავალო], როგორ [ურწმუნოებს] მოაქვთ შენთვის იგავები [შენზე ისეთ ტყუილს ამბობენ, რომელიც თავისი სიყალბით მხოლოდ ზღაპრულ იგავებს წააგავს]. ჭეშმარიტ გზას ასცდნენ და [ჭეშმარიტი] გზის პოვნა ვეღარ შეუძლიათ.
10დალოცვილია [ალლაჰი], რომელიც, თუ ინებებს, დაგიმკვიდრებს ამაზე უკეთესს ბაღებს, რომელთა წიაღაც მიედინებიან მდინარეები, და აგიგებს სასახლეებს
11მაგრამ ისინი უარყოფენ საათს [წარღვნის დღეს], ხოლო ჩვენ მოვამზადეთ მათთვის, ვინც მას უარყოფს ჯოჯოხეთის ცეცხლი.
12როცა [განკითხვის დღეს] დაინახავს(ცეცხლი) მათ შორიდან, მოისმენენ მის მძვინვარებასა და ღრიალს
13და როცა ისინი ჩაყრილნი იქნებიან მასში [ჯოჯოხეთში], ვიწრო ადგილას, მოუხმობენ იქ ისინი სიკვდილს [თავიანთთავზე] [რომ ჯოჯოხეთის ტანჯვას თავი დააღწიონ]
14[და მათ ეთქმებათ] ნუ უხმობთ დღეს მხოლოდ ერთ სიკვდილს, არამედ უხმეთ მრავალ სიკვდილს
15უთხარი მათ [ო, შუამავალო]: ეს [ჯოჯოხეთი] უკეთესია თუ მარადისობის ბაღები, ღვთისმოშიშებს რომ აღეთქვათ, და იქნება მათთვის სამაგიერო [მათი ქმედებებისათვის] და საბოლოო დაბრუნება?
16და მათთვისაა, რასაც ისურვებენ, მარადიულად. შენმა ღმერთმა აღუთქვა ამ თხოვნის შესრულება
17იმ დღეს [განკითხვის დღეს], როცა [ალლაჰი] შეკრებს მათ [მრავალღმერთიანებს] და იმათაც, რასაც ისინი ეთაყვანებოდნენ [ცრუ ღვთაებებს], ალლაჰის გარდა, ეტყვის [ცრუ ღვთაებებს]: თქვენ აუბნიეთ გზა ჩემს მონებს თუ თვითონ აებნათ გზა?
18იტყვიან ისინი [რასაც ეთაყვანებოდნენ მაგიერ ალლაჰისა]: დიდება შენდა [ო, ალლაჰ], არ გვეკადრებოდა აგვერჩია შენს გარდა მფარველები მაგრამ შენ მიეცი სარგებელი მათ [მრავალღმერთიანებს] და მათ მამებს, ვიდრე არ დაივიწყეს შეხსენება [შენს შესახებ]. ასე შეიქმნენ წარწყმედილ ხალხად
19[მრავალღმერთიანებს ეტყვიან: აი ისინი, ვისაც ალლაჰის მაგიერ თაყვანს სცემდით] ისინი ცრუდ შერაცხავენ იმას, რასაც ამბობთ, და არ შეგეძლებათ მისი თავიდან აცილება და არც შეწევნა. იმას, ვინც უსამართლოდ მოიქცევა თქვენგან, ვაგემებთ უდიდეს სასჯელს
20და არ წარმოგვიგზავნია შენამდე [ო, მუჰამმად] ჩვენი შუამავლები ისე, რომ არ ეჭამათ საჭმელი და არ ევლოთ ბაზარში. და დავადგინეთ გამოცდად ზოგი თქვენგანი ზოგიერთისათვის, და მოითმენთ ამას? და შენი ღმერთი ყოვლისმხედველია
21და თქვეს იმათ, ვინც ჩვენთან შეხვედრას არ იმედოვნებს [რომელთაც არ სწამთ აღდგომის დღის]: ნეტავ გარდმოვლენოდა ანგელოზნი [რომლებიც გვეტყოდენ მუჰამმადი ჭეშმარიტებას საუბრობსო] ან [ჩვენი თვალებით] ღმერთი გვენახა. ამპარტავნობენ თავიანთი თავებში და იჩენენ დიდ ურჩობას
22დღეს, როცა ნახავენ ანგელოზებს, იმ დღეს [განკითხვის დღეს] სასიხარულო ამბავი არ ექნებათ ცოდვილებს [მრავალღმერთიანებს]. მათ ეტყვიან [ანგელოზები]: [ალლაჰმა] სრულიად აგიკრძალათ [სამოთხეში] შესვლა
23და მივუდგებით იმ საქმეებს, რაც მათ [მრავალღმერთიანებმა ამქვეყნად სიკეთე] გააკეთეს და ვაქცევთ მათ გაფანტულად მტვრად.
24სამოთხის ბინადრები იმ დღეს [განკითხვის დღეს] იქნებიან უკეთეს სამყოფელში და უმშვენიერეს დასასვენებელ ადგილას
25იმ დღეს [განკითხვის დღეს], როცა გაიპობა ზეცა ღრუბლებით და გარდმოევლინებიან ანგელოზები ზეგარდმოვლენით
26იმ დღეს [ყველა] ჭეშმარიტი მეუფება ეკუთვნის მხოლოდ მოწყალეს [ალლაჰს] [ვინაიდან იმ დღეს არავის ექნება ძალაუფლება, გარდა მისი], და ეს დღე ძალიან მძიმე იქნება ურწმუნოთათვის [იმ სასჯელის გამო, რაც მათ დაატყდებათ].
27იმ დღეს უსამართლო დაიკბენს ხელებს და იტყვის: ნეტავ ამერჩია გზა შუამავალთან ერთადო.
28ვაი ჩემს თავს! ნეტავ არ ამერჩია [ურწმუნო] მეგობრად.
29რადგან მან [იმ მეგობარმა] მომაშორა მე შეგონებას [ყურანს], მას შემდეგ, რაც ის უკვე მოვიდა ჩემთან, შაიტანი [სატანა] კი ადამიანის ტოვებს დახმარების გარეშე(გასაჭირში)
30და თქვა შუამავალმა: ღმერთო ჩემო, ჭეშმარიტად, ჩემმა ხალხმა მიატოვა ეს ყურანი.
31აი სწორედ ამგვარად დავუდგინეთ ყოველ შუამავალს მტრები ცოდვილთაგან [მისი ხალხისგან], ხოლო შენი ღმერთი საკმარისია სწორ გზაზე დამდგენად და შემწედ
32ამბობენ ისინი, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი: ნეტავ, გარდმოვლენილიყო მასზე [მუჰამმადზე] მთელი ყურანი ერთბაშად. ასეთი (გარდმოვლინებით) რათა გავამტკიცოთ შენი გული მისით [ო, შუამავალო], და წავიკითხეთ იგი თანმიმდევრულად [აიათი აიათის შემდეგ].
33და როცა მათ [მრავალღმერთიანებს] მოაქვთ შენთან [ო, შუამავალო] რაიმე მაგალითი [ან მის მსგავსი], ჩვენ მოგვყავს პასუხად ჭეშმარიტება და საუკეთესო განმარტება
34ისინი, რომელნიც პირქვე დამხობილი შეკრებილ იქნებიან ჯოჯოხეთისკენ, აი ისინი იქნებიან ყველაზე უარეს ადგილას და ყველაზე ძლიერად აცდენილნი გზიდან
35და [ვფიცავ, რომ] ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი [თორა] და დავადგინეთ მასთან ერთად მისი ძმა ჰარუნი, [მის] დამხმარედ.
36და ჩვენ ვუთხარით [შუამავალ მუსას და ჰარუნს]: ორივე წადით იმ ხალხთან, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი სასწაულები [ფარაონი და მისი ხალხი]. და გავანადგურეთ ისინი სრულიად
37და ხალხი [შუამავალი] ნუჰის, როცა ცრუდ შერაცხეს ჩვენი შუამავლები, დავახრჩეთ [დავსაჯეთ] და ვაქციეთ სასწაულად [შეგონებად] ხალხისათვის. უსამართლოებს კი გავუმზადეთ მტანჯველი სასჯელი.
38[ჩვენ ასევე] [დავღუპეთ] 'ადისა და სემუდის და არ-რასის მცხოვრებნი და მრავალი თაობა, რომელიც მათ შორის იყო.
39ყოველ მათგანს მოვუტანეთ იგავები და გავანადგურეთ ყველანი სრულად.
40მათ [მექქას მრავალღმერთიანები] მათ ჩაუარეს იმ დასახლებას, რომელზეც დაატყდა უბედურების წვიმა, განა მათ ეს არ დაუნახავთ? დიახ, არ იმედოვნებენ ისინი აღდგომას
41როდესაც ისინი [მრავალღმერთიანები] გხედავენ შენ [ო, შუამავალო]. მასხრად გიგდებენ: განა ეს არის, ვინც ალლაჰმა [ჩვენთან] შუამავლად წარმოგზავნაო?!
42მან [მუჰამმადმა] თითქმის გვაცდუნა ჩვენი ღმერთებიდან [თავისი ძლიერი არგუმენტებით], ჩვენ რომ მოთმინება არ გამოგვეჩინა [მათზე, კერპებზე თაყვანისცემაში]. და გაიგებენ, როცა ისინი დაინახავენ სასჯელს, ვინ უფრო გზააბნეული ყოფილა
43გინახავს ის [ო, შუამავალო], ვინც თავისი ვნება აქცია ღვთაებად, განა იქნები შენ მისი დამცველი?
44ან განა ფიქრობ [ო, მუჰამმად], რომ მათი უმეტესობა ისმენენ ან იაზრებენ? ისინი სხვა არავინ არიან, თუ არა მსგავსი პირუტყვისა. უფრო მეტიც, ისინი უფრო გზააბნეულნი არიან( პირუტყვებზე)
45განა არ გინახავს [ო, შუამავალო], როგორ განავრცო შენმა ღმერთმა ჩრდილი და, რომ ენებებინა, აქცევდა მას შეუცვლელად. მერე დავადგინეთ მასზე მზე მის მაჩვენებლად
46და მერე ნელ-ნელა მივიზიდავთ [ჩრდილს] მას ჩვენსკენ.
47იგია [მხოლოდ] [ალლაჰი], ვინც დაგიდგინათ თქვენ ღამე სამოსად, ძილი - მოსვენებად და დაგიდგინათ დღე აღდგომად [ვინაიდან ძილი წააგავს სიკვდილს, ხოლო დღის დადგომა — სიცოცხლის დაბრუნებას].
48იგია [მხოლოდ] [ალლაჰი], რომელმაც წარმოგზავნა ქარი სამახარობლოდ თავისი წყალობისა. და გარდმოვავლინეთ ციდან სუფთა წყალი [წვიმა]
49რათა გავაცოცხლოთ მისით [ამ წვიმით] მკვდარი მიწა და დავარწყულოთ მისით საქონელი და მრავალი ადამიანი, რომელიც ჩვენ შევქმენით
50და იგი [წვიმის წყალი] დავანაწილეთ მათ შორის, რათა შეიგონონ. მაგრამ ადამიანთა უმეტესობა ყველაფერს უარყოფს, გარდა ურწმუნოებისა [უმადურობისა]
51და რომ გვდომებოდა, მაშინ ყოველ დასახლებაში გავგზავნიდით შემგონებელს
52და ნუ დაემორჩილები ურწმუნოებს [თუკი ისინი ცდილობენ, რომ თუნდაც მცირედ უგულებელყო ის, რითაც ალლაჰმა გამოგაგზავნა], და ებრძოლე მათ მისით [ყურანით] დიდი ბრძოლით [მტკიცედ, დაუღალავად და შეუჩერებლად]!
53[მხოლოდ] ის [ალლაჰი] არის, რომელმაც ერთად შეაერთა ორი ზღვა: ერთი მტკნარი, მეორე კი მლაშე, ხოლო მათ შორის (უხილავი) მიჯნა და გადაულახავი ზღუდეა!
54და [მხოლოდ] ის არის [ალლაჰი], ვინც შექმნა წყლისაგან ადამიანი და დაუდგინა მას ნათესავნი ქაცის და ქალის მხრიდან. და შენი ღმერთი ყოვლისშემძლეა
55და ისინი [ურწმუნონი] ეთაყვანებიან მაგიერ ალლაჰისა იმას, ვინც ვერ დაეხმარებათ და ვერც ავნებთ, და ურწმუნო დამხმარეა [სატანის] შენი ღმერთის წინააღმდეგ [ვინაც თავისი მრავალღმერთიანობითა და ცოდვებით ეხმარება სატანას]
56და არ წარგვიგზავნიხარ შენ [ო, შუამავალო], თუ არა მახარობლად და გამაფრთხილებლად
57უთხარი [მათ] [ო, შუამავალო] : მე თქვენ არაფერს გთხოვთ საზღაურად, იმის გარდა, ვისაც სურთ ჭეშმარიტ გზაზე დადგომა, აირჩიონ გზა თავიანთი უფლისკენ
58და მიენდე მარადცოცხალს [ალლაჰს], რომელიც არ მოკვდება, განადიდე იგი ქებით და საკმარისია იგი თავის მსახურთა ცოდვათა მცოდნედ
59რომელმაც გააჩინა ცანი, ქვეყანა და რაც ამათ შორისაა, ექვს დღეში. მერე კი ამაღლდა ტახტზე ['არშზე]. იგი მოწყალეა. მაშ, ჰკითხე[მოციქულო] მის შესახებ მცოდნეს[ალლაჰს]
60და თუ ეტყვიან [ურწმუნოებს]: აღასრულეთ სეჯდა მოწყალის [ალლაჰის] წინაშე, ისინი ამბობენ [ჩვენ არ ვიცით]: ვინ არის მოწყალე? განა სეჯდე აღვუსრულოთ იმას [ო, მუჰამმად], ვისაც გვიბრძანებ?! და ემატებათ მათ ზიზღი [რწმენის მიმართ].
61კურთხეულია ალლაჰი, ვინც ცაში მოაწყო თანავარსკვლავედი, მოაწყო იქ ნათურა [მზე] და კაშკაშა მთვარე.
62ის არის [ალლაჰი], ვინც ღამესა და დღეს მონაცვლეობად ქმნის მისთვის, ვისაც სურს გახსენება [დაფიქრება] ან მადლიერების გამოხატვა.
63ხოლო მოწყალის [ალლაჰის] [ნამდვილი] მსახურნი ისინი არიან, რომელნიც მოკრძალებულად დადიან ქვეყანაზე და როცა უმეცარნი მიმართავენ მათ სიტყვით, ისინი პასუხობენ [მათ]: მშვიდობა
64რომელნიც ღამეს ატარებენ თავიანთი უფლის წინაშე, სეჯდეს აღმვლენი და ფეხზე მდგომნი
65რომელნიც ამბობენ: ღმერთო ჩვენო! აგვარიდე ჯოჯოხეთის სასჯელი! ჭეშმარიტად, იქ სასჯელი გარდაუვალია
66ჭეშმარიტად, იგი [ჯოჯოხეთი] ცუდია როგორც დასამკვიდრებელი და როგორც მარადიული სამყოფელი!
67ისინი, რომლებიც თუკი ხარჯავენ, არც ფლანგავენ და არც ძუნწობენ და იქნებიან ამათ შორის მყარად[ ნორმას არ აჭარბებენ.
68რომელნიც არ მოუხმობენ [არ ეთაყვანებიან] ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებებს, და არ კლავენ სულს, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, თუ არა მხოლოდ სიმართლით. და არ მრუშობენ. ვინც კი ამას ჩადის, აუცილებლად შეხვდება მის საზღაურს [მარადიულ ცხოვრებაში]
69მისი სასჯელი აღდგომის დღეს გაორმაგდება და მარადიულად იქნება მასში დამცირებული
70იმათ გარდა, ვინც მოინანია [ალლაჰის წინაშე გულწრფელად], ირწმუნა და სამართლიანად მოიქცევა. მათ ცუდ საქმეებს ალლაჰი კეთილით შეცვლის, რამეთუ ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია
71და ვინც მოინანია და სიკეთე აკეთა, მიბრუნდება ალლაჰთან შენდობილი
72ისინი არ მოწმეობენ სიცრუეს და როცა ავსიტყვაობას შეესწრებიან, გვერდს აუვლიან ღირსეულად
73ხოლო როცა მათ შეაგონებენ მათი ღმერთის სასწაულებს, არ რჩებიან ყრუნი და ბრმანი
74რომლებიც ამბობენ: უფალო ჩვენო! მოგვმადლე ჩვენ ჩვენს ცოლებში და შთამომავლობაში თვალის ნუგეში (გახარება, სიმშვიდე). და გვქმენი ჩვენ წინამძოლად ღვთისმოშიშთათვის
75სწორედ ისინი დაჯილდოვდებიან უმაღლესი [სამოთხის] ადგილით, რამეთუ იყვნენ მომთმენნი, და იქ ანგელოზები მიეგებებიან მათ სალამითა და მშვიდობით
76მასში მარადიულად იქნებიან: რა მშვენიერია ეს, როგორც სამყოფელი და სამკვიდრო!
77უთხარი [ო, მუჰამმად] [მრავალღმერთიანებს]: ალლაჰი არ მოგაქცევდათ ყურადღებას, რომ არა თქვენი ვედრება [რომლითაც მიმართავთ მას]. მაგრამ თქვენ [ო, ურწმუნენო] უარყავით [მისი შუამავალი], და ახლა ეს [სასჯელი] თქვენთვის გარდაუვალია.