2მარიამის ძე ‘ისამ თქვა: ო, ალლაჰ, ღმერთო ჩვენო! ზეციდან სუფრა ჩამოგვივლინე, რომელიც იქნება დღესასწაული ჩვენთვის, როგორც პირველთა, ისე უკანასკნელთათვის, და სასწაული შენგან, მაშ, მოგვმადლე საზრდო, რამეთუ შენ ხარ საუკეთესო მსაზრდოებელი!
3ალლაჰმა უპასუხა: ჭეშმარიტად, მე ჩამოგივლენთ მას, მაგრამ ვინც ამის შემდეგაც არ ირწმუნებს, მას უთუოდ ისეთი სასჯელით დავსჯი, რომლის მსგავსითაც არავინ დამისჯია სამყაროში.
4როცა ეტყვის ალლაჰი: ეი, ‘ისა, ძეო მერიემისა! შენ უთხარი ხალხს, რომ მე და დედაჩემი ალლაჰის გარდა კიდევ ორ ღვთაებად აგვირჩიეთო? მიუგო: შენ ყოვლად უნაკლო ხარ! არ შემეფერებოდა იმის თქმა, რისი უფლებაც არ მაქვს. ეგ რომც მეთქვა, უთუოდ გეცოდინებოდა. შენ უწყი, რაცაა ჩემში, ხოლო მე არ ვიცი, რაცაა შენში. ჭეშმარიტად, შენა ხარ უხილავთა უნაკლოდ მცოდნე!
5არაფერი მითქვამს მათთვის, გარდა იმისა, რაც მიბრძანე, რომ თაყვანი ეცით ალლაჰსა, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთსო. მათი მოწმე ვიყავი, ვიდრე მათ შორის ვიყავი. ხოლო როცა მიმიბარე, შენ იყავი მათი მეთვალყურე. და შენ ხარ მოწმე ყოველივესი.
7ალლაჰი ბრძანებს: ესაა დღე, როცა მართალნი სარგებელს ჰპოვებენ თავიანთი სიმართლისას: მათთვისაა სამოთხეები, რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინება; იქ იქნებიან მარადჟამს. კმაყოფილია მათგან ალლაჰი და თვითონაც კმაყოფილი არიან მისით. აი, ესაა მიღწევა – უდიდესი (დიდი გამარჯვება).
14ნუთუ ვერ ხედავენ, თუ რამდენი თაობა გაგვინადგურებია მათზე ადრე, რომლებსაც ამქვეყნად ისეთი საშუალებები ვუბოძეთ, რაც თქვენთვის არ გვიბოძებია; ზეციდან უხვი ნალექი ჩამოვუვლინეთ და მდინარეები დავადგინეთ მათ ქვემოთ მდენი, შემდეგ თავიანთი ცოდვების გამო გავანადგურეთ და მათ შემდეგ სხვა თაობა გავაჩინეთ.
15თუნდაც ფურცელზე დაწერილი წიგნი ჩამოგვევლინა შენთვის და თავიანთი ხელებით შეხებულიყვნენ, მაინც იტყოდნენ ისინი, – ვინც არ ირწმუნეს, – რომ ეს მხოლოდ აშკარა ჯადოაო.[1]
16მათ თქვეს: ნუთუ ანგელოზი არ უნდა ჩამოვლენილიყო მასთან? მასთან რომ ანგელოზი ჩამოგვევლინა, მაშინ უთუოდ გადაწყდებოდა მათი საქმე და შემდეგ აღარც ედროვებოდათ[1] .
20უთხარი: ვისია ის, რაცაა ცათა შინა და დედამიწაზე? უპასუხე: ალლაჰისაა, მან მოწყალეობა თავის ვალად სცნო. ვფიცავ, რომ ის მართლაც შეგკრებთ განკითხვის დღეს, რომელშიც ეჭვი არ არის. ხოლო რომელთაც საკუთარ სულებს ავნეს (ურწმუნოებით), ისინი მაინც არ ირწმუნებენ.
22უთხარი: განა ალლაჰის გარდა სხვას ავირჩევ მფარველად – გამჩენისა ცათა და დედამიწის? და იგია დამპურებელი, ხოლო თვითონ არ საჭიროებს დაპურებას. უთხარი: ჭეშმარიტად, მე მებრძანა, რომ პირველი ვიყო, ვინც დაემორჩილა და არ იყო წარმართთაგანიო.
27უთხარი: რომელია ყველაზე დიდი მოწმობა? ასევე, უთხარი, რომ ჩემ და თქვენ შორის ალლაჰია მოწმე[1] , და ეს ყურანი ზეშთამეგონა, რათა მისით გაგაფრთხილოთ თქვენ და ისინი, ვისთანაც მიაღწევს.[2] თქვენ მართლაც ამოწმებთ, რომ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებებიც არსებობს?[3] უთხარი: მე არ ვამოწმებ! უთხარი: ჭეშმარიტად, ის ერთადერთი ღმერთია და უეჭველად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც უთანაზიარებთ!
33და მათგან არიან ისეთებიც, რომლებიც გისმენენ, მაგრამ მათ გულებს საბურველი გადავაფარეთ, რათა ვერ გაიგონ, ყურებშიც სიმძიმე დავუგუბეთ: თუნდაც ყველა აიათი/სასწაული იხილონ, მაინც რომ არ ირწმუნონ[1] ; უფრო მეტიც, შენთან თუ მოვლენ ისინი, ვინც არ ირწმუნეს, კამათს დაგიწყებენ და იტყვიან : უეჭველად, ეს მხოლოდ წინაპართა ზღაპრებიაო.
35ნეტავ გენახა, როდესაც ცეცხლის წინაშე დააყენებენ და იტყვიან: ,,ოჰ, ნეტავ უკან დავბრუნდებოდეთ და ცრუდ აღარ შევრაცხავდეთ ჩვენი ღმერთის აიათებს და ვიქნებოდეთ მორწმუნეთაგანი''.
36არა! მათ უკვე გაეცხადათ იგი, რასაც მანამდე[1] მალავდნენ; რომც დააბრუნონ, ეგენი მაინც იმას დაუბრუნდებიან, რაც ეკრძალებოდათ. უეჭველად, ეგენი მატყუარები არიან.
38ნეტავ გენახა, როდესაც თავიანთი ღმერთის წინაშე დააყენებენ და ეტყვის: განა ეს არ არის ჭეშმარიტება?[1] ისინი ეტყვიან: დიახ, ჩვენს ღმერთს ვფიცავთ. ისიც ეტყვის: მაშ, იგემეთ სასჯელი იმის, რასაც უარყოფდით.
39მართლაც წაწყმედილან ისინი, რომელნიც ცრუდ თვლიდნენ ალლაჰთან შეხვედრას, ვიდრე არ მოუსწრებდათ ჟამი უეცრად და არ იტყოდნენ: „ვაი, ჩვენდა, იმ დაუდევრობის გამო, რაც იქ ჩავიდინეთ!“ – თანაც ზურგით ეზიდებიან თავიანთ ცოდვებს. რაოდენ ცუდია იგი, რაც მათ უტვირთავთ!
41რათქმაუნდა ვიცით, რომ დიდად გამწუხრებს, რასაც ისინი (შენ შესახებ) ამბობენ. მაგრამ, ჭეშმარიტებაა, რომ (სინამდვილეში) შენ კი არ გრაცხავენ ცრუდ, არამედ ალლაჰის აიათებს უარყოფენ უსამართლონი[1]
42უეჭველად, შენამდეც ცრუდ შერაცხულან შუამავალნი, მათ კი მოთმინება გამოუჩენიათ ცრუდ შერაცხვისა და შევიწროების წინაშე, ვიდრე ჩვენი შეწევნა არ მიუვიდათ. არ არსებობს შემცვლელი ალლაჰის სიტყვებისა. ჭეშმარიტად, შენ მოგივიდა ამბავი შუამავალთა.
43თუ გიმძიმს მათგან შენ მიმართ ზურგის შექცევა, მაშინ ეცადე, თუ გძალუძს, ხვრელი იპოვო მიწის სიღრმეებისკენ ან კიბე - ზეცით აღმართული, რათა მათ სასწაული მიუტანო. ალლაჰს რომ ენება, აუცილებლად შეკრებდა მათ ჭეშმარიტ გზაზე. ასე რომ, ნუ იქნები უმეცართაგანი![1]
45და თქვეს: განა ერთი სასწაულიც არ უნდა ჩამოვლენილიყო მასზე მისივე ღმერთისგან? უთხარი: ჭეშმარიტად, ალლაჰს ძალუძს, რომ სასწაული ჩამოავლინოს, თუმცა მათმა უმრავლესობამ არ იცის.[1]
46არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ცხოველი; ან ფრინველი, რომელიც თავისი ფრთებით დაფრინავს, - რომ თქვენ მსგავსად თემებად არ იყვნენ (დაყოფილი). ჩვენ წიგნში არაფერი გამოგვრჩენია, შემდეგ თავიანთი ღმერთის წინაშე იქნენ შეკრებილნი.
47ხოლო რომელთაც ცრუდ მიიჩნიეს ჩვეი აიათები, - ყრუნი და მუნჯნი არიან ბნელეთში.[1] ალლაჰი, ვისაც ინებებს, მას ააცდენს (სწორი) გზიდან და ვისაც ინებებს, მას დააყენებს სწორ გზაზე.
48უთხარი: აბა მითხარით, თუკი ალლაჰის სასჯელი გეწიათ ან (ქვეყნიერების დაქცევის) ჟამი დაგიდგათ, მაინც სხვას დაუწყებთ ვედრებას, ნაცვლად ალლაჰისა, – თუ ხართ ნამდვილად გულწრფელნი?
50ჭეშმარიტად, შენამდე ჩვენ სხვადასხვა ხალხთან წარვგზავეთ შუამავლები და შევიპყარით ისინი სირთულეებითა და უბედურებებით[1] , – რომ იქნებ თავდამცირებით შევედრებულიყვნენ.
51მაშინ ხომ მაინც უნდა შემვედრებოდნენ თავდამცირებით, – როდესაც ჩვენგან სირთულე ეწვიათ? თუმცა გულები გაუქვავდათ და სატანამ მოუკაზმა იგი, რასაც სჩადიოდნენ.
52როდესაც დაივიწყეს იგი, რითაც იყვნენ შეგონებული[1] , მაშინ გავუხსენით ყველაფრის კარები; და როცა გაიხარეს იმით, რაც მათ მიეცათ, – მოულოდნელად შევიპყარით და მაშინვე გახდნენ იმედგაცრუებული.
54უთხარი: როგორ ფიქრობთ, ალლაჰმა რომ სმენა და მხედველობა წაგართვათ და ბეჭედი დაგასვათ გულებზე, - რომელი ღვთაება დაგიბრუნებთ მას, გარდა ალლაჰისა? შეხედე რა ნაირ-ნაირად ვმარტავთ აიათებს, შემდეგ კი მაინც პირს იბრუნებენ ეგენი.
56არ წარვგზავნით ჩვენ შუამავლებს, თუ არა მახარობლებლად და გამფრთხილებლებლად, ხოლო ვინც ირწმუნა და გამოასწორა (ძველი ურწმუნოება), – მათთვის არც შიში იქნება და არც დამწუხრება.[1]
58უთხარი: მე თქვენ არ გეუბნებით, რომ ჩემთანაა ალლაჰის საუნჯენი, არც უხილავის შესახებ ვიცი და არც იმას გეუბნებით, რომ მე ვარ ანგელოზი. მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზემევლინება. უთხარი: განა თანასწორია ბრმა და მხედველი?[1] ნუთუ არ დაფიქრდებით?
59და მისით[1] გააფრთხილე ისინი, რომელთაც ეშინიათ, რომ შეკრება მოუწევთ თავიანთი ღმერთის წინაშე და მის გარდა არც დამხმარე ეყოლებათ და არც ქომაგი, – იქნებ რიდი ჰქონდეთ მათ.
60და არ განდევნო ისინი, რომლებიც დილა-საღამ თავიანთ ღმერთს ევედრებიან და მისი (კმაყოფილი) სახე სურთ. მათი ანგარიშიდან შენ არაფერი დაგეკისრება და არც მათ დაეკისრებათ შენი ანგარიშიდან რამე. თუკი განდევნი მათ, მაშინ შენ იქნები უსამართლოთაგანი.[1]
61ამგვარად, გამოვცადეთ ზოგიერთი მათგანი ზოგიერთით,[1] რომ ეთქვათ: ნუთუ ჩვენ შორის ალლაჰმა მხოლოდ ამათ მიჰმადლა სიკეთე? განა ალლაჰი უკეთ არ უწყის მადლიერთ?
62და როცა მოვლენ შენთან ისინი, რომელთაც სწამთ ჩვენი აიათები/სასწაულები, უთხარი: მშვიდობა თქვენდა! თქვენმა ღმერთმა საკუთარ თავს მოწყალება დაუწერა. ამგვარად, ვინც უკეთურებას იქმს უვიცობით, მერე კი მოინანიებს და შემდეგ გამოსწორდება, - ჭეშმარიტად, იგი უსაზღვროდ მპატიებელია, მოწყალეა!
64უთხარი: უეჭველად, ამეკრძალა მე, თაყვანი ვცე იმათ, რასაც თქვენ ევედრებით, ნაცვლად ალლაჰისა. უთხარი: არ ავუყვები თქვენს გემოვნებას, რადგან ნამდვილად ავცდები ჭეშმარიტ გზას და მე არ ვიქნები სწორ გზაზე მდგომთაგანი.
65უთხარი: ჭეშმარიტად, მე ჩემი ღმერთისგან მოვლენილ ცხად მტკიცებულებებს ვეყრდნობი, თქვენ კი მას უარყოფთ; მე არ ვფლობ იმას, რასაც თქვენ ჩქარობთ.[1] გადაწყვეტილება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, ის მოგითხრობთ ჭეშმარიტების შესახებ და იგია კარგი განმცალკევებელი.[2]
67და მასთანაა უხილავის გასაღებნი,[1] მის გარდა იგი არავინ იცის, მან იცის, რაცაა ხმელეთზე და ზღვაში, ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდება ისე, რომ მან არ იცოდეს. ერთი მარცვალიც კი არ არსებობს დედამიწის ჯურღმულებში, – არც ნედლი და არც ხმელი, – რომ ცხად წიგნში არ იყოს გაცხადებული.[2]
68და იგია, რომელიც გაკვდინებთ ღამით და იცის, რასაც მოიხვეჭთ დღისით, შემდეგ აღგადგენთ მასში, რათა აღსრულდეს აჯალი[1] განსაზღვრული, შემდეგ - მასთანაა თქვენი მისაქციელი, მერე კი გაუწყებთ, რასაც თქვენ აკეთებდით.
69იგი ზეაღმატებულია თავის მსახურებზე და მცველებს (ანგელოზებს) აგზავნის თქვენთან; ხოლო ვისაც სიკვდილი ეწვევა, - მას მოაკვდინებენ ჩვენი წარგზავნილები და ისინი (თავიანთ საქმეში) ნაკლს არ დაუშვებენ.
71უთხარი: ვინ გიხსნით ხმელეთისა და ზღვის სიბნელეებიდან, როცა გულის სიღრმეში, თავდამცირებით შეევედრებით: ვფიცავთ, თუკი გვიხსნი აქედან, უსათუოდ ვიქნებით მადლიერთაგანი.
73უთხარი: იგი ძლევამოსილია, სასჯელი მოგივლინოთ ზემოდან ან თქვენს ფეხთა ქვემოდან, ან კიდევ მხარეებად გაქციოთ[1] და თქვენმა ერთმა ნაწილმა იგემოს მეორის ძალადობა. შეხედე, რა დაწვრილებით ვმარტავთ აიათებს, იქნებ (ასე მაინც) გაიგონ.
76როცა დაინახავ, რომ დამცინავად საუბრობენ ჩვენი აიათების შესახებ (რომლებიც ჩამოგევლინა ), მაშინვე გაეცალე მათ, – ვიდრე სხვა სიტყვით არ დაკავებულან. ხოლო თუკი სატანამ დაგავიწყა, მაშინ გახსენებისთანავე გაერიდე ამ უსამართლო ხალხთან დაჯდომას.
78მოშორდი მათ, რომლებიც ხუმრობით და გართობით ეკიდებიან თავიანთ სარწმუნოებას და ვინც ამქვეყნიურ ცხოვრებას უცდუნებია! და მისით[1] შეაგონე, რომ არ დაღუპოს სული თავისი მონაპოვრით; რომ არ გააჩნია მას არც დამხმარე და არც ქომაგი, გარდა ალლაჰისა. ყველანაირი გამოსასყიდიც რომ გაიღოს, - არ მიიღება ის მისგან. სწორედ ეგენი არიან, ვინც თავიანთი მონაპოვრით დაიღუპნენ, მათთვისაა მდუღარე სასმელი და მწარე სასჯელი – იმის გამო, რასაც უარყოფდნენ.
79უთხარი: განა ალლაჰის გარდა სხვას ვევედროთ, რომელიც ვერას გვარგებს და ვერც გვავნებს[1] , და უკან მივბრუნდეთ, ჩვენივე ქუსლების მიმართულებით, მას შემდეგ, რაც ალლაჰმა ჭეშმარიტ გზაზე დაგვაკვალიანა? იმის მსგავსად, ვინც გააბრიყვეს სატანებმა და დატოვეს ქვეყნად თავგზააბნეული, თანაც მათ ჰყავთ მეგობრები, რომლებიც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ: მოდით ჩვენთანო.[2] უთხარი: ,,ჭეშმარიტად, ალლაჰის მიერ მითითებული გზაა – გზა ჭეშმარიტი და ჩვენ გვებრძანა, რომ სამყაროთა ღმერთს ვმორჩილებდეთ“.
81და იგია, რომელმაც ცანი და დედამიწა გააჩინა ჭეშმარიტებით და იმ დღეს იტყვის: „იყავ“, და ისიც უმალვე იქმნება, – ჭეშმარიტებაა მისი სიტყვა. მისია მეუფება იმ დღისა, როცა ბუკში ჩაიბერება[1] , მცოდნეა ხილულისა და უხილავისა, და იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე.
85და როცა ამომავალი მთვარე დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი“, ხოლო როგორც კი ჩავიდა, მან თქვა: თუკი ჩემმა ღმერთმა არ დამაკვალიანა ჭეშმარიტი გზისკენ, უსათუოდ მე ვიქნები გზასაცდენილ ხალხთაგანი.
86ხოლო როცა ამომავალი მზე დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი, ეს უფრო დიდია“; ხოლო როგორც კი ჩავიდა, მან თქვა: ო, ჩემო ხალხო! ჭეშმარიტად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც თქვენ უთანაზიარებთ!
88და შეედავა მისი ხალხი, მან კი უთხრა: ნუთუ ალლაჰის შესახებ მეცილებით, როცა მან დამაკვალინა ჭეშმარიტ გზაზე? მე არ მეშინია იმის, რასაც თქვენ უთანაზიარებთ მას, გარდა იმისა, თუკი ჩემმა ღმერთმა ინება რამე.[1] ჩემი ღმერთი ყოველივეს ცოდნით გარემოიცავს, ნუთუ არ გაიაზრებთ?
89და როგორ უნდა მეშინოდეს იმის, რასაც თქვენ უთანაზიარებთ (ალლაჰს ), მაშინ, როცა თქვენ არ გეშინიათ, რომ ალლაჰს უთანაზიარებდეთ იმას, რის შესახებაც თქვენთვის არანაირი მტკიცებულება არ ჩამოუვლენია? და ამ ორი მხრიდან რომელი უფრო იმსახურებს უსაფრთხოებას[1] , თუ იცით?
91აი, ესაა ჩვენი მტკიცებულება, რომელიც იბრაჰიმს ვუბოძეთ თავისი ხალხის საწინაღმდეგოდ. ხარისხობრივად ვამაღლებთ მას, ვისაც ვინებებთ. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ბრძენია, ყოვლის მცოდნე.
92და ვუწყალობეთ მას ისჰაყი და ია’ყუბი, ორივე ჭეშმარიტ გზაზე დავაკვალიანეთ, ასევე, უფრო ადრე ნუჰიც დავაკვალიანეთ და მისი შთამომავლობიდან - დავუდი, სულეიმანი, აიუბი, იუსუფი, მუსა და ჰარუნი. ამგვარად ვაჯილდოვებთ კეთილისმქნელებს.
96ესაა ალლაჰის გზა - ჭეშმარიტი: მასზე თავის მსახურთაგან აკვალიანებს მათ, ვისაც ინებებს; ხოლო თუ მაინც უთანაზიარებენ, მაშინ უსათუოდ გაცამტვერდება, რასაც ისინი აკეთებდნენ.
98აი, ეგენი არიან, ვინც ალლაჰმა ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანა და შენც მათ ჭეშმარიტ გზას შეუდექი. უთხარი: იმის[1] სანაცვლოდ არ ვითხოვ თქვენგან გასამრჯელოს, არამედ ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.[2]
99და მათ ვერ შეიცნეს ალლაჰი ყადრიანად, როგორც მას შეეფერება, როდესაც თქვეს: ალლაჰს ადამიანისთვის არაფერი ჩამოუვლენია. (შენც) უთხარი: მაშ, ვინ ჩამოავლინა წიგნი, – სინათლედა და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად ადამიანთათვის, – რომლითაც მუსა მოვიდა და რომელსაც ფურცლებზე წერთ, ნაწილი - გამოგაქვთ სააშკარაოზე, უმეტესს კი მალავთ?[1] და გესწავლათ[2] ის, რაც არ იცოდით – არც თქვენ და არც თქვნმა წინაპრებმა. უპასუხე - ალლაჰმაო (ჩამოავლინაო),[3] შემდეგ კი მიატოვე მათი ამაო საუბრით გართულნი.
100და ეს დალოცვილი წიგნი ჩამოვავლინეთ დამამოწმებლად იმისა, რაც იყო მასზე წინათ, ასევე ქალაქთა დედის[1] და მის გარშემო მყოფთა გასაფრთხილებლად. ხოლო ვისაც სწამთ საიქიო, მათ ესეც (ყურანიც) სწამთ და ისინი თავიანთ ნამაზსაც გულმოდგინედ იცავენ.
101და ვინ არის იმაზე დიდი უსამართლო, რომელმაც სიცრუე შეთხზა ალლაჰის შესახებ ან თქვა, რომ ვაჰი (ღვთიური შეტყობინება) მივიღეო; არადა მას არაფერი მიუღია; ასევე, ვინც თქვა: მეც ჩამოვავლენ იმის მსგავსს, რაც ალლაჰმა ჩამოავლინაო. ნეტავ გენახა სულთმობრძავი უსამართლონი, როდესაც ანგელოზები ხელებგაწვდილნი ეუბნებიან: განუტევეთ სულები! დღეს მოგეზღვებათ სასჯელი დამამცირებელი, იმ უსამართლობისთვის, რასაც ალლაჰის შესახებ ამბობდით და მისი აიათების მიმართ მედიდურობდით!
102და ვფიცავ, ჩვენ წინაშე ისე ეულად მოხვედით, როგორც პირველად გაგაჩინეთ.[1] და ზურგსუკან მიგიტოვებიათ, რაც თქვენთვის გვიბოძებია,[2] ვეღარც თქვენს ქომაგებს ვხედავთ თქვენთან ერთად, რომლებიც, გჯეროდათ, რომ იყვნენ (ალლაჰის) თანაზიარნი. უკვე გაწყდა კავშირი თქვენ შორის და განდეგილა ის თქვენგან, რასაც ამტკიცებდით (უსაფუძვლოდ).
103ჭეშმარიტად, ალლაჰია მარცვლისა და კურკის გამპობ-გამღივებელი, ცოცხალი მკვდრისგან გამოჰყავს და ცოცხლისგანაც - მკვდარი. აი, ეს არის ალლაჰი და თქვენ როგორ განერიდებით?
104- გამღვივებელი ალიონისა, რომელმაც დაადგინა ღამე მოსასვენებლად, მზე და მთვარე კი (დროთა) გამოსათვლელად. ასეთია განგება ძლევამოსილის, ყოვლის მცოდნისა.
105და იგია, ვინც თქვენთვის დასხა ვარსკვლავები, რათა მათით გზა გაგეკვლიათ ხმელეთისა და ზღვის წყვდიადებში. უეჭველად, ჩვენ დაწვრილებით განვმარტეთ აიათები – იმ ხალხისთვის, რომლებმაც იციან.
106და იგია, რომელმაც შეგქმნათ ერთი სულისგან; შემდგომ (დაგიდგინათ) მოსაკალათებელი და მისაბარებელი.[1] უეჭველად, ჩვენ დეტალურად განვმარტეთ აიათები – იმ ხალხისთვის, რომლებიც გამგებია.
107იგია, რომელმაც ზეციდან წყალი ჩამოავლინა; და აღმოვაცენეთ მისით ყველანაირი მცენარე, ამოვზარდეთ მისგან მწვანობი, იმისგან კი მარცვლები[1] - ერთმანეთზე ასხმული, ხოლო ფინიკის კოკრისგან - ჩამოკიდებული მტევნები, ასევე ყურძნის ბაღები, ზეთისხილი და ბროწეული - ერთმანეთის მსგავსიც და განსხვავებულიც. შეხედეთ მის ნაყოფს, რომელიც ისხამს და მწიფდება. ჭეშმარიტად, ამ ყველაფერში მართლაც სასწაულებია მორწმუნე ხალხისთვის.
108და ალლაჰს ჯინები უთანაზიარეს, არადა მან გააჩინა ისინი; ასევე, უვიცად დასწამეს ძეები და ასულები. იგი ყოვლად უნაკლო და უზენაესია იმისგან, როგორადაც ახასიათებენ.
112ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთისგან მოგივიდათ თვალსაჩინო მტკიცებულებანი; ასე რომ, ვინც თვალს გაახელს - მისივე სულის სარგოდ, ხოლო ვინც წაუბრმავებს - მისდა საზიანოდ. და არ ვარ მე თქვენი მეთვალყურე.
116და არ გალანძღოთ ისინი, ვისაც ალლაჰის ნაცვლად ევედრებიან, რადგან ისინიც ალლაჰს დაუწყებენ ლანძღვას – მტრობით, ცოდნის გარეშე. ასე მოვუკაზმეთ ყველა თემს თავიანთი საქმენი, შემდეგ თავიანთ ღმერთთანაა მათი მისაბრუნებელი და ის (ალლაჰი) აცნობებთ მათ იმის შესახებ, რასაც აკეთებდნენ.
117ალლაჰს იფიცებიან მთელი თავგამოდებით, რომ თუკი ერთი სასწაული მიევლინებათ, მაშინ აუცილებლად ირწმუნებენ მას. უთხარი: ჭეშმარიტად, სასწაულები ალლაჰის განკარგულებაშია, თქვენ (მორწმუნენო) კი არ იცით, რომ სასწაულები რომც მოვიდეს, ეგენი მაინც არ ირწმუნებენ!
119ალლაჰი ბრძანებს: ესაა დღე, როცა მართალნი სარგებელს ჰპოვებენ თავიანთი სიმართლისას: მათთვისაა სამოთხეები, რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინება; იქ იქნებიან მარადჟამს. კმაყოფილია მათგან ალლაჰი და თვითონაც კმაყოფილი არიან მისით. აი, ესაა მიღწევა – უდიდესი (დიდი გამარჯვება).