القارعة
The Striking Calamity • 11 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1(ალ ყაარი'ა) კაკუნი.[1] ..
2რა არის კაკუნი?
3და რამ გამცნოს, თუ რა არის კაკუნი?
4იმ დღეს გაფანტული პეპლებივით იქნებიან,
5და იქნება მთები აჩეჩილი მატყლივით.[1]
6ხოლო ვისი საწონიც იმძიმებს,[1]
7სწორედ ის იქნება კმაყოფილი იმიერ ცხოვრებაში.
8ხოლო ვისი საწონიც იმჩატევს,[1]
9სწორედ მისი დედაა ჰავია[1]
10და რამ გამცნოს, თუ რა არის იგი?
11იგია ცეცხლი აგიზგიზებული.